ევროპის პირველობის მესამე დღეც, 22 მარტიც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის
ევროპის პირველობის მესამე დღეც, 22 მარტიც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა არა ისეთი, როგორიც - ოთხშაბათი.

არადა, ისეთივე მიღწევის იმედი გვქონდა, საბოლოოდ კი ერთი ბრინჯაო დაგვრჩა, რომელიც 18 წლის გორელმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

სამწუხაროდ, დავით ხუციშვილს (74) კვარცხლბეკზე ასვლაში ხელი დიდწილად მხრის ძველმა ტრავმამ შეუშალა და უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა.

პეტრიაშვილს რომ გაემარჯვა, მსოფლიოს მასშტაბით ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იქნებოდა, თუმცა ევროპირველობის დებიუტანტისთვის არც ბრინჯაოს მედალია ცუდი შედეგი.

მან ერთადერთი შეხვედრა ჩააგდო ტურნირზე - ნახევარფინალში უკრაინელთა ოს ალენ ზასეევთან, თუმცა დანარჩენი ორთაბრძოლები ისე დამაჯერებლად მოიგო, მთლიანობაში, მისი გამოსვლა მაინც მაღალ დონეზე უნდა შეფასდეს.

გენომ ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ყველა - ძირითად დროში. თან მოგებასაც გააჩნია - სამივე კონკურენტს ულაპარაკოდ აჯობა და დიდი უპირატესობით დაჯაბნა.

ამაში სტატისტიკაც დაგარწმუნებთ - მაკედონიელ ბობან დანოვს ორ პერიოდში 5:0 სძლია, რუსთა დაღესტნელ მაგომედგაჯი ნურასილოვს - 10:2, ბრინჯაოსთვის პაექრობაში გერმანელ ნიკ მატუჰინს კი 9:2 აჯობა.

თუმცა ერთია მშრალი ციფრები და მეორე - თავად შეხვედრის მიმდინარეობა, დომინირება, ინიციატივა. აი, ამ კომპონენტების გათვალისწინებით, მისი უპირატესობა კიდევ უფრო კოლოსალური იყო.

ხსენებული სამეულიდან არც ერთს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა. თან ბადეც უძნელესი შეხვდა - მაკედონიელის გარდა, ამოსუნთქვის საშუალება არც ერთ წრეში არ ჰქონდა...

პეტრიაშვილმა ქულების უმეტესობა ფეხიდან აყვანით მოიპოვა, რასაც ძალზე მარტივად, მეტოქის წრიდან გაგდებით აღწევდა, თუმცა რამდენჯერმე ჩინებული სამქულიანებიც შეასრულა და ჩოქბჯენში არც ჩვენთვის "აქილევსის ქუსლად" ქცეული დატრიალებები უჭირდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნურასილოვთან შეხვედრა იყო, ვისთანაც შემოდგომაზე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე დამარცხდა.

ის დაახლოებით თანაბარი პაექრობა იყო, სადაც გენოს მარცხს ჩვენი მწვრთნელები შემთხვევითობით ხსნიდნენ. ეტყობა, სამართლიანადაც, რადგან ახლა ჩვენებური რამდენიმე თავით აღემატებოდა დაღესტნელს.

ფეხში შესვლები, სამქულიანი, წმინდა მოგება - ყველაფერი ვიხილეთ ამ შეხვედრაში. თუმცა თავიდან დაღესტნელთა ავარელი დაწინაურდა - ფეხში შესვლით ქულა მოიპოვა. რამდენიმე წამში პეტრიაშვილმაც იმავე ფანდით აიტაცა და სამქულიანზე გადააგდო.

ვფიქრობთ, ფსიქოლოგიურად ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო - ჩვენებურმა საკუთარი შესაძლებლობებიც ირწმუნა და ისიც, რომ ავარელის დამარცხება შეეძლო.

პერიოდის მიწურულს მეტოქემ ერთი ქულა კი მოიპოვა, მაგრამ აქ ზოგადი სურათი და პეტრიაშვილის უპირატესობა გამოკვეთილი იყო. ის ქულა კი მისი მხრიდან ტაქტიკურ დათმობას ჰგავდა.

ეს სურათი მეორე პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა - გენო ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, პირდაპირ ეკვეთა მეტოქეს და ჯიქურ წავიდა შეტევაზე, შეიძლება ითქვას, აბურთავა.

მან ჯერ პირველი ქულის აღებისას გამოავლინა შესაშური აზროვნება, როცა ძალიან კარგად იმუშავა გადაყვანაზე.

დაღესტნელმა მალევე სცადა ფეხში შეხტომა, მაგრამ ჩვენებური კარგად გაექცა და იქით შეუვარდა ფეხში საკმაოდ გრძელი ნახტომით.

ამ მომენტშიც კარგად იბრძოლა და აიძულა მეტოქე, შეცდომა დაეშვა. ამას სამქულიანი გდებაც მიაყოლა, ბოლოს კი ყველაფერი წმინდა მოგებით დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ ავარელმა ასეთი საშინელი მარცხი ბევრად ღირსეულად გადაიტანა, თორემ წინა პაექრობაში მაკედონიელი წაგებამ ისე გააცხარა, შეხვედრის მიწურულს ეუხეშა ქართველს.

ბრინჯაოსთვის შეხვედრა ტელევიზიით იხილეთ და მის პერიპეტიებზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ - ქართველი იქაც დიდ უპირატესობას ფლობდა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელიც პეტრიაშვილმა ჩააგდო, ზასეევთან პაექრობა იყო. მძიმე წონის მიუხედავად, გენო ძალიან სწრაფი, მოქნილი და ტექნიკურია. მას არც ილეთების გაკეთება უჭირს და ფეხში შორიდანაც იმდენად იოლად შედის, ბევრს მჩატე წონაშიც შეშურდება.

როგორც გითხარით, 21 მარტსაც წარმატებით შედიოდა და ქულების დიდი ნაწილი ამ გზით მოიპოვა, თუმცა ზასეევთან დაკარგული ოთხი ქულიდან პირველი სამი თვითონაც ასე გაუშვა - მეტოქე სამჯერ შეუხტა ფეხში და სამივეჯერ ძალზე თავისუფლად (მეოთხე ქულა ქართველმა ვა-ბანკზე წასვლით დაკარგა).

ამ კომპონენტში თვითონაც რომ არ იყოს ძლიერი, კიდევ ვიტყოდით, ახლა კი ისღა დაგვრჩენია, მომხდარი გამოუცდელობას დავაბრალოთ.

უკრაინელიც ძალიან სწრაფია და ტექნიკურიც, მაგრამ მაინც დასაშვებზე მეტია, ისე თავისუფლად "დასეირნობდა" ფეხში. მოგვიანებით პეტრიაშვილმაც თქვა, რომ პირველი ქულის დაკარგვის შემდეგ დაიბნა და ვერ ააწყო ჭიდაობა, ვერ შეასრულა დავალება...

ალბათ, ესეც მართალია, თუმცა მან მაინც დაამტკიცა, რაოდენ დიდი პოტენციალის პატრონია.

სამომავლოდ მისი იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

ხუციშვილმა ავსტრალიელ ფილიპ გრეპაზს იოლად აჯობა, მეორე შეხვედრაში კი რუსთა მომავალ ჩემპიონ ანუარ გედუევთან ტრავმა გაუმიზეზდა და დამარცხდა.

სანუგეშოშიც ერთი ბრძოლა მოიგო და ბულგარელთა მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან, ევროპის შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ნიკოლაი ბაზანთან მარცხით გამოვარდა.

ტურნირის ამბები

74 კილოგრამის კვარცხლბეკი უქართველოდ მაინც არ დარჩენილა, თუმცა ის მედალი უკრაინაში წავიდა - გია ჩიხლაძე მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენებური ბოლო წლებში ძლიერ მოჭიდავედ ჩამოყალიბდა და ახლაც ჩინებულად იასპარეზა. მას დარბაზიც აქტიურად უჭერდა მხარს, განსაკუთრებით - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, რომლის დასრულების შემდეგაც მამამისმა არენას საქართველოს და უკრაინის ალმებით ხელში შემოურბინა. ამას ქომაგმა კიდევ უფრო გულმხურვალე ოვაციით უპასუხა.

აქვე ქომაგზეც უნდა ითქვას, რომელიც მრავლად მიდის სასახლეში და საჭირო დროს ენერგიულადაც უჭერს მხარს ფალავნებს.

თან ობიექტურობითაც გამოირჩევა და ოვაციით ყველა ლამაზ გამარჯვებას აჯილდოებს, თუმცა ვისურვებდით, დარბაზში საქართველოს დროშები უფრო მრავლად იყოს.

21 მარტს დარბაზში ყაბარდოელი ქომაგებიც ისხდნენ, რომლებმაც შანსი არ გაუშვეს და გედუევის გამარჯვებისას ტრიბუნაზე თავიანთი დროშა გამოფინეს. იქაურები ინტერნეტფორუმებზე არც მალავენ, რომ შურთ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისა, რომლებსაც საკუთარი დროშის აწევის საშუალება აქვთ, მათ კი - არა.

საინტერესოდ წარიმართა მძიმე წონის ფინალიც ზასეევსა და თურქ ტაჰა აკგულს შორის, რომელიც სკანდალურიც გამოდგა.

დაჯილდოების შემდეგ უკრაინელთა მთავარი მწვრთნელი რუსლან შავლოხოვი მსაჯს მიეჭრა და ძლივს გააკავეს. სამაგიეროდ, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და პატაკიც შეადგინა, ანუ შავლოხოვიც და უკრაინის ფედერაციაც დაჯარიმდებიან.

მწვრთნელის კომენტარი

რევაზ მინდორაშვილი: "დღევანდელ დღეს დადებითად ვაფასებ. შეიძლებოდა, ოქროც გვქონოდა, მაგრამ ხუციშვილს მხარი ამოუვარდა და ვერ შეძლო ჭიდაობა. გამოვიკვლევთ და ვნახავთ, როგორ იქნება მისი ამბავი, მოასწრებს თუ არა მსოფლიომდე გამოჯანმრთელებას.

გენო პეტრიაშვილისგან მედალს ველოდით და ჩვენი გეგმა გამართლდა. მისასალმებელია მისი ასეთი გამოსვლა. ვფიქრობ, ზასეევთან უფრო ემოციურმა ფონმა იმოქმედა - ჯერ ძალიან ახალგაზრდაა".

კვარცხლბეკი

ვაჟები

74 კგ. 1. ანუარ გედუევი (რუსეთი); 2. გაბორ ჰატოში (უნგრეთი); 3. გია ჩიხლაძე (უკრაინა), ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი).

120 კგ. 1. ტაჰა აკგული (თურქეთი); 2. ალან ზასეევი (უკრაინა); 3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო), ჯამალედდინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი).

ქალები

55 კგ. 1. სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი); 2. მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი); 3. ირინა ჰუსიაკი (უკრაინა), ემესა ბარკა (უნგრეთი).

67 კგ. 1. ალინა მახინია-სტადნიკი (უკრაინა); 2. ილანა კრატიში (ისრაელი); 3. ალინე ფოკენი (გერმანია), სვეტლანა ბაბუშკინა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა გავახარე

ევროპის ჩემპიონატი. II დღე: ედიშერაშვილის მოულოდნელი ოქრო

თბილისში მიმდინარე ევროპირველობაზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს