საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის კლუბებმა სატრანსფერო ფანჯრისთვის მომზადება უკვე დაიწყეს
საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის დასრულებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა, თუმცა გუნდები სამომავლოდ უკვე ზრუნავენ და მორაგბეებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ზოგმა კი უკვე მოასწრო კონტრაქტის გაფორმება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, შერკინების ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი ელიტური, პირველი დივიზიონის "ბორდოში" სამ თვეზე მეტია იმყოფება და სათადარიგო გუნდში ვარჯიშობს.

მწვრთნელები მისი გარჯით კმაყოფილნი არიან და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც მეორე დივიზიონის "ორიაკში" თამაშობს, მომავალი წლიდან "ბრივის" ღირსებას დაიცავს. ასეიშვილი იქ გოდერძი შველიძეს, დავით ხინჩაგიშვილსა და ირაკლი ნატრიაშვილს შეუერთდება.

სავარაუდოდ, საფრანგეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერის - "ტულონის" რიგებს დატოვებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. ფრანგული პრესის ცნობით, ის შესაძლოა ბასკურ "ბაიონში" გადაბარგდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად