იგნასიო სკოკო ულამაზეს გოლს აღნიშნავს
ტორნეო ფინალის მეექვსე ტურში ცოტა გოლი გავიდა და ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. მაგალითად: სტუმრად ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა "უნიონმა", "ველესმა" "ესტუდიანტესს" ვერ სძლია, ხოლო "ბოკა ხუნიორსმა" "არხენტინოს ხუნიორსს" ვერ მოუგო.

ტურის მთავარი მატჩები კი "ნიუელს ოლდ ბოისი"-"რივერ პლეიტი" და "გოდოი კრუსი"-ლანუსი" იყო. მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე ჩასულ "რივერს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, გარდა ამისა, თადარიგში იყო დავიდ ტრეზეგე, რომელსაც ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეხვედრის ერთადერთი გოლი იგნასიო სკოკომ გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. სკოკოს გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა – 27 წლის ფეხბურთელმა შორეული პასი მიიღო, ადალბერტო რომანს ბურთი თავზე გადაუგო, საჯარიმოში თავით შეიგდო და კარიდან გამოსულ მარსელო ბაროვეროს დაასწრო. მეორე ტაიმში კარლოს ლუნამ კი გაიტანა, მაგრამ "რივერის" შემტევმა ეს ხელით გააკეთა, რის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, 1:0 და "რივერმა" სტუმრად ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

მენდოსაში, სადაც სტადიონზე ცოტა მაყურებელი დადის (ამ ქალაქში ბევრად უფრო პოპულარული რაგბია), ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი შეხვდა - "გოდოი კრუსმა" ლიდერ "ლანუსს" უმასპინძლა. გამარჯვების შემთხვევაში, მენდოსელები პირველ პოზიციაზე გადავიდოდნენ, მაგრამ მარტინ პალერმოს შეგირდებმა რეალური მომენტიც კი ვერ შექმნეს, პალერმოს ყოფილმა თანაგუნდელმა (ბოკაში) გილერმო ბაროს შელოტომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და "ლანუსმა" პირველი პოზიცია გაიმყარა. დღევანდელი გადასახედიდან, ძნელი წარმოსადგენია, ძმები ბაროს შელოტოების გუნდმა ეს ადგილი დათმოს.

კარლოს ბიანკის წარუმატებლობები კი გრძელდება – "ბოკამ" ამჯერად "არხენტინოს ხუნიორსს" ვერ მოუგო, არადა მასპინძელი სანტიაგო სილვას გოლით მე-13 წუთიდან მოყოლებული იგებდა. საბოლოოდ, დიეგო მარადონას ორი ყოფილი გუნდის დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რაც "არხენტინოსისთვის" შესანიშნავი შედეგია, "ბოკა" კი უკვე მე-16 ადგილზეა და "ლანუსს" 10 ქულით ჩამორჩება.

ასევე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა "ველეს სარსფილდის" და "ესტუდიანტესის" შეხვედრაში, სადაც მასპინძლებმა დიეგო კანიას გუნდის დამარცხება ვერ შეძლეს. ფედერიკო ინსუამ 77-ე წუთზე ანგარიში კი გახსნა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობა ზუსტად ერთ წუთში აღადგინეს.

ტორნეო ფინალი. VI ტური

ტიგრე-უნიონი 1:2

გოლები: 0:1 ფრანსოია (42), 0:2 ფრანსოია (53), 1:2 პერეს გარსია (59-პენ).

კოლონი-სან ლორენსო 0:1

გოლი: 0:1 რ. რამირესი (75-საკ. კარში).

გაძევება: სეტო (33. სან ლორენსო)

გოდოი კრუსი-ლანუსი 0:1

გოლი: 0:1 ისკიერდოსი (27).

ნიუელსი-რივერი 1:0

გოლი: 1:0 სკოკო (36).

რასინგი-ბელგრანო 1:1

გოლები: 1:0 კამორანეზი (12), 1:1 ხ. ველასკესი (50).

ველესი-ესტუდიანტესი 1:1

გოლები: 1:0 ფ. ინსუა (77), 1:1 ლ. ბენიტესი (78).

გაძევება: კუბერო (90. ველესი).

ბოკა-არ. ხუნიორსი 1:1

გოლები: 1:0 ს. სილვა (13-პენ), 1:1 მ. მარტინესი (45).

არსენალი-სან მარტინი 3:2

გოლები: 1:0 კუესტა (8), 2:0 ფურჩი (42), 2:1 კ. ალვარესი (48-პენ), 2:2 ოსორიო ბოტელიო (51), 3:2 ლისანდრო ლოპესი (90).

ოლ ბოისი-ატლ. რაფაელა 2:1

გოლები: 1:0 ვილდოსო (38), 2:0 ბორგელიო (39), 2:1 ელუჩანსი (71-პენ).

გაძევება: ფ. სანჩესი (70. ოლ ბოისი).

კილმესი-ინდეპენდიენტე 0:0

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 5 – სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 4 – ჟიგლიოტი (კოლონი), პერეს გარსია (ტიგრე), სილვიო რომერო (ლანუსი), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.

14. სან ლორენსო 101 126 1.248

15. არ. ხუნიორსი 101 124 1.228

16. ატლ. რაფაელა 62 76 1.226

17. კილმესი 25 30 1.200

18. ინდეპენდიენტე 101 114 1.129

19. სან მარტინი 62 68 1.097

20. უნიონი 63 65 1.032

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორნეო ფინალი. V ტური: "ბოკას" კრიზისი გრძელდება, "რივერი" კი ლიდერებშია

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა