ნაკრებს მარცვალაძე და კანკავა უბრუნდებიან
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, კოპერის "ბონიფიკას" სტადიონზე სლოვენიას ამხანაგურად შეხვდება. ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სრული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ჩვენთვის ბევრი რამ უკვე ცნობილია.

ერთი კვირის წინ ვწერდით, რომ ეროვნული ნაკრების თავკაცი რამდენიმე გამოცდილი ლეგიონერის მიწვევას აპირებს, სლოვენიასთან გუნდმა უფრო თავდაჯერებულად რომ იასპარეზოს, მაგრამ სათუო გახდა მალხაზ ასათიანის თამაში. სიაში არ არიან ქეცბაიასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები - ლევან კობიაშვილი ("ჰერტა"), ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე") და ალეკო ამისულაშვილი ("ქაისერი"). მათ ქეცბაია კარგად იცნობს, ენდობა და ამჯერად უმთავრესად, მხოლოდ გასასინჯი ფეხბურთელების ნახვა სურს. სამაგიეროდ, რეალურია კახა კალაძის ("ჯენოა"), ზურაბ ხიზანიშვილისა ("რედინგი") და მახაჩკალის "ანჟის" მეკარე ნუკრი რევიშვილის ჩამოსვლა. ნუკრის კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია, ნაკრებში კი საკმაოდ საიმედოდ დგას და აშკარაა, ქეცბაია ცდილობს, რევიშვილი რაც შეიძლება ხშირად ათამაშოს, რადგან მეტი სანაკრებო პრაქტიკით, 23 წლის მეკარე უფრო თავდაჯერებული გახდება.

ცნობილია, რომ სიაში არიან გურამ კაშია (არნემის "ვიტესი") და აკაკი ხუბუტია (რუმინული "გაზ-მეტანი"). ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველები თავიანთ კლუბებში სტაბილურად თამაშობენ და, ცხადია, ქეცბაიას მათი მზადყოფნის დონე აინტერესებს.

საბოლოოდ დადასტურდა ჯაბა კანკავას მოწვევის ფაქტიც: დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" 24 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ტრავმა სწრაფად მოშუშა, რეაბილიტაცია, დუბლებში თამაში, გოლის გაიტანაც შეძლო და ქეცბაია დარწმუნდა, რომ კანკავას გასინჯვა ღირს. ახლა ჯაბას ნაკრებში დააკვირდებიან.

თუმცა, ჯაბა ნაკრების სტაჟიანი წევრია და ამდენად, ვფიქრობთ, მთავარი მოვლენა მაინც გოჩა ხოჯავას გამოძახებაა. ქეცბაია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ფლეიმეიქერს კარგად იცნობს, "ანორთოსისში" ავარჯიშებდა, თუმცა შემდეგ მათი გზები გაიყარა. ეროვნულ ნაკრებში დანიშნულმა ქეცბაიამ ხოჯავა პირველივე შეკრებაზე კი გამოიძახა, მაგრამ გოჩამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა – 24 წლის შემტევი ნახევარმცველი რუსეთის მოქალაქეა და საპასპორტო პრობლემას წააწყდა. ახლა ფედერაცია გოჩას საქართველოს პასპორტის აღებაში ეხმარება და ბარიერიც მოეხსნება.

საქართველოში "10 ნომერი" ყოველთვის ასარჩევად გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებში შემოქმედებითი ფეხბურთელების კატასტროფული დეფიციტი შეიქმნა - ნახევარდაცვის პრობლემა ქეცბაიამ რამდენჯერმე გარკვევით ახსენა. სწორედ ამის ბრალია, საქართველოს ნაკრებს მომენტების შექმნა რომ უჭირს. ქეცბაიას აინტერესებს, რუსეთის პირველ ლიგაში წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, არის კი ხოჯავა ნაკრებში სათამაშოდ მზად (ვგულისხმობთ ხოჯავას არა მხოლოდ სპორტულ, არამედ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას).

ხოჯავამ ცხოვრებისა და რეჟიმისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა და ნამდვილი სპორტსმენად ჩამოყალიბდა. მის მიმართ უპირველესი პრეტენზია კი სწორედ რეჟიმის გამო ჩნდებოდა. ცხადია, ყველას გვაინტერესებს, ამჟამად რა ფორმაშია წლების წინ მეორე ქინქლაძედ მონათლული ხოჯავა.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" ნაკრებში გამოძახებულია ოთარ მარცვალაძეც, რომელიც 19 ბურთი რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირია. ოთარი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, მაგრამ პირველ ლიგაში. მისი შესაძლებობებში ქეცბაია დარწმუნებული იყო და დანიშვნისთანავე გამოიძახა, მაგრამ რუსეთში მოთამაშე საქართველოს მოქალაქეს, სამუშაო ვიზის ხელახლა მიღება სჭირდებათ, რაც მეტად მომაბეზრებელი პროცედურაა: ხშირად, საკონსულოსთან რიგში ერთთვიანი დგომაც არაა საკმარისი და მარცვალაძემ შეკრებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა, მარცვალაძის ჩამოსვლას ახლა წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან რუსეთის პირველ ლიგაში სეზონი 6 ნოემბერს მთავრდება, ეროვნულის შეკრება კი 11 ნოემბერს იწყება.

ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა სანდრო გურულს, რომელსაც ლვოვის "კარპატიში" ნახევარდაცვის ფლანგზეც იყენებენ და თავდასხმაშიც – "ლიონის" გაზრდილი სამი წელია უკრაინის ჩემპიონატში გამოდის. კარგად გვახსოვს "კარპატის" მთავარი მწვრთნელის, ოლეგ კონონოვის მიერ "ლელოსთან" ნათქვამი სიტყვები, სანდრო საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგებაო – ვნახოთ.

ქეცბაიამ ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოიძახა: როინ კვასხვაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი კლიმიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და მათე ვაწაძე. ოქრიაშვილის გარდა, ყველა ეროვნულ ჩემპიონატში გამოდის. მათ გარდა, ჩვენი პირველობიდან სიაში არიან გიორგი ლორია ("დინამო"), გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, ნიკა გელაშვილი და ჯაბა დვალი (ორივე "ზესტაფონი"), თენგო ჩიკვილაძე (ქუთაისის "ტორპედო"), გიორგი ძაძამია და გურამ გურეშიძე ("ვიტ ჯორჯია"). საინტერესოა, რომ ძაძამია უმაღლესი ლიგის დებიუტანტია, გურეშიძე კი ვეტერინარებში შეცვლებზე შარშანაც თამაშობდა, წელს კი შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

ეროვნული ჩემპიონატიდან ქეცბაიამ "ოლიმპის" თავდამსხმელ ირაკლი მოდებაძე გამოიძახა – გასულ 11 ტურში ირაკლიმ ფორმა აღიდგინა, 8 გოლი გაიტანა და ცხადია, ასეთი შედეგიანი ფორვარდი ნაკრების მწვრთნელებისთვის საინტერესო გახდა. მოდებაძეს კი სანაკრებო პოტენციალი უდავოდ გააჩნია – უთამაშია კიდეც.

თუმცა, გამოძახება, ავტომატურად მათ სლოვენიაში გამგზავრებას არ ნიშნავს. ნაკრები შეკრებას 11 ნოემბერს დაიწყებს და თემურ ქეცბაია გადაწყვეტს, რომელ ფეხბურთელს დაეყრდნოს - საბოლოოდ სლოვენიაში მხოლოდ 22 მოთამაშე (ლეგიონერების ჩათვლით) გაემგზავრება.

ჩვენი ინფორმაციით, დღეისათვის სია ასე გამოიყურება:

მეკარეები _ ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", მახაჩკალა), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ლორია (თბილისის "დინამო"), გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია");

მცველები - კახა კალაძე ("ჯენოა"), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი"), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეტანი", რუმინეთი), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა (ყველა - "ზესტაფონი"), ლევან კაკუბავა (თბილისის "დინამო"), გიორგი რეხვიაშვილი (რუსთავის "ოლიმპი"), თენგო ჩიკვილაძე (ქუთაისის "ტორპედო");

ნახევარმცველები - სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის "დნეპრი", უკრაინა), გოჩა ხოჯავა (ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ბუბა დაუშვილი ("ზესტაფონი"), ნიკა კვეკევესკირი (ზუგდიდის "ბაიას");

თავდამსხმელები - ოთარ მარცვალაძე (ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"), ნიკა გელაშვილი, ჯაბა დვალი (ორივე - "ზესტაფონი"), მათე ვაწაძე (თბილისის "დინამო"), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი", რუსთავი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა