საქართველოს სამბისტთა ნაკრების თავკაცმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამომსვლელი გუნდის შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს სამბისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გორში ემზადება, რომელსაც 5-6 ნოემბერს ტაშკენტი უმასპინძლებს. გუნდის თავკაცმა ოლეგ იაძემ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა: უშანგი კუზანაშვილი (52), ავთანდილ ცინცაძე (57), დავით სიმონიშვილი (62), ლევან ნახუცრიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ლევან წიკლაური (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ალექსი დავითაშვილი (მძიმე).

ამ გუნდის ძირითადი ბირთვი ადრევე იყო ცნობილი, ბოლო ხანებში კი იაძე ორ წონაში ელოდა მოვლენათა განვითარებას - წიკლაურს ძიუდოში ჰქონდა საჭიდაო როტერდამის საერთაშორისო ტურნირი და რადგან ასპარეზობას ყოველთვის თან ახლავს საფრთხეების რისკი, მწვრთნელი სათადარიგო მონაწილედ ნიკოლოზ კუციას მაინც ამზადებდა, დავითაშვილის შემთხვევაში კი ნაოპერაციები მუხლის რეაბილიტაცია აინტერესებდა. ვინაიდან წიკლაურმაც მშვიდობიანად (თუმცა კი უშედეგოდ) მოიარა როტერდამი და დავითაშვილსაც ბოლომდე მოურჩა მუხლი, მწვრთნელმაც ოფიციალურად დაასახელა საბოლოო შემადგენლობა.

ახლანდელი გუნდი ოპტიმალურია და ძალზე ძლიერიც - იაძეს ყველა ლიდერი მიჰყავს ტაშკენტში. საბედნიეროდ, ტრავმები არც მოსამზადებელ პერიოდში აწუხებდა ვინმეს (დავითაშვილის ოპერაციას თუ არ ჩავთვლით) და არც - ახლა. გუნდი გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ვარჯიშობს, სასტუმროშიც იქვე ახლოსაა დაბინავებული და ჩემპიონატისთვის ნორმალურ პირობებში ემზადებიან. რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა და საკადრო პრობლემების არარსებობაც ამის დამსახურებაა.

5 ნოემბერს კუზანაშვილი, სიმონიშვილი, მამულაშვილი, ბოდაველი და დავითაშვილი იჭიდავებენ. ტაშკენტშიც უფრო ადრე ეს ხუთეული გაემგზავრება საერთაშორისო კატეგორიის მსაჯ ემილ რაშის ხელმძღვანელობით - 31 ოქტომბერს, დანარჩენები კი 3 ნოემბერს წავლენ თბილისიდან, ხოლო იქიდან უზბეკეთში მეორე დღეს გადაფრინდებიან. ასე ორ ჯგუფად და ისიც ამხელა შუალედით გამგზავრების მიზეზი სატრანსპორტო პრობლემებია. მოგეხსენებათ, ახლა რუსეთის გავლით წასვლა შეუძლებელია და ესენიც ბაქოდან მიემგზავრებიან, იქიდან კი ტაშკენტის მიმართულებით ავიარეისები მხოლოდ ოთხ დღეში ერთხელ ხორციელდება. 4-ში წასულები აწონვას ვერ უისწრებდნენ ადგილზე, თავიდანვე მთელი გუნდის ერთად გაგზავნა და მერე იქ ადგილზე რამდენიმე დღით შესანახი თანხები კი ფედერაციას არ მოეძევებოდა.

უსახსრობის გამო ტურნირზე ვერც ქალები მიჰყავთ, თორემ თავიდან ნინო ოძელაშვილის (70) წაყვანას კი ფიქრობდნენ. შეგახსენებთ - ოძელაშვილი ახლახან თბილისში ჩატარებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. შესაბამისად, ის ამ ტიტულის მფლობელი პირველი მოჭიდავე ქალია საქართველოში.

ირაკლი თავაძე

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე