თბილისელებთან მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება და მიღწევა იყო
ჰანს მაიერს ქართველი ფეხბურთის მოყვარულების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება - ის ხომ სწორედ იმ "კარლ ცაისის" მთავარი მწვრთნელი იყო, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამოსთან" ჩვენთვის ისტორიული და საამაყო ფინალური მატჩი ითამაშა.

70 წლის მაიერი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და შეიძლება ითქვას, საკულტო პიროვნებაც გახლავთ. მისი გუნდები, წლების განმავლობაში, ჯერ გდრ-ში, შემდეგ კი გერმანიაში წარმატებას აღწევდნენ. "კარლ ცაისის" და სხვადასხვა აღმოსავლეთ გერმანული გუნდების გარდა, მაიერმა 5 წელი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" იმუშავა, სამი წელი "ნიურნბერგის" დამრიგებელი იყო და ამ გუნდთან ერთად, 2007 წელს გერმანიის თასიც მოიგო. 2004 წელს მაიერმა ბუნდესლიგიდან გავარდნისგან ბერლინის "ჰერტა" იხსნა, 2009-ში კი იგივე "გლადბახში" გააკეთა, რის შემდეგაც სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.

ამჟამად, ჰანს მაიერი "ბორუსიას" დირექტორატის წევრია, ჩვენ კი მისი ყველაზე ცნობილი და საინტერესო გამოთქმები შევკრიბეთ. გარდა კარგი მწვრთნელისა, მაიერი ხომ მშვენიერი ორატორიც არის.

"მატჩი 2:2 დასრულდა და ის ჩვენს გასახდელში შემოვიდა, რადგან მას მაისურის გაცვლა სურდა, მე კი ვუთხარი, რომ ახლა ჩვენი გუნდის მაისურს ვერ მიიღებდა, სამაგიეროდ მომავალ სეზონში ათასობით ექნებოდა. მას ამ ხუმრობაზე არ გაეცინა და გამოცდა ვერ ჩააბარა – მას იუმორის გრძნობა არ აქვს," – პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ არ გადავიდა მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" დანიელ ფელგენჰაუერი.

"ჩვენ თბილისელებს 1:0-ს ვუგებდით, მაგრამ 1:2 წავაგეთ. ასეთი იმედგაცურება ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაგყვება, მაგრამ ამავე დროს, ჩემს კარიერაში ეს ყველაზე დიდი მიღწევა იყო," – 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალური შეხვედრის წაგებაზე.

"მეკარე იორგ შტილმა ერთხელ თქვა, რომ მე საუკეთესო მწვრთნელი ვიყავი იმათ შორის, ვისთანაც მას უმუშავია. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მას კარიერაში სულ ორი მწვრთნელი ჰყავდა," – შვეიცარიელი მეკარე "ბორუსიაში" წლების განმავლობაში თამაშობდა.

"ჩვენ ვარჯიში ნახევარი საათით შევწყვიტეთ, რადგან მოთამაშეები ძალიან აღელდნენ, ზოგმა სიხარულისგან ტირილიც კი დაიწყო," – "ბორუსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

ერთხელ მაიერს ჰკითხეს, იყო თუ არა "ბაიერნთან" მიღწეული ფრე საუკეთესო საშობაო საჩუქარი, რაზეც მან უპასუხა:

"ამას ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან სახლში შესაძლოა პრობლემები შემექმნას, როდესაც ჩემი ცოლი ტრუსების კოლექციას მაჩუქებს".

"წესით, ლიდერობა აღარ უნდა დავთმოთ," – "ნიურნბერგის" მიერ, პირველ ტურში "შტუტგარტის" განადგურების (3:0) შემდეგ.

"თუ თავზე შარავანდედს დამადგამთ, ერთ დღესაც აუცილებლად ჩამოვიძრობ." – კომენტარი საკუთარი ხასიათსი თავისებურებებზე.

როდესაც მაიერს ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება, მან უპასუხა:

"ჩემმა ცოლმა ჩვენს ბაღში სიარული ამიკრძალა, რადგან ვარდს ყვავილოვანი კომბოსტოსგან ვერ ვარჩევ".

დაბოლოს: "იმ ასაკამდე ვერასდროს მივაღწევ, როდესაც ფეხბურთში არაფერი გამაკვირვებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"