პოლონური

ეტაპი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მაისის ბოლოს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩებს გამართავს. ჯვაროსნები მასპინძელ ბელგიას, ინგლისსა და შოტლანდიას შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

გუნდის მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ დატვირთულია, დაგეგმილია მაღალი დონის სპარინგ-მატჩები და ტურნირები. მაგალითად, აპრილში ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ახლა კი ხანმოკლე თბილისური შეკრება (16-20 მარტი) დასრულდა და 21 მარტს გამთენიისას ჩვენი დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა. გია ცეცაძის გაწვრთნილები ქალაქ პულავში 22 და 24 მარტს პოლონეთის 19-წლამდელებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე მყოფი "ლოკომოტივის" წევრებმა, მეკარე ბაჩო მიქავამ, მცველებმა დავით მთივლიშვილმა და ნიკა ჭანტურიამ 20 მარტს პირველი ლიგის ბოლო ტურში ბათუმის "ადელის" წინააღმდეგ ითამაშეს და კვლავ 19-წლამდელებს დაუბრუნდნენ.

პოლონეთში ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა"), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი);

მცველები: დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე – "ლოკომოტივი", თბილისი), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი);

ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი (ორივე – "ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – "დინამო 2"), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერხაჰინგი", გერმანია), გიორგი სარჯველაძე ("ჰერკულესი", ესპანეთი)

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა"), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო 2"), ნიკა ტარყაშვილი ("ანტვერპენი U-21", ბელგია)

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გუნდს გიორგი ფანცულაია დააკლდა, ნიკა კაჭარავა კი ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობაშია და რადგან ძირითად გუნდში მისი გადაყვანის შესაძლებლობა გაჩნდა, ცეცაძემ წინსვლაში ხელი არ შეუშალა. ლეგიონერები, ლუკას ჰუფნაგელი და ნიკა ნარმანია ნაკრებს პოლონეთში შეუერთდებიან.

მერაბ მამულაშვილი

ბეგლარიშვილი

ფლორაში ბრუნდება?

ზაქარია ბეგლარიშვილი, შესაძლოა, ტალინის "ფლორას" დაუბრუნდეს. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ესტონურმა ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა.

ბეგლარიშვილი 2012 წელსაც ცდილობდა ტალინური კლუბის დატოვებას, რადგან "ფლორაში" იმდენად დაბალი ხელფასი ჰქონდა, რომ ელემენტარული საჭიროებისთვისაც არ ჰყოფნიდა. არადა, ესტონური კლუბის შემტევმა ნახევარმცველმა გასულ წელს "მეისტრიილიგაში" შედეგიანი თამაშით გამოიჩინა თავი - 28 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავიდა. მან გადამწყვეტი ტურის მატჩები ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარა, რომ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, Eრრ.ეს-ი კი წერს, რომ შარშან გუნდის ლიდერი გახდა.

ამის შემდეგ ბეგლარიშვილი ლვოვის "კარპატში" მიიწვიეს. ლვოველები 22 წლის ქართველი ახალგაზრდით 2012 წლის ზაფხულშიც დაინტერესდნენ, მაგრამ თავისუფალი აგენტი მხოლოდ შარშან დეკემბერში გახდა და 13 იანვარს ლვოვის "კარპატის" თურქულ შეკრებაზე გაჰყვა. მაგრამ უკრაინელებმა მეორედ აღარ წაიყვანეს - ტალინის "ფლორას" მასში საკომპენსაციო თანხა უნდა მიეღო, რადგან ზაქარია 23 წლის არ არის.

ჩვენთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბეგლარიშვილმა გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა არ ისურვა და კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა. მაგრამ რა გახდა მისი უკმაყოფილების ნამდვილი მიზეზი, უცნობია. არ დაგვავიწყდეს, რომ "კარპატის" ამ პოზიციაზე ჰყავს ლევან ყენია და ბოსნიიის ნაკრების მოთამაშე სემირ შტილიჩი, რომელიც წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

ესტონური გამოცემის ცნობით, კონტრაქტის დასრულების მიუხედავად, "ფროლა" ბეგლარიშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

ინფორმაცია "ფლორას" მწვრთნელმა მარკო ლელოვმა დაადასტურა: "ბეგლარიშვილს მართლაც ველით, ესტონეთში დაბრუნება თავადაც სურს, მაგრამ მთავარია, დათანხმდება თუ არა შეთავაზებულ ხელფასს. ახლა კი ქართველის ჩვენთან თამაშის შანსს 50/50-ზე შევაფასებდი".

"ფლორაში" ზაქარიას შედეგიანობა და ესტონელების მისადმი დამოკიდებულება მრავლისმეტყველია და ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არის დრო, ამ ნიჭიერმა მოთამაშემ საკუთარი შესაძლებლობები არა ესტონეთს, არამედ საქართველოს რომელიმე კლუბს მოახმაროს.

მერაბ მამულაშვილი

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის