ლიოვმა ბენდერს, იანსენს და ჰერმანს უხმო, დრაქსლერმა და შვაინშტაიგერმა ჩემოდნები ჩაალაგეს
ყაზახეთში გამარჯვების (3:0) შემდეგ, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესგუნდის განაცხადში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.

იოგიმ შაბათს დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი გამოიძახა. ამ უკანასკნელს წესით ყაზახეთშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ ბუნდესნაკრებს გრიპის გამო გამოაკლდა, ახლა კი გამოჯანმრთელდა და გუნდს შეუერთდა.

სამაგიეროდ, გერმანიის ნაკრები "ბაიერნის" ლიდერმა ბასტიან შვაინშტაიგერმა (დისკვალიფიკაცია) და "შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავმა იულიან დრაქსლერმა (ტვინის შერყევა მიიღო) დატოვეს. გუშინ ლიოვმა ბუნდესგუნდის განაცხადს კიდევ ორი ფეხბურთელი დაამატა: "ჰამბურგის" მარცხენაფლანგელი მარსელ იანსენი და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" შემტევი ნახევარმცველი პატრიკ ჰერმანი. შეგახსენებთ, რომ გერმანელები სამშაბათს კვლავ ყაზახეთის ნაკრებს ხვდებიან - ოღონდ, ამჯერად ნიურნბერგში.

22 წლის ჰერმანი აქამდე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ეროვნულ ნაკრებში პირველად უხმეს, 27 წლის იანსენს კი ბუნდესგუნდში 36 მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა მარსელი ლიოვის გუნდში 2010 წლის 3 სექტემბრის მერე აღარ გამოჩენილა. სვენ ბენდერი შვაინშტაიგერს შეცვლის, რომელმაც ასტანაში მორიგი გაფრთხილება მიიღო და სამშაბათს თამაში ამის გამო აეკრძალა.

შესაბამისად, შვაინი "ბაიერნში" დაბრუნდა. ბასტიანთან ერთად, გერმანიის ნაკრებს შალკელი დრაქსლერიც გამოაკლდა, ოღონდ სხვა მიზეზით - მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. აქვე გეტყვით, რომ ყაზახეთთან საშინაო მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა ბაიერნელი მარიო გომესისა და შალკელი ბენედიქტ ჰიოვედესის ასპარეზობაც - მათაც ტრავმები აწუხებთ. სამაგიეროდ, სამშაბათს ბუნდესგუნდს დორტმუნდელი მარკო როისი უბრუნდება, რომელმაც ასტანაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა.

"თითქმის მთელი კვირა საწოლში ვიწექი, ახლა კი, როგორც იქნა, კარგად ვარ და შემიძლია, გერმანიის ნაკრებს შევუერთდე. გამოჯანმრთელება რომ ვერ მომეწსრო გული დამწყდებოდა, რადგან გერმანიის ნაკრებში თავის დამკვიდრებაზე ვოცნებობ. მიხარია, რომ უკეთ ვარ და სამშაბათს მოედანზე გასვლა შემეძლება," - უთხრა "კიკერს" ბენდერმა.

"მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში მოგება არ გაგვიჭირდა, მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთი გამარჯვების შემდეგ ყოველთვის არსებობს მოშვების საფრთხე და თუ მოვეშვებით, ყაზახებს ჩვენი დასჯა შეუძლიათ. სამ ქულის მოპოვებისთვის საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია და საქმისადმი სერიოზული მიდგომა - ყაზახეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის," - ეს ლიოვის სიტყვებია.

ვის უნდა ჩაეთვალოს გოლი, მიულერს თუ შვაინის?

ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი პირველი გოლი ფიფამ ბასტიან შვაინშტაიგერს ჩაუთვალა, რაც დავის საგანი გახდა. საქმე იმაშია, რომ შვაინის დარტყმის შემდეგ, ბურთს მიმართულება თომას მიულერმა მკერდით შეუცვალა და ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ გოლი სწორედ მას ეკუთვნის.

"ეს გოლი შვაინშტაიგერს მხოლოდ 20 პროცენტით ეკუთვნის. ეს, რა თქმა უნდა, ფიფას გადასაწყვეტია, მაგრამ გამიხარდებოდა, ჩემთვის რომ ჩაეთვალათ," - უთხრა მიულერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შვაინშტაიგერს, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 98-ე მატჩი ჩაატარა და ამით მიხაელ ბალაკს გაუთანაბრდა, არ გაუპროტესტებია: "ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ გოლს თომასს უპრობლემოდ ვაჩუქებდი, რადგან ბურთს რომ არ შეხებოდა, გოლი ალბათ არ გავიდოდა," - აღნიშნა შვაინიმ.

გერმანელებს ამის მეტი სადარდებელი არაფერი აქვთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში თავიანთ ჯგუფს ხუთი თამაშის შემდეგ 13 ქულით, ერთპიროვნულად და შვედეთთან 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გერმანიის ნაკრები: ათიანების მოზღვავება ბუნდესგუნდში

დეზირე დუეს ძმა გერმანულ კლუბში გადაბარგდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს