"მილანში" თამაშზე ვოცნებობ, მინდა, კახა კალაძის გზა გავიმეორო; მეტიც - მისი მიღწევები გავაუმჯობესო!
უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში მარიუპოლის "ილიჩევეცმა" კიევის "არსენალს" 2:1 მოუგო, 21 წლის ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი დუბლი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ეროვნულ გუნდს საფრანგეთში არ გაჰყოლია, რადგან 22 მარტს გასამართ მატჩში მონაწილეობის უფლებას დისკვალიფიკაცია არ აძლევს.

და როდესაც კიეველებთან მატჩის შემდეგ უკრაინაში დავურეკეთ, თორნიკესგან ისიც შევიტყვეთ, რომ ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების შეკრებასაც დააკლდება...

- რაც უკრაინაში ვთამაშობ, ეს ჩემი პირველი დუბლი იყო და უზომოდ მიხარია. პირველი ბურთი პენალტით გავიტანე, მე-80 წუთზე კი მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს ერთი შეხებით, ჰაერშივე დავარტყი.

Video

თორნიკე ოქრიაშვილის დუბლი არსენალთან მატჩში

ლამაზი გოლი გამოვიდა. რაც მთავარია, მოვიგეთ. მეექვსე ადგილზე ვართ და კარგი შანსი გვაქვს, ევროთასის საგზური მოვიპოვოთ. გოლებზე მეტად ეს მიხარია.

- "ილიჩევეცის" ყოფილი მწვრთნელი გენადი ორბუ კი შენზე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინებული საფეხბურთო მონაცემები აქვს, ვიდრე გუნდურ თამაშს არ ისწავლის, არაფერი გამოუვაო...

- ორბუმ ისიც თქვა, ოქრიაშვილს გოლები ვერ გააქვსო... ახლა ვაპირებ, უკრაინელ ჟურნალისტებს ვუთხრა და თქვენც ასევე დაწერეთ: "არსენალის" კარში გატანილ ორივე გოლს გენადი ორბუს ვუძღვნი! პირველ წრეში საკმაოდ ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთე და მეტი რა ვქნა?! არ ვიცი, რას მერჩის ეს მწვრთნელი. იმედია, როდისმე ამიხსნის, რა დავუშავე.

- კიეველებთან დათო თარგამაძემ რატომ არ ითამაშა?

- ვერ გეტყვით... სხვათა შორის, "არსენალთან" მატჩში მწვრთნელმა სწორედ "თაგვის" (თარგამაძის მეტსახელია. - ავტ.) პოზიციაზე, მარცხნივ მათამაშა. 89-ე წუთზე შეცვლა ვითხოვე - კუნთი დამიზიანდა და რამდენიმე დღით დასვენება მომიწევს.

- ბოლო წლებში, დონეცკის "შახტარმა" კიევის "დინამოს" პირველობა რომ ჩამოართვა, მხოლოდ დიდი ბიუჯეტის ბრალი არ უნდა იყოს...

- რა თქმა უნდა. კიევის "დინამოს" მოთამაშეთა უმეტესობა უკრაინელია, დონეცკურ კლუბში კი კიეველებზე გაცილებით მაღალი დონის არაერთი ბრაზილიელი თამაშობს. "შახტარში" მეგობრული ატმოსფეროა და რაც მთავარია, უძლიერესი მწვრთნელი ჰყავთ - მირჩა ლუჩესკუ. ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის "ილიჩევეცის" მწვრთნელი მიკოლა პავლოვი იქნება. თუმცა, მიმაჩნია, რომ ლუჩესკუ უკრაინის საუკეთესო მწვრთნელია!

მარიუპოლელების უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან უმეტესობამ ამ კლუბში თამაშისას გამიცნო. საქართველოს ნაკრებშიც აქედან მოვხვდი. თუმცა, გპირდებით - შემდეგი სეზონიდან "ილიჩევეცზე" გაცილებით მაღალი დონის გუნდში გადავალ!

- გული არ გწყდება, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ რომ ვერ ითამაშებ?

- ძალიან მწყინს, საფრანგეთთან რომ ვერ ვითამაშებ. მგონია, რომ დავეხმარებოდი ბიჭებს... იმედია, ფრანგებთან თბილისურ მატჩში მაინც მომეცემა თამაშის შესაძლებლობა...

- სამაგიეროდ, ახალგაზრდული ნაკრების ავსტრიულ შეკრებაზე ხარ მიწვეული...

- "არსენალთან" მატჩის შემდეგ გამოკვლევა ჩამიტარდა, კუნთი მაქვს გაგლეჯილი და სამწუხაროდ, 21-წლამდელთა შეკრებაშიც ვერ მივიღებ მონაწილეობას.

- შენ და "თაგვი" უახლოესი მეგობრები ხართ...

- ჩემთვის პირველი "ოჯახი" საქართველოს ნაკრებია, მეორე - "ილიჩევეცი". ასეთი კოლექტივი, მეგობრული ვითარება იშვიათია. არავინ არჩევს, ლეგიონერი ხარ თუ ადგილობრივი. მწვრთნელებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.

რაც შეეხება "თაგვს", თანაგუნდელები "ქართულ მაფიას" გვეძახიან (იცინის). დათო ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი შვილის ნათლიაა.

ფოტოზე: მარიუპოლის "ილიჩევეცის" "ქართული მაფია"

- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მამა გახდი?

- ექვსი თვეა, მამა ვარ და მას შემდეგ ყველაფერი კარგად მიდის. მეტი სტიმულიც მაქვს, უფრო მეტს ვშრომობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ოჯახია - შვილი, მეუღლე, მშობლები და ჩემი ძმა.

გულშემატკივრის მესმის - ბელორუსთან გოლი გავიტანე, კარგად ვითამაშე ესპანეთთანაც და მომდევნო გასვლით მატჩშიც. მერე კი, უცებ, მეორე ტაიმში შემცვალეს... ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ნაკრების მწვრთნელთან კონფლიქტი მაქვს და საფრანგეთთან მატჩისთვის ამიტომ არ გამომიძახა.

კონფლიქტი არ გვქონია. უბრალოდ, ერთმანეთს არასწორად გავუგეთ. გაუგებრობა მალევე აღმოიფხვრა, საფრანგეთთან მატჩს კი დისკვალიფიკაციის გამო ვტოვებ!

პრეტენზია არაფერზე მაქვს, მით უმეტეს, ეროვნულ გუნდში ახალი მისული ვარ. არც ქეცბაიაზე ვარ ნაწყენი - მწვრთნელი ისე უნდა მოიქცეს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.

- შენი საოცნებო კლუბი რომელია?

- "მილანი". ვოცნებობ ამ კლუბში თამაშზე. მინდა, კახა კალაძის გზა გავიმეორო; მეტიც - მისი მიღწევები გავაუმჯობესო! რაც შეეხება ქომაგობას, ვინც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, მას ვუქომაგებ.

მოამზადა რატი შელეგიამ

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

თორნიკე ოქრიაშვილი: "არსენალი" კარგად მაქვს დაცდილი

"ილიჩევეცის" ყოფილი მწვრთნელი: დროა, თორნიკე ოქრიაშვილმა გუნდური თამაში ისწავლოს

თორნიკე ოქრიაშვილი: სამწუხაროდ, "ილიჩევეცში" ვრჩები

lilu
ჩემიი ყველაზეეეე მაგარიი ბიჭიიი თოკოო ძალიან მაგარი ხარ საუკეთესო ხააარ წინსვლებიიი გქონოდეს სუუუულ :*
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად