საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილ მწვრთნელს საფრანგეთი-საქართველოს მატჩის შეფასება ვთხოვეთ
ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ აზრის გამოთქმას სპეციალისტს ვთხოვთ ხოლმე და არც ახლა დავარღვიეთ ტრადიცია.

ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ვლადიმერ გუცაევი გახლავთ, ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი, ვინც ახლა მენეჯერად მუშაობს ვლადიკავკაზის "ალანიაში".

- საფრანგეთთან შეხვედრაში რა იყო საქართველოს ნაკრების პოზიტივი და ნეგატივი?

- პოზიტივი იყო ის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მართლაც მონდომებით ითამაშეს და ეს დასაფასებელია.

რაც შეეხება ნეგატივს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ნაკრებში ბევრ ფეხბურთელს არ ჰყოფნის კლასი - ასეთ დონეს, ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაშს სხვა რანგის ფეხბურთელები სჭირდება.

- გიორგი ლორიას თამაშს როგორ შეაფასებდით?

- პირველი გოლის დროს მას შეეძლო კარის გადარჩენა. რაც შეეხება მეორე გოლს, მატიო ვალბუენას დარტყმა არ იყო ძლიერი და შესაბამისად, შეუძლებელი არ იყო მისი მოგერიება. მესამე გოლი კი ჩვენმა მეკარემ ახლო კუთხეში გაუშვა.

ლორიამ ბოლო პერიოდში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა ნაკრებში და მას უფრო ძლიერად შეუძლია თამაში, ვიდრე ეს საფრანგეთთან იყო.

- ჩვენი გუნდის დაცვაზეც საინტერესო იქნება თქვენი აზრი...

- პირველი გოლის დროს ალექსანდრე ამისულაშვილმა დაკარგა პოზიცია, ოლივიე ჟირუ რამდენიმე ნაბიჯით აღმოჩნდა მასზე წინ და ასეთ დროს უკვე ძალიან ძნელია შეცდომის გამოსწორება.

ვფიქრობ, გურამ კაშიას დაცვაში რომ ეთამაშა, ეს ჩვენს ნაკრებსაც უფრო წაადგებოდა და თვითონ ფეხბურთელსაც. მიმაჩნია, რომ კაშია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაკარგულია.

- მესამე გოლის დროს ფრანკ რიბერი ზურა ხიზანიშვილთან პირისპირ დარჩა - როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენი დაცვის ტაქტიკური შეცდომა უფრო იყო თუ კონცენტრაციის დაკარგვა?

- ასეთ მეტოქეს რომ ეთამაშები, დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე შედეგის მიღწევა. საფრანგეთის ნაკრებში, რიბერის გარდა, კიდევ ბევრს შეუძლია ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება. ჩემი აზრით, ეს ეპიზოდი ჩვენი დაცვის ტაქტიკური შეცდომის ბრალია.

- საფრანგეთთან საქართველოს ნაკრების წინა ხაზიდან ვის გამოარჩევდით?

- მომეწონა სანდრო კობახიძე, ბევრს მოძრაობდა, აგრესიული იყო. მათე ვაწაძესა და დავით თარგამაძეს კი უკეთესადაც შეუძლიათ თამაში.

- ინტერვიუს დასაწყისში ჩვენი ფეხბურთელების ასათანადო კლასი ახსენეთ და არა მგონია, ამ მხრივ ფინეთის ნაკრები ჩვენზე წინ იდგეს, თუმცა ფაქტია, ფინელებმა ესპანეთთან სტუმრად 1:1 ითამაშეს.

- ესპანეთის ჩემპიონატი რომ ავიღოთ, მესის და რონალდოს დარი თავდამსხმელი იქ სხვა არ არის. ესპანეთის ნაკრებში ფორვარდები საკუთარ თავზე ინიციატივას ნაკლებად იღებენ. ესპანეთს სხვა რგოლებში უფრო კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე თავდასხმაში და ვფიქრობ, ფინეთთან ფრეც მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ფაქტორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

odala
ლორიას ბრალი არც ერთ შემთხვევაში არ იყო. შეიძლება თქვა მესამე ახლო კუთხეში გაუშვაო, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ რიბერიმ თამაშის დასაწყისში შორეულ კუთხეში დაურტყა და ხარიხას დააჯახა, მეკარემაც გაცილებით შუალედური პოზიცია დაიჭირა...
levani56
ფეხბურტელები არაგვწვას
რომანი
ვაწაძესაც არ უთამაშია ცუდად
ჰარი
გუცაევისთანა ვირტუოზებს რომ სხვაგან გაუშვებ,ის ქვეყანაა კი არა ყანაა! ჩააბარე ასეთ ხალხს საფეხბურთო სკოლები, მოჭიდავეებს საჭიდაო სკოლები და ა.შ. და ითვალე 3-4 წელიწადში ჩემპიონები და ფულები!
GIA
ვეთანხმები ვოვას თავიდან ბოლომდე. ჩვენ არ გვყავს მაღალი კლასის მოთამაშეები. ეს მასიმუმია რაც ამ ფორმაციის ნაკრებს აქვს.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა