"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა აღიარა, რომ მდევარი "ფიორენტინასი" ორი მიზეზის გამო ეშინია
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ "როსონერი" იტალიის ჩემპიონატის მოგებას მომდევნო სეზონში რეალურად შეეცდება, თუკი სტარტი წარმატებული გამოუვა.

სერია A-ს ბოლო ტურში "მილანმა" "პალერმო" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. დუბლით თავი მარიო ბალოტელიმ გამოიჩინა.

"ჩვენი წარმატებული გამოსვლა გრძელდება. ბრწყინვალე გუნდი გვყავს და თუკი მომდევნო სეზონს კარგად დავიწყებთ, ტიტულისთვის ბრძოლასაც შევძლებთ.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. ფეხბურთელები ბრწყინვალე ფორმაში გვყავს, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" განცდილი მარცხი სწრაფად დაივიწყეს", - აქვეყნებს გალიანის ნათქვამს Football Italia.

"მილანმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში რვიდან ხუთ სასტარტო მატჩში მარცხი იწვნია, რთული სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო და ამ დროისთვის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. თანაც, წინ მყოფ "ნაპოლის" სულ ორი ქულით ჩამორჩება.

მილანური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი აღიარებს, რომ "ფიორენტინასთან" კონკურენცია აფიქრებს, რომელიც "მილანს" 3 ქულით ჩამორჩება.

"ფიორენტინასი" ორი რამის გამო მეშინია: ჯერ ერთი, ეს გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს; და მეორეც, ფლორენციელებს სეზონის ბოლოსკენ უკეთესი კალენდარი აქვთ.

მოკლედ, ჩვენ ზედიზედ მერვე საშინაო მატჩში გავიმარჯვეთ, რაც ცოტა არაა. იმედი მაქვს, მეცხრე "ნაპოლისთან" გამარჯვება იქნება", - თქვა გალიანიმ.

ასევე იხილეთ:

სერია A. XXIX ტური: ლიდერებმა იძალეს [VIDEO]

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა