საფრანგეთმა ძალების დაზოგვით გვაჯობა და ოდნავადაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომლაც ჩვენი კალიბრის მოწინააღმდეგესთან ფეხის დაცდენა დაემუქრებოდა
საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ დიდი ანგარიშით არ წაუგია და ეს სერია "სტად დე ფრანსზეც” გაგრძელდა - თავად განსაჯეთ, შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ამ ფაქტს 22 მარტის საღამოს ერთადერთი პოზიტიური შედეგი.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა - ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს "მეორე ნომრად" ეთამაშა და მას თითქმის ტაიმი გაუძლო, მეტოქის დაწინაურების შემდეგ შეტევაში მცირე ფხაც გამოიჩინა და მას შემდეგ, რაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, პრესტიჟის გოლის გატანაც შეძლო.

Video

22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1

სხვა საქმეა, რომ ჩვენმა უშუალო კონკურენტმა ფინეთმა ესპანეთში ფრეს მიაღწია - ესპანელთა პრობლემებზე ახლა ვერაფერს გეტყვით, საფრანგეთმა კი ძალების დაზოგვით გვაჯობა და ოდნავადაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც ჩვენი კალიბრის მოწინააღმდეგესთან ფეხის დაცდენა დაემუქრებოდა.

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია

საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გუნდის ორივე ახალწვეული, რაფაელ ვარანი და პოლ პოგბა სასტარტო შემადგენლობაში გაამწესა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა ორი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით ითამაშეს.

ქეცბაიას მიერ შერჩეულ თერთმეტეულში კი სიურპრიზები ნაკლებად იყო. არც ის გახლდათ გასაკვირი, რომ დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას არყოფნაში (ამავე მიზეზით შეხვედრას თორნიკე ოქრიაშვილიც ტოვებდა) საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ამისულაშვილმა უკაპიტნა.

"სამფეროვნებს" სწრაფი გოლის გატანა შეეძლოთ - მატჩის მე-6 წუთზე ფრანკ რიბერიმ მოჭრილი დარტყმა ხარიხას გაარტა. ამას ფრანგთა შორის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო ფეხბურთელის, ქარიმ ბენზემას მიერ გაცუდებული ორი მომენტი მოჰყვა - მას ორივეჯერ გიორგი ლორიამ აჯობა.

თუკი დებიუტში ბურთი მთლიანად სტუმართა ნახევარზე მოძრაობდა, პირველი ტაიმის შუაწელში ქართველებმაც შეუტიეს და პირველი ხიფათიც შექმნეს - ალექსანდრე კობახიძის ჩაწოდებულს თავი ამისულაშვილმა შეაგება, მაგრამ ბურთი პირდაპირ უგო ლორისისკენ წავიდა.

30-ე წუთზე ოლივიე ჟირუ აღმოჩნდა ლორიასთან პირისპირ და ბურთის მეკარისთვის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ მიზანს დიდი მანძილით ააცილა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი აღმავლობით ჩაატარა და ანგარიშის გახსნაც შეეძლო - 41-ე წუთზე კობახიძის შორეულ დარტყმაზე ლორისმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მათე ვაწაძის არაზუსტი თავური მოჰყვა.

მასპინძლები კი სწორედ ამ ეპიზოდების შემდეგ დაწინაურდნენ. პირველი ტაიმისთვის დამატებული წუთი მიმდინარეობდა, როცა მატიო ვალბუენას მიერ ჩაწოდებულ ჯარიმას ოლივიე ჟირუ გამოეხმაურა, მეორე სართულზე ბრძოლა ამისულაშვილს მოუგო და უნაკლო თავურით ფრანგები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სიტუაცია ჩვენთვის ბოლომდე უიმედო გახდა. ამჯერად ჟირუმ და ვალბუენამ როლები გაცვალეს და პირველის პასით მეორემ მოჭრილი დარტყმით ლორიას შორეულ კუთხეში ეფექტურად გაუტანა.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლეს, ვერც ქეცბაიას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გაამართლა, უფრო პირიქით.

55-ე წუთზე ბენზემამ კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა - მას გატანა კვლავ ლორიამ არ დაანება.

თუკი პირველ ტაიმში მასპინძელთა შორის ყველაზე მეტად ვალბუენა გამოირჩეოდა, მეორე ნახევარში ფრანკ რიბერიმ გვიჩვენა თავისი მაღალი კლასი და 61-ე წუთზე გოლი-შედევრიც შემოგვთავაზა. მან ჯერ ზურაბ ხიზანიშვილი ჩამოიცილა, შემდეგ კი ლორიას დააშვებინა უხეში შეცდომა და საქართველოს ნაკრების მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამის შემდეგ ფრანგებმა ტემპი დააგდეს და ბურთის მშვიდად გორებას მიჰყვეს ხელი. როგორც კი მასპინძელთა მარწუხებისგან გათავისუფლება იგრძნეს, ქართველებმა თამამად შეუტიეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს. უჩა ლობჟანიძის ფლანგურ ჩაწოდებას რიკოშეტი მოჰყვა და ბურთი კობახიძეს მიუვიდა, რომელმაც დროულად და ზუსტად დაარტყა - 3:1.

მასპინძლებს ანგარიშის გასაზრდელად თავი აღარ გამოუდიათ და ეს არც არის გასაკვირი - სამშაბათს ხომ ჯგუფში პირველობისთვის ფრანგებს პარიზში ესპანელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ელით.

ჩვენი მიზნები კვლავ მოკრძალებულია, საქართველოს ნაკრებზე კი ახალი ვერაფერი შევიტყვეთ, რეალობა უცვლელია - გვყავს საშუალოზე დაბალი დონის გუნდი, რომელმაც იცის ბრძოლა და აღარ მარცხდება დიდი ანგარიშით, მაგრამ არ აქვს საიმისო კლასი და კონტინგენტი, რომ უახლოეს მომავალში მაღალ მიზნებს შეეჭიდოს.

სჯობს, ვიყოთ რეალისტები, უსაფუძვლო ამბიციები გვერდზე გადავდოთ და ამ სურათს თვალი გავუსწოროთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი-ფინეთი 1:1: შოკი სახელად პუკი

მუნდიალი 2014. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა: კრიშტიანო რონალდოს გარეშე?

GIA
გუნდს არა აქვს კლასი. ჩვენ მაღალი დონის მოთამაშეები არ გვყავს ეს ფაქტია. რამდენიც არ უნდა ვლანძღოთ ქეცბაია, არაფერი არ გამოვა. რადგანაც ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები. მწვრთნელის შეცვლა არაფერს არ გვაძლევს.
Tamaz
არავინ იცის რა ანგარიშით დამთავრდებოდა,პირველ გოლზე რომ ტყვილი ჯარიმა არ დაენიშნა მსაჯს.
ქინქლაძე
ვახოს ვეთანხმები. ერთი მიზეზი მაინც მითხრას აქ ვინმემ ან იმ ძაან მაგარმა ჭურნალისტმა ქეცბას რო ეკამათა. რატომ უნდა მოვუგოთ საფრანგეთს?
Dato
გაიტანეთ ქეცბაია! გაააიიიტანეთ ქეცბაია!
vaxo
ბებიათქვენისა რა საფრანგეთთან მოგება და თანაბარი თამაში მომინდომეთ. მწვრთნელის ხელში რაც იყო გააკეთა კაცმა და ფეხბურთელებმაც ბოლომდე ითამაშეს რა. ეხლა რეალის და ბაიერნის ვარსკვლავებს ტოლსწორად ვერ ეთამაშება რა თბილისის დინამოს და ილიჩოვეცის ფეხბურთელი რა და რისი გაკეთებაც შეილებოდა გაკეთდა
roma
მოდი ჩვენი ნაკრების წარუმატებლობას ფედერაციის პრეზიდენტს ნუ დავაბრალებთ,რა შუაშია ცირკის დირექტორი,მტავარია ის იყოს კარგი მენეჯერი.პრეზიდენტად გვყავდნენ ამ სფეროშ წარმატებული ხალხი, მაგრამ მაშინაც შედეგი არ იყო,მეორეც გაიგეთმრომ ევროპაში მხოლოდ ხუთ ქვეყანაშია განვითარებული ფეხბურთი დანარჩენები წარმოადგენენ საფეხბურთო კოლონიებს,სანამ ასე იქნება ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით,ჩვენაირი ქვეყნებისთვის ეს დიდი პრობლემაა.მესამეც ვერ გამიგია,რატო ათამაშებენ ხიზანას,ის ხომ ყოველ შეხვედრებში უშვებს გამოუსწორებელ შეცდომებს,ასევე არ მესმის რა უნდა ნაკრებში ანანიძეს,Dვალიშვილს,ყენიას ესენი ხომ პრესპექტულებად დარჩნენ უკვე,ამათგან არ იქნება ხეირი.ასევე მეორე საკითხია,ჩვენები როგორ აჩერებდნენ ბურთს ან როგორ პასებს იძლეოდნენ და სხვა,ეს გასაკვირვია.
საქართველოსთვის!!!
ეს ბიჭები ნელ-ნელა მოუმატებენ!
ზურა
ამ ბიჭებით კარგი გუნდის გაკეთება შეიძლება და მომავალში შედეგებიც იქნება.
zura
გუშინ თამაშობდა ნახევარი გუნდი, ნახევარს კი ეძინა. არ მომეწონა: ხიზანიშვილი, ანანიძე, ყენია, დვალიშვილი. მომეწონა: ლორია, კობახიძე, თარგამაძე, ლობჟანიძე. დანარჩენებს ნეიტრალური შეფასება. სანამ სწრაფ და ძლიერ პასებს არ ისწავლიან, მანამდე შედეგი იქნება 0.
mate
მორიგი არასწორი დასკვნა კიდევ ერთ სტატიაში! ჯერ ესერთიც პირველი ტაიმი მართლა კარგად ვითამაშეთ სამი საგოლე მომენტი შევქმენით და საქართველოს ნაკრებისთვის არ არის ცოტა, სხვა საქმეა რო ფრანგებსაც ქონდათ მომენტები მაგრამ კლასით მაღლა მდგომია ჩვენზე და ეს ისედაც ნათელი იყო რო ასე იქნებოდა. მთავარი ისაა, რომ ტაიმის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ და ბურთის კონტროლი შევძელით, უფრო მეტიც, ინიციატივაც მოვიპოვეთ ტაიმის ბოლომდე. მივიღეთ დასანანი გოლი ტამის ბოლოს რასაც არ ვიმსახურებდით და ამან იქოდნია დიდი გავლენა ფსიქოლოგიური და მატჩის მინდინარეობის თვალსაზრისით დიდი გავლენა. მეორე ტაიმში მოვახერხეთ და ბურთი გავაგორეთ მოედნის ცენტრში მარა დასანანი მარცხი არ აგვცდა. არაუშავს, უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გვყავს ნუ გავიწყდებათ და კიდევ მოუმატებენ თამაშს და ამ გამოუცდელობის ფონზე კარგია რო გამოამჟღავნეს ბევრი კარგი თვისება ამ ძლიერ მეტოქესთან და გვარიანად ანერვიულეს კიდეც ფრანგები. დადებითი მხარე ვერ დაინახეთ ამ შეხვედრაში? თუ მარტო ცუდს ხედავთ? "სჯობს, ვიყოთ რეალისტები, უსაფუძვლო ამბიციები გვერდზე გადავდოთ" - ამას ამბობ? მაშინ სჯობს იყო რეალისტი და უსაფუძლო ამბიციები გვერდზე გაგადო, არ იცი სტატიის წერა!
dato
ძირითადად გუნდის თამაშს არაუშავდა, თუმცა ვერ გამიგია ამ მომავლის გუნდში რაღა უნდა ხიზანიშვილს, რომელსაც საუკეთესო პერიოდი როდის ქონდა უკვე თითონაც აღარ ახსოვს, გელაშვილს ან დვალიშვილს, რომლებიც მოედანზე რა ფუინქციით გადიან მგონი ვერც აცნობიერებენ...
giorgi
ახლა არ დაიწყოთ გამართლება. ქეცბაიამ წააგო პირველ რიგში ეს თამაში თავისი ტაქტიკით. საფრანგეთს რომ თამაშს გაუხსნი
გია
კი ბატონო შეიძლება წააგო, რა თქმა უნდა, მაგრამ არა თამაშამდე არამედ თამაში. იმის გარდა, რომ კლასით ჩამოვრჩებით (ბურთის გაჩერება, პასი, ფიზიკა, მოედნის ხედვა) ჩვენებს მონდომება აკლიათ და ყოველი ბურთისთვის ბრძოლა არ შეუძლიათ (არ მინდა ვთქვა - არ უნდათ). რამდენჯერ უნდა დაუშვას შეცდომა ხიზანამ ამ დამსახურებულმა კაცმა ან რამდენჯერ არ უნდა გამოვიდეს ჩაწოდებულზე ლორია? ნუთუ არ შეიძლება, რომ თუ ხიზანამ გინდა თუ არა უნდა ითამაშოს, წინ გავწიოთ რათა მისი შეცდომების გამოსწორების საშუალება გვქონდეს.
niko
საქართველოში ფეხბურთი მოკლეს. სანამ ფედერაციის პრეზიდენტი ცირკის ყოფილი დირექტორია - მოედანზე ნუ ელოდებით ფეხბურთის თამაშს. მადლობა ვთქვათ რომ კლოუნებივით ჩაცმულები არ გამოდიან.
zura
kargit ra kargit sircxvilia ukve, aravin ar eloda mogebas magram gushindel tamashs tamashi ar erqva marto pogmam daichira centri da mteli chveni naxevardacva creebs urtyavda, vin kenia vin ananidze, yoveltvis marad amomavali varskvlavebi darchebian.
gizog
ამჯერად ამას დავკმაყლდეთ? სხვა რა დაგვრჩენია. მაგრამ ლევანმა გული დამწყვიტა. ასე უჯგრო გამოსვლას აჯობებდა საერთოდ რაიმეს მომიზეზება ჯობდა. საერთოდ კი ნელ-ნელა გროვდება გამოცდილება და ალბათ წყურვილიც გამარჯვებისა. მადლობთ ბიჭებო, რომ იომეთ.
Lasha
არიან ბიჭები, ვისაც აშკარად ეტყობა, რომ შეუძლიათ თამაში. კობახიძე, თარგამაძე, ვაწაძე... ამათი სითამამე და ჟინი მოსაწონია. ანანიძე და ყენია რაღატო თამაშობენ, არ მესმის. იყვნენ ეგენი პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ვერ განვითარდნენ, აღარც ისე პატარები არიან, რომ ასაკს დააბრალო ყველაფერი... ლობჟანიძეც კარგი იყო, ლორიაც.
ილია
გასაკრიტიკებელი არაფერი აქვს ნაკრებს,ისეთი ნაკრები გვყავს როგორიც არის და თავს ზევით ძალა არ არის.ეს არც ფეხბურთელების ბრალია და არც მწვრთნელის,ეს არის ჩვენი შესაძლებლობები. მთავარია ბიჭებს ეტყობათ რომ ბრძოლობენ და ცდილობენ რაგაცას.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა