"ემპოლის" ექიმების თქმით, საგანგაშო არაფერია, სრული გამოკვლევის პასუხი კი პარასკევს იქნება

იტალიის თასის გათამაშების გუშინწინდელლი მატჩი "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სასტარტო შემადგენლობაში კი დაიწყო, მაგრამ... "ფიორენტინას" იმდენად გაუჭირდა ემპოლელთა გატეხვა, რომ საამისოდ ორი 45-წუთიანი ტაიმი არ ეყო. საქმე დამატებით ტაიმებზე მიდგა და ლამის პენალტებიც გახდა საჭირო. თუმცა მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე, "ფიორენტინამ" გაიტანა და თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ფლორენციაში ამ შეხვედრის 35-ე წუთზე ლევან მჭედლიძემ შეცვლა ითხოვა. ქართველი ფორვარდი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. ბუნებრივია, ლევანის მდგომარეობით დავინტერესდით და თბილისში მის ძმას გიორგი მჭედლიძეს დავუკავშირდით.

"ლევანს ტელეფონით დღესაც ვესაუბრე. ისეთი არაფერია, მხოლოდ მსუბუქად არის დაშავებული, მარცხენა ფეხის ზედა კუნთის ტკივილი აწუხებს. სრული გამოკვლევის პასუხი პარასკევს იქნება. თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერია".

მართალია, ჩვენებურის გუნდი თასის გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ სერია B-ში წარმატებით ასპარეზობს - 19 ქულით, "პადოვასთან" ერთად IV-V ადგილებს იყოფს და ლიდერს-2, მომდევნოს 3 ქულით ჩამორჩება.

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო