ფრენკ ლემპარდი დიდი ხანია, "ჩელსის" ისტორიის ნაწილია
კვირას, "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსი"-"ვესტ ჰემის" მატჩის მიმდინარეობისას, "ჩაქუჩების" გულშემატკივრები ყველაზე აგრესიულად ჯონ ტერისა და ფრენკ ლემპარდის მიმართ იყვნენ განწყობილნი. პირველი განსაკუთრებული აგრესიის მარწუხებში მოექცა, რადგან ის ძირითადში არ იყო და გასახურებლად ტრიბუნებთან მიახლოება უხდებოდა. ტერის მისამართით ისროდნენ მონეტებსა და ჰამბურგერებსაც კი.

ლონდონის პოლიციის ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია: "ტრიბუნებიდან ნასროლი მონეტების საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ. ჯერჯერობით ეჭვმიტანილებზე ლაპარაკი ნაადრევია," - ნათქვამია სამართალდამცავთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. ლამპარდმა ლონდონელთა ლურჯი მაისურით მე-200 გოლი გაიტანა და ახლა ბობ ტემბლინგის რეკორდამდე ორი ბურთიღა აკლია. მატჩის შემდეგ 34 წლის ვარსკვლავი ჟურნალისტების ალყაში მოექცა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ფრენკმა პირველ რიგში გუნდის წარმატებას გაუსვა ხაზი. მან განსაკუთრებით გამოყო ედენ აზარის თამაში. აი, რა თქვა მან:

"მშვენიერი თამაში იყო, როგორც პირადად ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. იმის თქმაც შეიძლება, რომ უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო მოგება. მეტის გატანა შემეძლო პირადად მეც. ვფიქრობ, ბოლო თამაშების ტენდენცია შევინარჩუნეთ: ბევრს ვმოძრაობდით, ერთმანეთს პასს არ ვუგვიანებდით. 2:0-ის შემდეგ ძალიან მოვდუნდით, მაგრამ მომენტების შექმნას მაინც ვახერხებდით. ამ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა კი ძალიან სასიამოვნო იყო. იმის შეგრძნება, რომ მე-200 გოლი გავიტანე, განსაკუთრებულია.

"ჩელსიში" როცა გადმოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენს მოვახერხებდი. მაშინ იმაზე თუ ვიოცნებებდი, რომ 200 თამაში ჩამეტარებინა. ამაყი ვარ, რომ უკვე წლებია, ასეთი დიდი კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ. ემოციების გადმოცემა, უბრალოდ, შეუძლებელია. გულშემატკივრები უბრალოდ აფეთქდნენ ჩემი გოლის შემდეგ.

ტრიბუნები პირველი წუთებიდანვე განსაკუთრებულად თბილად იყვნენ ჩემდამი განწყობილები. მათ მეც ვაღმერთებ. ყველას ერთად უამრავი საერთო რამ გვაქვს გასახსენებელი. ეჭვგარეშეა, რომ სულითა და გულით ჩელსელი ვარ. მე სწორედ ამით ვცხოვრობ და ამას ვერაფერი შეცვლის. ფანების გვერდში დგომას ვაფასებ და ვცდილობ, სიყვარულითვე ვუპასუხო.

აზარი სულ რაღაც 22 წლის არის და ვიღაცებს ეს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე. მსოფლიომ უკვე აღიარა ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ედენი გაუმკლავდება ამხელა ზეწოლას, რადგან ამისთვის საკმაოდ მყარად დგას ფეხზე. მას მდგრადი ფსიქიკა და ხასიათი აქვს. ზედმეტი ფიქრებით გონებას არ იღლის, რაც მის თამაშზე აისახება კიდეც. აზარის ოსტატობა და სისწრაფე მისი სავიზიტო ბარათია. მას ისეთი მონაცემები აქვს, რასაც ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელები ფლობდნენ. აზარის გვერდით თამაში განსაკუთრებული სიამოვნებაა.

ამიერიდან ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ მომდევნო თამაში უნდა იყოს. ხალხი ბევრს ლაპარაკობს გადატვირთულ კალენდარზე, მაგრამ "ჩელსისთვის" ის ტურნირები, სადაც თამაშობს, განსაკუთრებულია. თანაც ჩვენ ყველა ფრონტზე გვაქვს წარმატების შანსი. ჩემპიონატის თამაშები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თასების მოგებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრენკ ლემპარდი: 200-ბურთიან ზღვრამდე მიღწევა განსაკუთრებული გრძნობაა

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ