დევიდ ბექჰემი ჩინურ ფეხბურთს პოპულარიზაციას გაუწევს
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი, ასაკის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, ის ნებისმიერ პროდუქტს ყიდის, რაც სპონსორებში ვეტერანისადმი ინტერესს არ ანელებს.

ESPN ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა, რომ 37 წლის ვარსკვლავსა და ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის კონტრაქტის გაფორმება იგეგმებოდა, რომლის თანახმადაც, ინგლისელი ვარსკვლავი ჩინეთის სუპერლიგას მსოფლიო დონეზე გასვლაში უნდა დაეხმაროს; ასევე, გააკეთილშობილოს ნაკრების რეპუტაცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე ქვეყნის შიგნითაც. ბოლო წლებში მძვინვარე საფეხბურთო კორუფციულმა სკანდალმა და გარიგებულმა თამაშებმა მას ავტორიტეტი სერიოზულად შეურყია.

"ლელო" წერდა, რომ საერთო ჯამში 60-მდე ადამიანი აღმოჩნდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. მათ შორის არიან საფეხბურთო ფუნქციონერები (მაგალითად, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტები იუნ ნანი და სე იალონი), მსაჯები, მწვრთნელები და ჩინეთის ნაკრების ფეხბურთელებიც კი. "ჩემთვის დიდი პატივია, ვითამაშო მნიშვნელოვანი როლი ჩინური ფეხბურთის განვითარებაში. მივესალმები სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. უკვე დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში თამაშის მიმართ ინტერესი თანდათან ღვივდება," – აცხადებს დევიდ ბექჰემი.

ბექზი ჩინეთს უკვე ეწვია. ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი პეკინში ამ დღეებში გაიმართება. რამდენწლიანი იქნება თანამშრომლობა, წყარო არ იუწყება, თუმცა ცნობილია, რომ ის წელიწადში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დევიდი ჩინეთში რამდენიმე საფეხბურთო კლუბსა და სკოლას ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

9 ლიდერის ამბავი და ბექჰემისთვის დანავსული სტადიონი

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია