ქართველ ლეგიონერთა წარმატებული უქმეები
ჩვენი ლეგიონერები უმთავრესად სათასო მატჩებში ჩაებნენ. ბუნებრივია, ყველა ჩვენებურის გუნდს არ უთამაშია, მაგრამ იმდენმა გამოიჩინა თავი, ასე ხშირად უქმეებზე არ ხდება ხოლმე. უმთავრესად ჯაბა კანკავას დაბუნებას და ოთარ მარცვალაძის დუბლს გამოვყოფთ.

ძალიან დიდი ხანია ჯაბა კანკავას არ უთამაშია და აი, ქართველი ნახევარმცველი "დნიპროს" სათასო მატჩში დაუბრუნდა. უკრაინის თასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "კრემენის" წინააღმდეგ ჯაბა გამოჩნდა. ხუანდე რამოსმა ჩვენებურს სათამაშოდ 68-ე წუთზე უხმო კაპიტან მაქსიმ კალინიჩენკოს ნაცვლად. უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. სხვათა შორის, ამ თამაშში ტრიბუნებზე დიდი არეულებები მოხდა და საქმეში უკრაინის სპეცრაზმიც ჩაერთო.

დიმიტრი ტატანაშვილის "მეტალურგმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ფენიქსს", ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო. დავით თარგამაძის "ოლექსანდრია" შინ 1:2 დამარცხდა კიევის "არსენალთან". "ოლექსანდრიას" ქართველმა ათიანმა სასტარტოში ითამაშა.

"კარპატი"-"ვოლინის" შეხვედრაში სანდრო გურული სათადარიგო იყო. ის მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. 70-ე წუთზე გურულმა გოლი შეაგდო, მან საკუთარი ნახევრიდან მიიღო პასი და ბრწყინვალედ დაამუშავა ბურთი გადამწყვეტ დარტყმამდე. "კარპატიმ" 3:0 იმარჯვა.

რუსული პრემიერლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში "სპარტაკი" ლიდერ "ზენიტს" მასპინძლობდა. ჯანო ანანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა შესვენების შემდეგ შეცვალეს.

რუსეთის პირველ დივიზიონში სულ უფრო უახლოვდება მიზანს ომარ თეთრაძის "ვოლგა". ნიჟნი ნოვგოროდელებმა შინ სოჭის "ჟემჩუჟინას" აჯობეს - 3:0. ჩემპიონატის ბომბარდირმა ოთარ მარცვალაძემ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში 64-ე წუთზე გოჩა ხოჯავამ ტურსუნოვს გაატანინა, 73-ე წუთზე კი მარცვალაძემ დუბლი შეასრულა [იხილეთ ვიდეო]. ახლა ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 31 თამაშში 21 გოლია. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება "ვოლგა" მეორეზეა და მესამე ადგილოსან "ნიჟნი ნოვგოროდს" 4 ქულით უსწრებს, ბომბარდირთა დავაშიც მარცვალაძე 4 გოლით წინაა სპარტაკ გოგნიევზე. შემდეგ ტურში კი ნიჟნი ნოვგოროდის დერბია, ქართველთა გუნდს ფრეც ჰყოფნის პრემიერლიგის საგზურის მოსაპოვებლად. "ჟემჩუჟინასთან" მატჩში შეუცვლელად ქართველთაგან მარცვალაძემ და ედიკ საჯაიამ ითამაშეს, გიორგი ნავალოვსკი 86-ე წუთზე შეცვალეს, ხოჯავა - 78-ეზე. მარცვალაძემ ბოლო 6 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სერბეთის თასზე გიორგი მერებაშვილის "ვოივოდინა" "სრემს" ეწვია და ქართველის წყალობით დაძლია ეს ეტაპი. საქმე იმაშია, რომ 83-ე წუთამდე მასპინძლები 2:1-ს იგებდნენ. შემდეგ მერებაშვილმა გაიტანა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც "ვოივოდინამ" 5:4 მოიგო.

დანიის თასზე "ორჰუსმა" სტუმრად "ვარდე" დაამარცხა - 1:0. დავით დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშა.

პროდუქტიული დღე ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს ლატვიურ ვირსლიგაში, განსაკუთრებით ღონღაძეებს - "დაუგავას" მამუკა ღონღაძემ "ტრანზიტსს" გამარჯვების გოლი გაუტანა - 1:0. "ოლიმპსის" ლაშა ღონღაძემ სულაც დუბლი შეასრულა "იურმალას" კარში. თამაზ პერტიას "დაუგავამ" ამ მოგებით 50 ქულა დააგროვა. სასტარტოში ღონღაძემ და დავით ფაილოძემ ითამაშეს, გიორგი წაქაძე და გიორგი ჩიხრაძე სათადარიგოები იყვნენ. მამუკამ მატჩის ერთადერთი გოლი მე-8 წუთზე გაიტანა. "ოლიმპსის" რიგებში სასტარტოში იყვნენ ლაშა ღონღაძე და კოტე ზარნაძე, გიორგი ჩხიკვიშვილი კი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. "ოლიმპსი" 21 ქულით მერვეა. ლაშამ მე-13 და 43-ე წუთზე გაიტანა. ლიდერმა "სკონტომ" სტუმრად 2:1 მოუგო "მეტალურგსს", დავით ჯანელიძე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

ყაზახეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" 0:2 წააგო "ლოკომოტივთან". ჩვენებურს არ უთამაშია. "ატირაუ" 44 ქულით მე-5 ადგილზეა. უნგრეთის თასზე ვახტანგ ფანცხავას "ვაშაშმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ტიცა ვოლანს". საბერძნეთის თასზე გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" სტუმრად "იანინასთან" 0:1 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

gio
იძახებენ მაგრამ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნიან რუსეთში ...
zaza968
საინტერესო იქნებოდა მარცვალაძის ნაკრებში გასინჯვა .კარგ ფორმაშია და რატომ არ იძახებენ?
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა