ყაზანური გუნდის დამრიგებელი ყურბან ბერდიევი 18 წლის ქართველს თურქულ შეკრებაზე დააკვირდება
ნიკა კაჭარავა ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობაში 27 თებერვალს ჩაირიცხა, რასაც გუნდის განაცხადში შეყვანა მოჰყვა.

18 წლის ტანმაღალ თავდამსხმელს (194 სმ) ყაზანელებმა 72-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

"დინამოს" ყოფილი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის - კახა კაჭარავას ვაჟი, შესაძლოა, მალე რუსეთის ორგზის ჩემპიონთან ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავროს. საქმე ისაა, რომ ყაზანში სიცივის გამო "რუბინი" ნორმალურად ვერ ემზადება და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა თურქეთში გამგზავრება გადაწყვიტა.

სავარაუდოდ, "რუბინის" დამრიგებელი კაჭარავას იქ კიდევ ერთხელ დააკვირდება და გადაწყვეტს - შეუძლია თუ არა ნიკას მთავარ გუნდში თამაში. სწორედ ამის გამოა, რომ კაჭარავა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ბოლო შეკრებაზე არ გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა 2012 წელს რამდენიმე თვე შვეიცარიაში იმყოფებოდა: ვარჯიშობდა ჩელენჯლიგის "კიასოში", სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კი სამოყვარულო ლიგის ბინადარ "ვანდიშში" გაანათხოვრეს, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნდა და პირველი ლიგის "გაგრაში" ჩაირიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა