მათ იქ შეუერთდებათ სერენა და ვენუს უილიამსები
ინდიან უელსის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის შემდეგ საუკეთესო ქალი ჩოგბურთელები მაიამიში გადაბარგდნენ. მათ იქ შეუერთდებათ სერენა და ვენუს უილიამსები და შესაბამისად, ტურნირის შემადგენლობა კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ამერიკელი დები მაიამიში დასვენებულები ჩადიან და ამ მხრივ, გარკვეული უპირატესობა ექნებათ კალიფორნიაში ბრძოლებისგან დაღლილ კონკურენტებზე. სხვათა შორის, უილიამსებს ჯამში რვაჯერ მოუგიათ მაიამის ტურნირი. სერენამ ეს ხუთჯერ გააკეთა და ამ მხრივ რეკორდსმენია გერმანელ შტეფი გრაფთან ერთად. უმცროს უილიამსს ერთპიროვნული რეკორდსმენობის კარგი შანსი აქვს, რადგან სწორედ ის გახლავთ ბუკმეიკერთა მთავარი ფავორიტი.

სერენას ძირითადი კონკურენტები იქნებიან ვიქტორია აზარენკა და ინდიან უელსის ტრიუმფატორი მარია შარაპოვა. მაიამის ტურნირის წილისყრის მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - ბადის რომელ მხარეს მოხვდებოდა მესამე ნომერი შარაპოვა. საბოლოოდ, მას ნახევარფინალში ვიქტორია აზარენკასთან ელის შეხვედრა, სერენა უილიამსის "ვირტუალური" მეტოქე ამავე ეტაპზე კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აგნიეშკა რადვანსკა უნდა იყოს, რომელიც ძალიან ცუდად გამოვიდა ინდიან უელსში – მერვედფინალში წააგო მარია კირილენკოსთან.

მაიამის ტურნირს ერთი დანაკლისი აქვს – ტრავმის გამო არ ითამაშებს სამანტა სტოსური. სამაგიეროდ, ტურს უბრუნდება ჩინელი ნა ლი, რომელიც ბადის იმ მეოთხედში მოხვდა, რომელშიც სერენა უილიამსს ვხედავთ. ასევე, უნდა გავიდეს კორტზე საბინ ლისიცკი, რომელმაც მემფისის ტურნირის ფინალში მიიღო ტრავმა. მას მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ განთესილთა შორის მოხვედრილიყო. ამიტომაც გერმანელს პირველი წრიდან უწევს ტურნირში ჩართვა.

ჟუსტინ ანენის ბედნიერება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, 30 წლის ბელგიელი ჟუსტინ ანენი დედა გახდა. მან და მისმა მეუღლემ - ბენუა ბერტუცომ გოგონას ლალი დაარქვეს.

"ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და როგორც იქნა, მსოფლიოს მოევლინა პატარა ფერია, სახელად ლალი. ის თავს კარგად გრძნობს და მან ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო ბედნიერი გახადა", - დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩოგბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ "დიდი სლემის" ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულმა კარიერის დასრულების შესახებ 2011 წლის იანვარს გამოაცხადა.

ფედერერი მონტე კარლოს გამოტოვებს

შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო მონაწილეობას არ მიიღებენ მონტე კარლოს მასტერსში, რომელიც 13-21 აპრილს გაიმართება. ჩოგბურთელებს არ დაუსახელებიათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. როგორც იცით, ფედერერი ასევე ტოვებს მაიამის მასტერსს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მონტე კარლოში თამაშს არ აპირებენ იაპონელი კეი ნიშიკორი და ამერიკელი სემ კუერი.

შეგახსენებთ, რომ შარშან მონტე კარლოს მასტერსი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელმაც ფინალში 6:3, 6:1 გაანადგურა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

50-მილიონიანი ამერიკა

ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები 2017 წლისთვის საერთო საპრიზო ფონდის 50 მილიონამდე გაზრდას აპირებენ, - წერს სააგენტო AP.

ახალი თანხა თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, რაც "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე 2012 წელს გათამაშდა. ცვლილება თანდათანობითი იქნება - წელს საპრიზო ფონდი 8.1 მილიონით გაიზრდება (25.5 მილიონიდან 33.6 მილიონამდე). ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, როგორ განაწილდება პრემიალური თანხები. ტურნირის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ არ განუხილავთ საპრიზო თანხის გაზრდის საკითხი “დიდი სლემის” სხვა ჩემპიონატების ორგანიზატორებთან.

გარდა ამისა, 2015 წელს აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაცია დაუბრუნებს ამერიკის ღია პირველობას ძველ განრიგს. როგორც იცით, ასოციაციამ ქალთა ფინალი შაბათიდან კვირაზე გადაიტანა, კაცების ფინალი – კვირიდან ორშაბათზე. 2015 წლიდან დაბრუნდება ძველი გრაფიკი და ტურნირი 14 დღე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რეიტინგი: რა შეიცვალა და რას ველოდებით

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად