სენტ ეტიენი-პსჟ: გამოხმაურება
ლიგა 1-ის ამ ტურში პირველ 9 (!) ადგილზე მყოფი გუნდიდან მოგება ვერავინ შეძლო და ამ ცხრა გუნდმა ჯამში 5 ქულა აიღო - "ლიონი", "ნიცა", "ლილი" და "რენი" დამარცხდნენ, "მარსელმა", "მონპელიემ" და ბორდომ", ისევე, როგორც "პარი სენ ჟერმენმა" და "სენტ ეტიენმა", ფრედ ითამაშეს.

"ჟოფრუა გიშარზე" გამართულ შეხვედრას რაც შეეხება: "სენტ ეტიენისა" და პსჟ-ის მატჩმა მოლოდინი აშკარად გაამართლა და გულშემატკივარმა ლამაზი ფეხბურთის გარდა, დაძაბული თამაში და 4 გატანილი გოლი იხილა.

თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, თანაც ორბურთიანი სხვაობით – ჯერ ხავიერ პასტორემ გაიტანა, შემდეგ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. იბრას გოლზე ორი სიტყვა ნამდვილად უნდა ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ შვედმა პენალტი გაიტანა, მორიგი "იბრაკადაბრობა" მაინც შემოგვთავაზა. პსჟ-ის ფორვარდმა 11-მეტრიანი პირველი დარტყმით კი გამოიყენა, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა, იმ მოტივით, რომ "სენტ ეტიენის" ფეხბურთელი საჯარიმოში ნაადრევად შევიდა, პენალტი თავიდან დაარტყმევინა...

და რა გააკეთა ამ დროს იბრამ? იგივე კუთხეში დაარტყმა თუ კუთხე შეცვალა? არა! შვედმა გააკეთა ის, რაც მას ეკადრებოდა – ე.წ. პანენკას (ახალი თაობისთვის: "პირლოს", შედარებით ძველი თაობისთვის: "ტოტის") დარტყმა შეასრულა, ლიგა 1-ში თავისი 25-ე გოლი გაიტანა და ანგარიში 0:2 გახადა.

კრისტოფ გალტიეს და მის გუნდს შექება ნამდვილად ეკუთვნით – "მწვანეებმა" მოახერხეს და ორბურთიანი დეფიციტი აღმოფხვრეს. სხვაობა პირველივე ტაიმში შემცირდა, როდესაც ალექსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ნახევარში კი ანგარიში ფრანსუა კლერმა გაათანაბრა. საბოლოოდ - 2:2 და "სენტ ეტიენი" კვლავ დაუმარცხებელია – საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონს 2013 წელს არ წაუგია და მისი დაუმარცხებელი სერია უკვე 10 მატჩია, გრძელდება (6 მოგება და 4 ფრე).

სამაგიეროდ, შეწყდა პიერ-ემერიკ ობამეიანის სერია – გაბონელ ფორვარდს გოლი ბოლო 8 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე - 7 ჩემპიონატში და ერთი თასზე) ჰქონდა გატანილი.

აღსანიშნავია მატჩის შემდეგ დევიდ ბექჰემის გაცხარება – 37 წლის ფეხბურთელი ბრანდაოს წაეკიდა და ბრაზილიელი უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი იმ სტადიონზე თამაშობდა, სადაც 15 წლის წინ, არგენტინა-ინგლისის მატჩის დროს, კიმ მილტონ-ნილსენისგან წითელი ბარათი მიიღო. მოკლედ, "ბექზს" "ჟოფრუა გიშარზე" სკანდალის მოწყობის გარეშე არ შეუძლია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ-ს მოსაგებად იბრაჰიმოვიჩის გოლი არ ეყო [VIDEO]

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში