"ტამპა ბეი ლაითნინგის" მთავარი მწვრთნელი გი ბუშე თანამდებობიდან დაითხოვეს
"ტამპა ბეი ლაითნინგის" მთავარი მწვრთნელი გი ბუშე თანამდებობიდან დაითხოვეს, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ბუშეს პოსტი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც "ტამპამ" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ოტავაში წააგო იქაურ "სენატორზთან" - 3:5.

"ამ ადამიანმა მთელი თავისი გული ჩადო კლუბში ბოლო სამი წლის განმავლობაში და ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, - განაცხადა "ტამპას" გენერალურმა მენეჯერმა სტივ აიზერმანმა. - მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ ბოლოდროინდელი სიტუაციით და მიმაჩნია, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენს გუნდს".

უახლოეს მატჩებში "ლაითნინგს" უხელმძღვანელებენ ბუშეს ასისტენტები – მარტინ რეიმონდი და დენ ლაკრუა. ჟურნალისტები "ტამპას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ორ სპეციალისტს უწინასწარმეტყველებს – ლინდი რაფსა და ჯონ კუპერს, რომელმაც შარშან, "ნორფოლკ ადმირალს" AHL-ის ჩემპიონატი მოაგებინა.

31 მატჩის შემდეგ, "ტამპა" მე-14 ადგილს იკავებს აღმოსავლეთ კონფერენციაში.

22 მარტი

აილენდერსი-პიტსბურგი 2:4

კოლამბუსი-კალგარი 5:1

ვინიპეგი-ვაშინგტონი 1:6

ანაჰაიმი-დეტროიტი 1:5

ოტავა-ტამპა ბეი 5:3

მინესოტა-სან ხოსე 2:0

ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 0:1

23 მარტი

ტორონტო-ბოსტონი 3:2

მონრეალი-ბაფალო 1:2

ნიუ ჯერსი-ფლორიდა 2:1

ნეშვილი-კოლამბუსი 5:2

დალასი-კოლორადო 5:2

ედმონტონი-სტ. ლუისი 0:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" "იხვები" მიუახლოვდნენ

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე