რეკორდმაისტერი სინს 33-ე ტურში ჩაიბარებს

26 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და გერმანიაში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მიუნხენელები ჩემპიონობას სეზონის ფინიშამდე გაცილებით ადრე გაინაღდებენ. მიუხედავად ამისა, ბავარიელები გერმანიის ჩემპიონისთვის განკუთვნილ "ვერცხლის სინს" სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩის შემდეგ, ანუ, ბოლოსწინა ტურში ("აუგსბურგთან" მატჩის შემდეგ) ჩაიბარებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ 20 ქულით ვლიდერობთ, მაინც ასე ვიტყვი: თუ ჩემპიონები გავხდებით, სინს ბოლოსწინა ტურში ჩავიბარებთ და გერმანიის ჩემპიონობას ოფიციალურად სწორედ "აუგსბურგთან" შეხვედრის შემდეგ ვიზეიმებთ," - უთხრა გაზეთ "ბილდს" რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ჩემპიონობის განაღდება მომდევნო ტურშივე შეუძლია: ამისათვის საჭიროა, რომ მეორე ადგილზე მყოფმა მოქმედმა ჩემპიონმა "დორტმუნდმა" "შტუტგარტთან" ვერ მოიგოს, ხოლო მიუნხენელებმა კი "ჰამბურგი" დაამარცხონ. რუმენიგეს თქმით, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ბავარიელები ჩემპიონობას ძალიან მოკრძალებულად იზეიმებენ, რადგან სამ დღეში "ბაიერნს" ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელის.

"თუ ახლავე გავჩემპიონდებით, საზეიმო ვახშამიც კი არ გვექნება, რადგან "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჯახზე უნდა ვიფიქროთ," - აღნიშნა რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანც ბეკენბაუერი: "ბაიერნი" "ბარსას" ვერ დაემსგავსება!

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა