სერენა უილიამსი დამაჯერებლად გადავიდა მერვედფინალში
ქალმა ჩოგბურთელებმა უკვე მესამე წრეში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა და კვლავაც საყოველთაო ყურადღების ცენტრშია ესპანელი თინეიჯერი გარბინ მუგურსა-ბლანკო. ტურნირზე უაილდ-ქარდით მიწვეულმა პირენეელმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. გუშინ ის ინდიან უელსის ტურნირის ფინალისტს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის გაუსწორდა, თანაც ორ სეტში – 6:2, 6:4.

ბლანკოს მხოლოდ მეორე სეტის შუაში გაუჭირდა, როცა 6:2, 2:0-ზე მომდევნო ხუთი გეიმიდან ოთხი წააგო და ვოზნიაცკის 4:3 დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ შემდეგ ისევ მოიპოვა ინიციატივა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ვოზნიაცკის ტოპ-ათეულის მეორე მოთამაშეა, რომელიც გარბინმა თავის ხანმოკლე კარიერაში დაამარცხა. შარშან, სწორედ მაიამიში დაამარცხა მან რუსი ვერა ზვონარევა და იქაც მერვედფინალში გააღწია. ამავე ეტაპზე ითამაშა წელს, ინდიან უელსის ტურნირზე.

ახლა, მეოთხედფინალში გასასვლელად მუგურუსას სერიოზული ტესტის გავლა მოუწევს. მისი მორიგი მეტოქეა ჩინელი ნა ლი. აზიელი, რომელიც პირველ ტურნირს თამაშობს ავსტრალიის ღიას შემდეგ, ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს ხვდებოდა და ზუსტად ისეთივე სცენარით მოუგო, როგორითაც ბლანკომ ვოზნიაცკის. პირველი სეტის 6:2 აღების შემდეგ, ნა ლი 4:1-ს იგებდა მეორე პარტიაში, რის შემდეგაც ამერიკელმა ზედიზედ სამი გეიმის მოგება შეძლო, თუმცა სეტისა და მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

მუგურუსა ბლანკოს გარდა, კიდევ ერთმა თინეიჯერმა მოთამაშემ აალაპარაკა საჩოგბურთო სამყარო. ეს არის 19 წლის ხორვატი აილა ტომლიანოვიჩი. მან WTA-ის ტურში 2009 წელს სცადა ბედი, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი, აქ კი უკვე სამი მეტოქე გაიარა. მან ჯერ ყაზახი ქსენია პერვაკი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ იულია გორგესს მოუგო, გუშინ კი ტურში ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ანდრეა პეტკოვიჩს სძლია – 0:6, 6:4, 7:6(1).

კიდევ ერთი მოულოდნელობა მოხდა პეტრა კვიტოვასა და კირსტენ ფლიპკენსის შეხვედრაში. ბოლო დროს ისე ჩანდა, რომ ჩეხმა ოპტიმალური ფორმა აკრიფა. მან ინდიან უელსში მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ვერ გაუმკლავდა მარია კირილენკოს. ახლა კი პეტრა მესამე რაუნდიდან გამოეთიშა ბრძოლას. ის მხოლოდ მეორე სეტში ახერხებდა ჩვეული თამაშის ჩვენებას, პირველ და მესამე სეტებში კი მხოლოდ ერთი გეიმი აიღო.

ამერიკელი თინეიჯერი სლოუნ სტივენსი პირველ წარმატებულ ტურნირს ატარებს ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ. მესამე წრეში სტივენსს ვენუს უილიამსის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ მოთელვაზე ვეტერანმა ზურგის ტკივილი იგრძნო და უარი თქვა თამაშზე.

სტივენსი მერვედფინალში აგნიეშკა რადვანსკას შეხვდება. პოლონელმა დიდი გაჭირვებით მოუგო მაგდალენა რიბარიკოვას. პირველი სეტი რადვანსკამ მხოლოდ ტაი-ბრეიკზე აიღო, მეორეში სლოვაკმა ორი გეიმი დაუთმო მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს. მესამე სეტში კარგა ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ბოლოს აგნიეშკამ უფრო სტაბილურად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქულების საერთო რაოდენობით პოლონელს სულ მცირე უპირატესობა ჰქონდა: 94:91.

დამაჯერებლად გადავიდა მერვედფინალში სერენა უილიამსი, რომელმაც წელს მეორედ მოუგო იაპონელ აიუმი მორიტას. ამ ჩოგბურთელებმა ავსტრალიის ღიაზე ითამაშეს და მაშინ, მორიტა მეორე სეტში 3:0 დაწინაურდა. ახლა იგივე პირველ სეტში

მოხდა – აზიელი წინ გავიდა 3:0 და მეოთხე გეიმს 30:0-ს იგებდა, როცა სერენამ დამატებითი სიჩქარე ჩართო და ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო. საერთო ჯამში, მორიტას დასამარცხებლად უილიამსმა 75 წუთი დახარჯა - 6:3, 6:3.

II წრე

მარია კირილენკო (რუს, 14)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:1, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 15)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:7(2), 6:1, 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-ვიქტორია დუვალი (აშშ) 6:3, 7:5; ლორენ დევისი (აშშ)-მედისონ კისი (აშშ) 6:1, 5:7, 7:6(7); კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 5:7, 7:5, 7:6(3); სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 18) 6:4, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-იუჯინ ბუშარი (კან) 6:2, 6:0; ანჟელიკ კერბერი (გერ, 6)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:7(5), 6:3, 6:2; ნადია პეტროვა (რუს, 11)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:1; კორანა კირსტეა (რუმ, 28)-სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ) 2:6, 7:5, 6:2; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 21)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 7:6(3); სარა ერანი (იტა, 8)-დანიელა ჰანტუხოვა 6:3, 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია, 26) 6:1, 6:7(4), 7:5; ალიზ კორნე (საფ, 32)-ლორა რობსონი (ბრიტ) 5:7, 7:5, 6:1; ელენა ვესნინა (რუს, 29)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:4, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 12)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:2, 6:1.

III წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:3, 6:3; გარბინ მუგურუსა ბლანკო (ესპ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9) 6:2, 6:4; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 0:6, 6:4, 7:6(1); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 7:6(5), 2:6, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13)-რომინა ოპრანდი (შვეიც) 6:3, 6:4; ნა ლი (ჩინ, 5)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 25) 6:2, 6:4; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 30)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7) 6:0, 4:6, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ, 16)-ვენუს უილიამსი (აშშ, 19) უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის ტურნირი: სერენა ულიამსის დაბრუნება, ვიქტორია აზარენკამ უარი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა