ცხინვალელთა ბედუკუღმართობა გრძელდება - სპარტაკი – ოლიმპი 2:3
ცხინვალის "სპარტაკი", როგორც დევნილთა გუნდს შეეფერება, ცხადია, მშობლიურ ქალაქში ვერ თამაშობს, თუმცა ამათ ბედუკუღმართობაზე ისიც მეტყველებს, რომ უკანასკნელი ორი წელია სისტემატიურად უწევთ საშინაო არენის შეცვლა. მიზეზთა გამო დაწუნებულ "ქართლის" სტადიონზე "სპარტაკის" კიდევ ერთი დაბრუნება გუშინ მათთვის ძალიან უიღბლო გამოდგა. სხვა რა ვუწოდოთ იმას, რომ უმაღლესი ლიგის უპირობო აუტსაიდერი მოქმედ ჩემპიონს ორჯერ უგებდა და შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დანიშნული პენალტით სულაც დამარცხდა.

მართალია, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთაველები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მასპინძლები, ბევრის აზრით, მარცხს მაინც არ იმსახურებდნენ. მწვრთნელის დავალება ე. წ. "მეორე ნომრად" თამაშის თაობაზე რიგიანად შეასრულეს, სტუმრები შესამჩნევად მათ არც ინდივიდუალური ოსტატობით სჯობდნენ და არც გუნდური თამაშით.

პირველი ტაიმი ტემპის, სანახაობის და დაძაბულობის თვალსაზრისით მეორეს ჩამოუვარდებოდა. სხვათა შორის, მსაჯს არავინ გაუფრთხილებია, რაც ფეხბურთელთა დამსახურებაა. თავიდანვე ქავთარაძის შორეულ დარტყმას ძლიერი ქარის გამო კინაღამ მასპინძელთა კარის დალაშქვრავა მოჰყვა, თუმცა სოსო გრიშიკაშვილმა იმარჯვა. საერთოდ, ძლიერი ქარი ბურთი ხშირად უცვლიდა მიმართულებას, რაც ყველაზე მეტად, ბუნებრივია, მეკარეებს უქმნიდა პრობლემას. თუმცა ქარი არაფერ შუაშია - ჭანტურიამ ორივე გოლი თავს ზემოთ გადაგდებით გაუშვა და ბოლოსკენ "სპარტაკის" ერთ-ერთი მაღალი ჩაწოდებისას ტრიბუნაზე გულშემატკივარმა ხუმრობით დაუძახა კიდეც - "ჰაერი ჭანტურია, ჰაერი!"

საგოლე შანსი შესვენებამდე მასპინძლებს კიდევ უფრო ნაკლებად ჰქონდათ. მათი იერიშები ძირითადად საჯარმოს მისადგომებამდე თუ აღწევდა. "ოლიმპის" მცველები იქ საიმედოდ იდგნენ, მაგრამ ვალერი ბოლქვაძემ წინ გამოსული ჭანტურია შენიშნა, ცოტა ქარიც "წაეხმარა" და შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. მოგვარეს არც მოწინააღმდეგე გუნდში მოთამაშე დავით ბოლქვაძე ჩამორჩა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა - 1:1.

"სპარტაკის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეიმურაზ შონიამ მოედნის სიღრმიდან მიიღო ზუსტი პასი, წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:1. ამ გოლმა სტუმრები აანერვიულა, რამაც "სპარტაკს" საგოლე შანსები გაუზარდა. კონტრშეტევებისას ორჯერ შეეძლო გატანა ტიერი კლოვისს, მაგრამ... სტუმართაგან მოდებაძის შორეულ ძლიერ დარტყმულს ადგილზე დახვდა გრიშიკაშვილი, ცოტა ხანში კი მანვე სასწაულებრივ მოიგერია ბერიაშვილის ხუთიოდ მეტრიდან თავური დარტყმა. "სპარტაკის" მეკარე უკვე ვერაფრით გაუმკლავდა კვახაძის დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმას და გოლი გაუშვა. მასპინძლები ფსიქოლოგიურად გატეხა მეორე გოლმა მუმლაძის შეგირდებს კი სტიმული მიეცათ და დარჩენილმა დრომ მათი უპირატესობით ჩაიარა. მასპინძლები წესის დარღვევით დ. ბოლქვაძე წააქციეს. პენალტი მოდებაძემ მარჯვენა კუთხეში დაურტყა, მაგრამ მისი მოგერიებაც შეძლო, მაგრამ მეკარისგან უკუგდებული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ისევ მოდებაძემ დაასწრო - 3:2.

27. 10 გორი ქართლი 150 მაყურებელი

სპარტაკი – ოლიმპი 2:3

1:0. ვ. ბოლქვაძე (41), 1:1. დ. ბოლქვაძე (42, მოდებაძის პასით), 2:1. შონია (49), 2:2. კვახაძე (67), 2:3. მოდებაძე (87, პენალტით)

სპარტაკი ოლიმპი

4-3-2-1: 4-4-2

გრიშიკაშვილი ჭანტურია

კაშია ღონღაძე,

ალავიძე კვახაძე

ბოიომო ქემოკლიძე

ჭაფოძე ჯაფარიძე

შონია გეწაძე

ლობჟანიძე რაზმაძე

ტეტუნაშვილი ბოლქვაძე

ვ. ბოლქვაძე ქავთარაძე

დეკანოიძე ბერიაშვილი

ძაგანია მოდებაძე

სპარტაკი

46. დეკანოიძე – კლოვისი

72. ბოლქვაძე - ჩალაძე

85. ლობჟანიძე - ბაბულაიძე

სათადარიგოები: დაუშვილი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ჯაყელი

ოლიმპი

52. ქავთარაძე - გ. ჭელიძე

62. გეწაძე - დობროვოლსკი

77. რაზმაძე - ყაზაიშვილი

სათადარიგოები: ბედიაშვილი, უგულავა, ახალკაცი

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა