მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები გაიმართა, სადაც ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს
საფრანგეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენციები გაიმართა, სადაც ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

დიდიე დეშამი: "ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო მატჩი იყო, რადგან ერთი გოლი გავუშვით, რისი აცილებაც შეიძლებოდა. რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ და სამი ქულა ავიღეთ.

საქართველოსთან თამაში ადვილი არ იყო. გოლის გატანას პირველ ნახევარ საათში ვგეგმავდით; ასეთ თამაშებში ანგარიშის გახსნაა მნიშვნელოვანი, რათა ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია ჰქონდეთ. მერე, მეორე გოლიც მალე გავიტანეთ და შევეცადეთ, მატჩი უკვე ჩვენ გაგვეკონტროლებინა".

თემურ ქეცბაია: "პირველ რიგში, საფრანგეთის ნაკრებს მინდა მივულოცო დამსახურებული მოგება. ძალიან ძნელი თამაში იყო. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი დავრჩი.

სამწუხაროა, რომ გოლი ტაიმის ბოლო წამებზე გავუშვით, მაგრამ ფეხბურთში ასეა... გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და იმედია, რომ მათთვის ეს თამაში გაკვეთილი იქნება და მომავალში ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ.

გამოცდილებაა იმ მხრივაც, რომ ასეთი დონის გუნდს ვეთამაშებით. სამწუხაროდ, ეს თამაში წავაგეთ, მაგრამ მგონი ყველამ დაინახა, რომ საფრანგეთის ნაკრები დღეს ჩვენზე უკეთესი იყო და დამსახურებულადაც მოიგო".

მატჩისშემდგომ, კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლის ავტორმაც.

ოლივიე ჟირუ: "გულწრფელად რომ გითხრათ, ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ვიცოდით, რომ გუნდურ თამაშს თამაშობენ და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია.

ქართველებმა პირველ ტაიმშივე შეგვიქმნეს საფრთხე და ძალა გვაგრძნობინეს. მეორე ტაიმში კი, გოლიც გაგვიტანეს.

ჩვენ მოწინააღმდეგეს ძალიან სერიოზულად მივუდექით და მათ დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ. შედეგითაც კმაყოფილები ვართ.

ვფიქრობ, საქართველოში თამაში ძალიან რთული იქნება. საქართველოს ნაკრები ღირსეული გუნდია და ეს ჩვენთან თამაშშიც დაამტკიცეს, როცა ასე მონდომებით, ბოლომდე გვებრძოდნენ. ასეთი მონდომებით, მათ, უპირველესად, თავის ქვეყანას სცეს პატივი..."

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საფრანგეთიდან პირდაპირ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც ახალგაზრდულის ამხანაგურ და ელიტრაუნდში 17-წლამდე ნაკრების თამაშებს დაესწრება.

ნაკრების ფეხბურთელები კი, დღესვე თავიანთ გუნდებს მიაშურებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

tornike
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქეცბაიათი და ნაკრებით, ჟურნალისტი აშკარად პროვოკატორობდა, წამოგება უნდოდა. რომელი საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტი იყო? სახელი და გვარი?ან სახე მაინც დაგვანახეთ, რომ ვიცოდეთ გულშემატკივრებმა :)
Nukri
მართალია,რისი რესურსიც გვაქვს ის არის შედეგიც, მეტი ჯერ არ გამოდის

ქეცბაიას გუშემატკივარი არ ვარ, მაგრამ რაც პრესკონფერენციაზე იმ ვაიჟურნალისტმა იბჟუტურა ამაზრზენი იყო, ქეცბაიას ყოჩაღ როგორ შეიკავა თავი გადავაყლაპებდი მის ადგიალს მიკროპფონს იმ მართლა არაკაცს, მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა ქეცბაიამ, თუ ვინმეს უფრო მეტის გაკეთება უნდა დააფინანსოს ეროვნული ჩემპიონატი გახსნას სკოლები, დახარჯოს ფული და რესურსიც გვექნება
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი