საქართველოს ეროვნული ნაკრები 27-30 მარტს ჰოლანდიაში გასამართი ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰოლანდიაში გასამართი ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადება.

ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის გაწვრთნილებმა ბოლო შეკრება თბილისში დაიწყეს, მერე აზერბაიჯანში გაემგზავრნენ და 18 და 19 მარტს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურად ითამაშეს - პირველი 2:1 მოიგეს, მეორეში 0:4 დამარცხდნენ.

22 მარტს, სპორტკომპლექს "არენაში" ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა და მასმედია მიიწვია.

"ლელომ" ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს ინტერვიუ ჩამოართვა.

- ელიტრაუნდი კარს მოგვადგა. მოსამზადებელ ეტაპს როგორ შეაფასებდით?

- საკმაოდ ნაყოფიერი შეკრებები და თამაშები გვქონდა. გასული წლიდან მოყოლებული, რამდენიმე შეკრება, საერთაშორისო ტურნირი და სპარინგები ჩავატარეთ, შესარჩევი ციკლის მატჩებიც უკან მოვილიეთ და გუნდი ნელ-ნელა იქოქება.

- თქვენი აზრით, გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი გააჩნია?

- ჰოლანდიაში იმდენად ძლიერი მეტოქეები გვყავს, რომ ჩვენ ყველა აუტსაიდერად გვთვლის. მე კი მიმაჩნია, რომ ეს ეს მცდარი შეხედულებაა.

- მეტოქეები ბევრად უფრო გამოცდილები არიან და რა გაიმედებთ?

- რა და ბოლო 8 თვის განმავლობაში გუნდის ნაჩვენები თამაშის ხარისხი და პროგრესი. მსოფლიოს ფუტსალის გრანდს, პორტუგალიას პირველი მატჩი რომ მოვუგეთ, თქვეს, შემთხვევითი ამბავიაო. მერე შესარჩევში გავიმარჯვეთ და ესეც ასე მონათლეს. ახლა ევროპის ბოლო, 2010 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი აზერბაიჯანს მისსავე მოედანზე ორიდან ერთი შეხვედრა მოვუგეთ და კვლავ შემთხვევითობა მოხდაო.

კარგით, ჩავთვალოთ, რომ ასეა. შევეცდებით, ჰოლანდიაში კარგად ვითამაშოთ, პროგნოზები არ გავამართლოთ და "შემთხვევით" იქაც მოვიგოთ.

არადა, პორტუალიისა და აზერბაიჯანის შინ დამარცხება, როგორი ძნელია, ეს ფუტსალში ჩახედულ ადამიანებს კარგად მოეხსენებათ. ამ გუნდებთან შეხვედრების შემდეგ ჩვენი ნაკრების ძალა შევაფასე და მივხვდი, რომ ჰოლანდიაში ბრძოლა შეგვიძლია. თუმცა, დაველოდოთ შეხვედრებს.

- ელიტრაუნდზე სრული შემადგენლობით მიემგზავრებით?

- სამწუხაროდ, დევდარიანი დაგვაკლდება. ის კვიპროსში თამაშობს და როდესაც ნიქოზიის "აპოელს" მისი გამოშვება და ვიზის მომზადება ვთხოვეთ, შეგვპირდნენ, მაგრამ საქმეს წელავდნენ. გუშინ კი თავად ფეხბურთელი დამიკავშირდა, გაგიჟებული იყო, არ მიშვებენო.

დევდარიანი ჩვენთვის დიდი ძალაა და ამ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებ.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან პირველი შეხვედრისას დავით ბობოხიძე დაგვიშავდა, მაგრამ ექიმები გვაიმედებენ, რომ პირველი შეხვედრისთვის მზად იქნება. ყველა დანარჩენი მწყობრშია და მივდივართ იმ იმედით, რომ ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

შეგახსენებთ რომ 24 მარტს ეროვნული ნაკრები ჰოლანდიაში გამეგზავრება ელიტრაუნდში მონაწილეობის მისაღებად.

ამსტერდამში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 მარტს ჩეხებთან გამართავს, 28 მარტს - მასპინძელ ჰოლანდიასთან, 30 მარტს - ბელარუსთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აზერბაიჯანის ნაკრებმა ქართველებთან რევანში აიღო

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა, რომელთანაც 11 წელია, არ მოუგია

http://sportall.ambebi.ge//fexburti/qarthuli-fekhburthi/futzali/47189-azerbaijanis-nakrebma-qarthvelebthan-revanshi-aigho.html

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?