24 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს მეორედ შეხვდა
24 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს მეორედ შეხვდა. 22 მარტს გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ქალაქ პულავში პირველი სპარინგი 1:3 დათმეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ პირველ მატჩში, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა ათამაშა.

ძირითადში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, ვინც ნაკრების შეკრებაზე პირველად გამოიძახა -მწვრთნელს მათზე დაკვირვება სურდა.

24 მარტს გუნდები მეორედ კვლავ პულავში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს, თუმცა, შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა 31-ე წუთზე მომხდარმა ამბავმა - მსაჯმა ერთ-ერთი ქართველი მოედნიდან გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით, თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ნახევარში ისარგებლეს. ანგარიში სწრაფად გახსნეს - ქართველების კარი 52-ე წუთზე შჩეცინის "პოგონის" ფორვარდმა კამილ ზელინსკიმ აიღო 1:0.

მეორე ტაიმის დასასრულს კაცნაკლული სტუმრები დაიღალნენ და პოლონელებმა მიზანს ზედიზედ ორჯერ მიაღწიეს: 87-ე წუთზე "ვერდერის" თავდამსხმელმა მარტინ კობილანსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი სტრუჟეს "კოლიაჟის" მოთამაშე კამილ კუროვსკიმ მესამეც გაგვიტანა და საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრით ქართველი 19-წლამდელების შეკრება დასრულდა, დელეგაცია სამშობლოში დღეს დაბრუნდება.

ცეცაძის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრებისთვის მზადებას აპრილში განახლებენ და პორტუგალიაში ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!