ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პირველი მარცხი საკუთარ კედლებში

პირველი მარცხი საკუთარ კედლებში

ზესტაფონელებმა გეგუჩაძის დავალება ბოლომდე შეასრულეს
მე-14 ტურის გადმოტანილი შეხვედრებიდან ზუგდიდის "ბაიას" გასვლითი შეხვედრა უწევდა ზესტაფონში, თუმცა ფეროელთა ცენტრალურ სტადიონზე მინდვრის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მატჩი ზუგდიდში შედგა. ლიდერი, წარუმატებელი სერიის შემდეგ მიზნად სამ ქულას რომ დაისახავდა, თავიდანვე ცხადი იყო და ამას სტუმრებმა მიაღწიეს კიდეც. იმერულ კლუბს, კახა ალადაშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა. მასპინძლებმა, თუ არ ჩავთვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ადრე დატოვეს "ბაიას" შემადგენლობა, დისკვალიფიკაციის გამო წურწუმია მოისაკლისეს, ხოლო ტრავმის მიზეზით გუნდს გუგუჩია და სიხარულია გამოეთიშნენ. "ბაიაში" სომხიშვილი და კვესეიშვილი დაბრუნდნენ, მაგრამ მინდორზე მხოლოდ კვესეიშვილი გამოჩნდა და ისიც შეცვლაზე.

ცხადი იყო, ლიდერთან მასპინძლები ფრთხილ ტაქტიკას აირჩევდნენ, მაგრამ პირველივე წუთზე ლომიამ ჩინებული სოლო რეიდის შემდეგ გამჭოლი გადაცემით კვასხვაძესთან პირისპირ რიგვავა დატოვა, მან კი ბურთი ვერ "მოარჯულა" და აშკარა საგოლე მომენტიც დაკარგა. ამას რამდენიმე წუთში ძარიამ, ძლიერიდარტყმით უპასუხა, თუმცა ბურთმა ზარქუას კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ერთ ეპიზოდში კი ეხვაიამ სტუმართა ნახევარმცველებს ბურთი სწორედ ცენტრში აართვა, შეტევაც თავად ითავა და ისეთი სისწრაფე აკრიფა, ფეროელთა გოლკიპერს კარის დატოვების გარდა არაფერი დარჩენოდა - ეხვაიამ ოსტატურად კი გადაატარა ბურთი თავზე, მაგრამ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ძელმა გაანეიტრალა.

ორიოდე წუთში ზუგდიდელები თავად დაისაჯნენ, როცა ზესტაფონელთა ფორვარდი გელაშვილი უმეთვალყურეოდ დატოვეს. მან მშვენივრად ისარგებლა თანაკლუბელის პასით და აკრობატული ნახტომით ბურთი კარში გადაგზავნა - გოლი ეფექტური გამოუვიდა. კლასით და ოსტატობით გამორჩეულ სტუმართა გუნდს მასპინძლებიც არ ეპუებოდნენ და ცოტა ხანში ანგარიში კინაღამ გაათანაბრეს, თუმცა ეხვაია-კვეკვესკირ-რიგვავას სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ რიგვავას დარტყმას კვასხვაძე მარჯვედ დახვდა. ანგარიშის გაზრდას ჯაბა დვალი შეეცადა შორეული დარტყმით, მაგრამ სიტუაცია ზარქუამ განმუხტა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, მაგრამ შეტევის წარმატებით დაბოლოებისთვის სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ტაიმში ინიციატივა მთლიანად მასპინძლებისა იყო. მათი თავგამოდებული ბრძოლის შედეგად ცოტა ხანში ანგარიში გათანაბრდა. მანამდე კი სტუმრები ხარიხამ იხსნა. შეტევებისას მასპინძლებს საფრთხეც გამოეპარათ და გამოცდილმა გელაშვილმა თავისიანები კვლავ დააწინაურა. მერე იყო ზუგდიდელთა კიდევ ერთი შეცდომა და... მესამე გოლი. "ბაიამ" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია შინ.

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "შედეგით კმაყოფილი ვარ. თამაში ძალიან რთული გამოდგა. მიუხედავად შემადგენლობის გადახალისებისა, ბრძოლისუნარიანი და ჟინიანი გუნდი დაგვიხვდა და თანაბარი ბრძოლა გაგვიმართა. აღებული სამი ქულით ჩემმა ფეხბურთელებმა დავალება ბოლომდე შეასრულეს".

ელგუჯა ქომეთიანი ("ბაია"): "კლასით და გამოცდილებით "ზესტაფონი" ამჟამად ჩვენს გუნდზე მაღლა დგას, რის ხარჯზეც მეტოქემ სასურველ შედეგს მიაღწია. ამის მიუხედავად, ჩვენი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ამ გამოუცდელმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მომავლის გუნდი გვყავს და ოპტიმისტურად ვხვდებით დანარჩენ ტურებს".

27.10.10 ზუგდიდი, ცენტრალური სტადიონი

1400 მაყურებელი

ბაია ზუგდიდი 1

ზესტაფონი 3

გელაშვილი (17), მალიჩავა (66), გელაშვილი (76), გრიგალაშვილი (82)

ბაია ზესტაფონი

4-5-1 4-4-2

ზარქუა რ. კვასხვაძე

კვეკვესკირი გ. ონიანი

კანდელაკი ხიდეშელი

რ. ონიანი ელიავა

ლ. აკობია ბენაშვილი

რიგვავა დაუშვილი

თ. აკობია ძარია

ვართაგავა აფციაური

მალიჩავა გრიგალაშვილი

შ. ლომია გელაშვილი

ეხვაია დვალი

ბაია

67. კვეკვესკირი – კუკავა

84. ვართაგავა – კვესეიშვილი

88. თ, აკობია – აფაქიძე

სათადარიგოები: სომხიშვილი, ჩანგელია, მაქაცარია, სამუშია

ზესტაფონი

61. აფციაური – ბაბუნაშვილი

82. დვალი – წინამძღვრიშვილი

73. ძარია - გორგიაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ფიფია, მიქაბერიძე

გაფრთხილება: ლ. აკობია (35), გ. ონიანი (47), ვართაგავა (67), წინამძღვრიშვილი (77), გორგიაშვილი (80), რ. ონიანი (90)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ლაშა გოგილავა

ზუგდიდიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა