არ გვინდა, მომავალი შავბნელ ფერებში წარმოგიდგინოთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში თამაშს მალე აღარავინ მოინდომებს
ფოტოზე: მურთაზ ჩანგელია (მარცხნივ)

ლიტვაში ქართველების მორიგი "ბუდე" აღმოვაჩინეთ. ეს არის ლიტვის პირველი ლიგის "პალანგა", სადაც ოთხი ჩვენებური თამაშობს. ამბავი კი საკურორტო ქალაქ პალანგაში ზამთრის ტურნირის შედეგების გაცნობის დროს შევიტყვეთ.

"პალანგის ზამთრის თასს" ლიტვის ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს. მისი მიზანია, მომზადებაში ხელი შეეწყოთ გუნდებსა და ლიტვის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებს.

ტურნირზე შედეგიანად ითამაშა "ზუგდიდის" ყოფილმა ფეხბურთელმა, 20 წლის მურთაზ ჩანგელიამ. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი "პალანგაში" უკვე ჩაირიცხა.

"ერთი თვეა, რაც ლიტვაში ჩამოვედი. ჯერ "ბანგაში" ვემზადებოდი, მაგრამ შემდეგ "პალანგაში" გადავედი და კონტრაქტი ოფციონით (1+1) გავაფორმე.

გუნდმა ახალი ფეხბურთელები დაიმატა და მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასვლა დაგვისახეს.

რომ ვთქვა, მაღალი დონის კლუბში ჩავირიცხეო, ტყუილი იქნება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ლიტვაში გაცილებით მეტი პერსპექტივა დავინახე, ვიდრე საქართველოში - ევროპელები აქაურ თამაშებზე ხშირად ჩამოდიან და ფეხბურთელებს აკვირდებიან. თანაც, პალანგელები საკმაოდ პერსპექტიულ გუნდს აყალიბებენ.

აქაური ფეხბურთი ძალისმიერ თამაშზეა აწყობილი და ფიზიკურად კარგად გვამზადებენ. მე კი ეს ძალიან მჭირდებოდა. პირველი ლიგის გუნდის კვალობაზე საკმაოდ კარგი მოსამზადებელი პირობებია და მიმაჩნია, რომ ტრამპლინად გამომადგება.

სამი კვირაა, რაც გუნდში ვარ და მითხრეს კიდეც, თუ ასე გააგრძელებ, უმაღლესი ლიგის ამბიციურ კლუბში გადაგიყვანენო. არ ვტრაბახობ, თავად თქვეს, ლიტვაში თავდამსხმელების დეფიციტია და ძლივს გვეღირსა ნორმალური ფორვარდიო.

ვნახოთ, რა იქნება, მე კი იმედიანად ვარ.

გუნდში კიდევ სამი ქართველია - ცოტნე ჩანგსელიანი, ლაშა ქებაძე და გიორგი გიორგაძე. ეს სხვა ლაშა ქებაძეა.

ჩვენ პალანგის თასის ნახევარფინალამდე გავაღწიეთ და მიმაჩნია, რომ ურიგოდ არ მითამაშია, გოლებიც გავიტანე და საგოლე გადაცემებიც ჩავიწერე. ამ ტურნირით მოსამზადებელი ეტაპი დავასრულეთ და მალე ჩემპიონატიც დაიწყება", - ამბობს ჩანგელია.

ვფიქრობთ, ამ ახალგაზრდა მოთამაშის მონათხრობი დასაფიქრებელი უნდა იყოს. რა აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს, წავიდნენ იმ ქვეყნის გუნდებში, სადაც საკმაოდ დაბალ ხელფასებს იღებენ და მაღალი დონეც არ არის? მხოლოდ ლიტვაში (თუ სხვა ქვეყნებში) არსებული უკეთესი მოსამზადებელი პირობები თუ ისიც, რომ საქართველოში საკლუბო ფეხბურთის პერსპექტივას ვერ ხედავენ?

არ გვინდა, მომავალი შავბნელ ფერებში წარმოგიდგინოთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში თამაშს მალე აღარავინ მოინდომებს.

ოთხი ქართველი პალანგაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nati86
ჩანქსელიანი და არა ჩანგსელიანი :))ცოტნე.
მედეა სურგულაძე
ამ ოთხიდან ერთი ცოტნე ჩანქსელიანი ჩემი დიშვილია,ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული...ფეხბურთი მისი ცხოვრებაა...მაგრამ საქართველოში რომ აღმოგაჩინონ რომელიმე უცხოურ კლუბში უნდა თამაშობდე...ეს მწარე რეალობაა!
dudu
დახატოთ - არ დახატოთ რა შუაშია? რაც არი, ის თქვით. კერძოდ, 17-19 წლის ნიჭიერ ფეხბურთელებს აქ პერსპექტივა არა აქვთ! 2-3 კლუბია მხოლოდ, სადაც გაზონი, ბურთთი და შხაფი არაა სანატრელი. ექიმზე, ხელფასზე და ა. შ. აღარ ვლაპარაკობ. და რამდენ ახალგაზრდას აიყვანენ ეს კლუბები ყოველწლიურად? და დანარჩენებმა რა ქნან? ან თავი უნდა დაანებონ, ან ლიტვის ქვედა ლიგაში უნდა წავიდნენ. ეგაა და ეგ. ეხლა გინდა ჩაამუქეთ, გინდა ჩააბნელეთ.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა