ინგლისური საკლუბო ფეხბურთი რეგრესი ევროსარბიელზე ამ სეზონში არ დაწყებულა
ჩემპიონთა ლიგას ლონდონის "არსენალიც" რომ გამოეთიშა, რა თქმა უნდა, ყველამ დააფიქსირა, რომ ჩემპიონთა ლიგა ინგლისური კლუბების გარეშე დარჩა, მაგრამ პრემიერლიგის ელიტა სერიოზულად მეოთხედფინალის წილისყრაზე მოვისაკლისეთ.

არც "მანჩესტერ იუნაიტედი", არც ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული "ჩელსი", არც "მანჩესტერ სიტი" და აღარც "არსენალი" - ფაქტია, რომ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგას მეოთხედფინალიდან ინგლისური ფეხბურთი ძალიან დააკლდება.

ცხადია ისიც, რომ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის კრიზისი (და ამას ნამდვილად კრიზისი უნდა ეწოდოს) ამ სეზონში არ დაწყებულა - პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შარშანაც მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგრესი "ჩელსის" სენსაციურმა ჩემპიონობამ მიჩქმალა.

ახლა კი, 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ მეოთხედფინალში არცერთი ინგლისური კლუბი არაა წარმოდგენილი. ფინალი კი "უემბლიზე" უნდა გაიმართოს.

თითქოს ბედის ირონიაა ის, რომ ჩემპიონთა ლიგა ინგლისური კლუბების გარეშე სწორედ იმ სტადიონზე დარჩა, სადაც ლონდონის "ჩელსიმ" შარშან ჩემპიონთა თასი აღმართა - მიუნხენში, "ალიანს არენაზე".

"მანჩესტერ იუნაიტედის" გავარდნის შემდეგ ამ ტურნირზე "არსენალი" ხომ უკანასკნელი პრემიერლიგელი იყო.

17 წლის წინათ ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ჩემპიონები ასპარეზობდნენ და ინგლისის სენსაციური ჩემპიონი "ბლექბერნ როვერსი" სულაც ჯგუფში ჩარჩა...

შარშან ჩელსიმ ივაჟკაცა

როგორც შესავალშიც ვთქვით, ინგლისური საკლუბო ფეხბურთი რეგრესი ევროსარბიელზე ამ სეზონში არ დაწყებულა. შარშან მხოლოდ მომავალმა ჩემპიონმა "ჩელსიმ" უზრუნველყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მინიმუმ ერთი პრემიერლიგელი მაინც ყოფილიყო და სხვათა შორის, ლონდონური კლუბი მერვედფინალიდან გავარდნას მაშინ ძლივს გადაურჩა - ნეაპოლში 1:3-ზე წაგების შემდეგ, "არისტოკრატებმა" "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს და იტალიური ბარიერი მაინც დაძლიეს, მერე კი, ყველასათვის მოულოდნელად, ფინალამდე გააღწიეს და მიუნხენში "ბაიერნის" დამარცხებაც მოახერხეს.

წელს კი ასეთი "ჰეფი ენდი" აღარ დაფიქსირდა - მართალია, "არსენალმა" მიუნხენში 2:0 მოიგო, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდს ეს მეოთხედფინალში გასვლისთვის არ ეყო.

ინგლისური ბასტიონიდან ჩემპიონთა ლიგას ასევე მერვედფინალიდან გამოეთიშა "მანჩესტერ იუნაიტედიც" (რეალმა გააგდო), "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" კი სულაც ჯგუფში ჩარჩნენ და აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ "ჩელსი" პირველი მოქმედი გამარჯვებულია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც მომდევნო სეზონში ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

ვენგერი: პრემიერლიგა უნდა გამოფხიზლდეს!

"ინგლისურმა საკლუბო ფეხბურთმა უდიდესი დარტყმა მიიღო. ასეთ წარუმატებლობას პრემიერლიგა არ იყო მიჩვეული, - აცხადებს ვენგერი, - ვფიქრობ, დროა, პრემიერლიგის ელიტა გამოფხიზლდეს, თორემ ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ევროპაში პოზიციებს მნიშვნელოვნად დავთმობთ.

წლევანდელი ფიასკო ინგლისური ფეხბურთისთვის კატასტროფა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ რეგრესი არ შეწყდა, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

პრემიერლიგა ძველებურად ბრწყინვალე სანახაობაა, მაგრამ ევროსარბიელზე ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ გერმანული, ესპანური და იტალიური კლუბები პრემიერლიგელებს იმ კრიტერიუმშიც კი წამოეწივნენ, რომელიც ინგლისური ფეხბურთის სავიზიტო ბარათადაა ქცეული - ფიზიკურ სიძლიერეს და გამძლეობას ვგულისხმობთ.

ამაში თავისი წვლილი ინგლისის ძალიან გადატვირთულ კალენდარსაც მიუძღვის. ფაქტია, რომ ინგლისურ საკლუბო ფეხბურთზე ფინანსური ფეარ პლეიც ცუდად იმოქმედებს - ამით "ჩელსის" და "სიტის" შეექმნებათ პრობლემები".

"არსენალის" მძლეველი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ინგლისურ რეგრესს სერიოზულად ჯერ არ აღიქვამს:

"იყო წლები, როცა ევროტურნირებს გერმანული კლუბებიც ძალიან მალე ეთიშებოდნენ. ახლო წარსულში კრიზისი იტალიურ კლუბებსაც ჰქონდათ. შესაბამისად, ინგლისთან მიმართებაში სერიოზულ პრობლემას ჯერ ვერ ვხედავ, რადგან ფეხბურთში ასეთი ციკლები ხშირია.

დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგაში უკეთესად გამოვლენ."

ერთი წელიც მალე გავა და მალე ვნახავთ, დროებითია თუ არა ინგლისური საკლუბო ფეხბურთის კრიზისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისური პრემიერლიგა პოზიციებს კარგავს

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს