22 წლის ქართველი პლეიმეიკერი ტალინის "ფლორაში" დაბალ ხელფასს იღებდა და ასეთ პირობებში ესტონეთში დარჩენა აღარ უღირდა
ბოლნისის "სიონის" სატრანსფერო აქტიურობა და გამჭრიახობა უდავოდ პატივისცემას იმსახურებს. იმ დროს, როდესაც ჩვენი ჩემპიონატის ლიდერები ევროპელების ჩამოყვანაში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, ბოლნისელები ბევრად ნაკლები საფასურით ცნობილი ქართველი მოთამაშეების დამატებასა და გაძლიერებას ახერხებენ.

ჯერ იყო და გუნდში მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი დაიმატეს. როგორც შევიტყვეთ, ირაკლი კლუბს უკვე შეუთანხმდა და სეზონის ბოლომდე "სიონში" ითამაშებს.

თბილისის "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც 23 მარტს დიღმის ბაზაზე გაიმართა, ბოლნისელთა რიგებში კიდევ ერთი ახალწვეული, ზაქარია ბეგლარიშვილი გამოჩნდა.

ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირებში მესამე ადგილზე გასული ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორადან" წამოვიდა. მას კონტრაქტი დაუმთავრდა. ამავე დროს, მეტისმეტად დაბალ ხელფასს იღებდა და ასეთ პირობებში ესტონეთში დარჩენა აღარ უღირდა.

რაც მთავარია, უკრაინის პრემიერლიგის ლვოვის "კარპატიში" მიიწვიეს, მაგრამ პირველი შეკრების შემდეგ 22 წლის ქართველ პლეიმეიკერს უკრაინელებმა მიუღებელი პირობები შესთავაზეს და ლვოველებს მეორე შეკრებაზე აღარ გაჰყვა.

ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ ესტონური ინტერნეტგამოცემა Err.es-ის ინფორმაციით, ბეგლარიშვილს ტალინის "ფლორას" ხელმძღვანელობა დაბრუნებას სთავაზობდა.

გამოცემა შეცდა, როდესაც ქართველი ახალგაზრდის "ფლორაში" თამაშის შანსს 50/50-ზე აფასებდა.

შევიტყვეთ, რომ ზაქარიაც, კლიმიაშვილის მსგავსად, "სიონში" სეზონის დასრულებამდე დარჩება. "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ ზაქარია ბეგლარიშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "სიონში" შენი გამოჩენა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა...

- ეს ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო.

- ანუ "სიონში" უკვე ჩაირიცხე?

- "ფლორადან" გათავისუფლების ფურცელს ელოდებინ და მალე საჩემპიონატო განაცხადში შემიყვანენ.

- ესტონელებს შენში საკმაოდ დიდი საკომპენსაციო თანხა, 60 ათასი ევრო ეკუთვნით - ბოლნისელებს დიდი ბიუჯეტი არ აქვთ და ამხელა ფულს იხდიან?

- საქმეც ისაა, რომ "ფლორა" საკომპენსაციო თანხას ვეღარ მიიღებს.

- რანაირად?

- ერთ თვეში 23 წლის გავხდები. ანუ თავისუფლად შემეძლო, ეს პერიოდი უგუნდოდ ვყოფილიყავი და მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ დაინტერესებულ კლუბში ჩავირიცხებოდი. ეს ესტონელებისთვისაც არ დამიმალავს. ვუთხარი, რომ მათი მადლიერი ვიყავი, კარიერის აწყობასა და წინსვლაში ხელი შემიწყვეს და ცუდად დაშორების სურვილი არ მქონდა - ყველაფერი ისე გადავწყვიტოთ, ნორმალურ ხალხს რომ შეეფერება-მეთქი. გამიგეს, არ შემეწინააღმდეგნენ და შევთანხმდით. ადამიანურად მოიქცნენ.

- ესტონეთის მეისტრიილიგის კლუბების ბიუჯეტი მინიმუმ მილიონი ევროა. ვიცით, რომ "ფლორას" შენი დატოვება სურდა - ნუთუ მისაღები პირობები არ შემოგთავაზეს?

- ახალი კონტრაქტი რომ შემომთავაზეს, პირობების გაუმჯობესება მოვითხოვე, რაზეც უარი მითხრეს, არ შეგვიძლიაო და ცხადია, იქ დაბრუნებაზე უარი შევუთვალე.

- როგორც ვიცი, ძალიან დაბალ ხელფასზე თამაშობდი...

- ასეც იყო, "ფლორაში" იმდენად დაბალი ხელფასი მქონდა, ევროკავშირის წევრ ძვირ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ადრე მიზერულ თანხაზე იმიტომაც ვთამაშობდი, რომ მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა დავოჯახდი და ამის მიუხედავადაც, "ოქროს მთები" არ მომითხოვია, ელემენტარულ პირობებზე იყო ლაპარაკი. ამის გადახდაც არ ისურვეს და წამოვედი.

დაბალ ხელფასზე ესტონეთში ყოფნას ისევ ქართულ გუნდში თამაში მერჩივნა. ის მაინც მეცოდინება, რომ გვერდში ჩემიანებს დავუდექი.

- "სიონზე" უკეთესი მიწვევები არ გქონია?

- იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ "სიონის" წინადადება საუკეთესო აღმოჩნდა და საბოლოოდ, ბოლნისში თამაში ვარმჯობინე.

- იქნებ გვითხრა, ლვოვის "კარპატიში" რატომ არ დარჩი?

- შეკრების ბოლოს მიუღებელი წინადადებით მომმართეს და იმიტომ. ეს თემა წარსულია, დახურული საკითხია და მასზე ლაპარაკი აღარ მსურს. არადა, იმედიანად მივდიოდი.

რაც იყო, იყო, ჩემთვის მთავარია, ახლა თავი გამოვიჩინო და წინსვლა არ შევაჩერო.

- "სიონში" როდემდე დარჩები?

- ზაფხულამდე, მერე კი ვნახოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა