ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფერდინანდი დაბრუნდა და წავიდა, ვეტერანს დასვენება სჭირდება

ფერდინანდი დაბრუნდა და წავიდა, ვეტერანს დასვენება სჭირდება

ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 65 წლის როი ჰოჯსონს დანიშვნის დღიდან უიღბლობა ფეხდაფეხ სდევს
ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 65 წლის როი ჰოჯსონს დანიშვნის დღიდან უიღბლობა ფეხდაფეხ სდევს. ჯერ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები სრულად გამოცხადებულიყვნენ. ასე იყო ევრო 2012-ის დაწყებამდეც და ასე გრძელდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც.

ჰოჯსონს სან მარინოსა და ჩერნოგორიის ნაკრებების წინააღმდეგ შეხვედრებში თავდაპირველი სიიდან მინიმუმ 3 ფეხბურთელი დააკლდება: აარონ ლენონი, მაიკლ დოუსონი და რიო ფერდინანდი. დიახ, რიო ფერდინანდი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანის თქმით, ის იძულებულია, ექიმების მოთხოვნებს დაემორჩილოს და ამ ეტაპზე საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

"დეილი მეილმა" მის ამ ნაბიჯს "ფერდინანდის ფარსი" უწოდა. მას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, ახლა პირველ ორზე ვთქვათ. ლენონის ტრავმის შესახებ პრემიერლიგის XXX ტურამდე გახდა ცნობილი. კვირას, "ფულჰემთან" დერბიში, ის საზარდულის პრობლემების გამო "ტოტენჰემის" განაცხადშიც არ იყო.

დოუსონს რაც შეეხება, მან მუხლის ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო, რის გამოც ანდრე ვილაშ ბოაშმა ის შესვენებაზევე შეცვალა. როი ჰოჯსონმა ჯერ კიდევ ფერდინანდის განცხადებამდე, დაცვის ხაზში შექმნილი საკადრო პრობლემების გამო შეკრებაზე "მანჩესტერ სიტიდან" ჯოლეონ ლესკოტს უხმო, ხოლო მას მერე "ტოტენჰემიდან" სტივენ კოლკერიც გამოიძახა.

ვეტერანის ბოროტი ხუმრობა

რიო ფერდინანდი თვეების განმავლობაში დუმდა სანაკრებო თემატიკაზე. ალექს ფერგიუსონი კი აცხადებდა, რომ ვერც კი წარმოედგინა მისი შეგირდის ეროვნულ გუნდში დაბრუნება. ერთ დღეს ფეხბურთელმა დუმილი საკუთარი ინიციატივით დაარღვია და განაცხადა, რომ მზად იყო, "სამი ლომის" ფორმა ხელახლა მოერგო.

როი ჰოჯსონის მიერ შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ რიოს გვარის ამოკითხვა ბევრისთვის მაინც სიურპრიზი იყო. მწვრთნელი იმედოვნებდა, რომ ცნობილი რასისტული სკანდალის შემდეგ ფერდინანდსა და ეშლი კოულს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა მოგვარდებოდა. უკიდურეს შემთხვევაში კი, გუნდზე არ აისახებოდა.

მოკლედ, ყველანი იმედიანად განეწყვნენ. ამ ფონზე რიოს ნაბიჯმა მწვრთნელი შოკში ჩააგდო. "იუნაიტედის" ფეხბურთელი მიუნხენელი ექიმების ზურგს ეფარება (ის სწორედ გერმანიაში მკურნალობს) და აცხადებს, რომ მათ 7-10-დღიანი დასვენება ურჩიეს, რათა ხერხემლის პრობლემები არ გაირთულოს და სეზონი მშვიდად ჩაამთავროს.

რიომ მხოლოდ კვირას, ჰოჯსონთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაუმხილა პრესას საკუთარი გადაწყვეტილება და დასძინა:

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰოჯსონთან პირისპირ საუბარი. მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ეს ყოველთვის იყო. სამწუხაროა, რომ უახლოეს შეხვედრებში ვერ ვითამაშებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ როისთან თანამშრომლობის შანსი მომავალშიც მომეცემა".

"იმედგაცრუებული ვარ, რომ რიო ნაკრებს ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ, მან მკაცრად უნდა დაიცვას სპეციალურად მისთვის შედგენილი სამედიცინო პროგრამა, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ნაკრებში მის ასპარეზობას. თუმცა მიხარია, რომ მან ამის შესახებ პირადად მაცნობა," – განუცხადა ჰოჯსონმა "გარდიანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

/რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრები დატოვა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა