საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" 4-7 აპრილს წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს
საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" 4-7 აპრილს წყალბურთელ ვაჟთა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად A ჯგუფში ქართველებთან ერთად სლოვაკები, ბრიტანელები, პოლონელები და ჩეხები იბრძოლებენ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში სულ 17 ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს პლეი ოფის ექვსი საგზურისთვის, რათა ბუდაპეშტში გასამგზავრებლად წინა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე-მეთორმეტე-ადგილოსნებთან გაარკვიონ ურთიერთობა. უნგრეთის დედაქალაქში თამაშის უფლება უკვე დაბევებული აქვთ სერბეთს (ჩემპიონი), ჩერნოგორიას (ვიცე-ჩემპიონი), მადიარებს (მასპინძელი და ბრინჯაოსმედალოსანი), იტალიას, საბერძნეთსა და გერმანიას.

თბილისის შესარჩევი ტურნირისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს ნაკრები ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით.

- პირველ ტურში ოთხი გუნდი გვეწვევა. შემდეგ ივლისსა და ნოემბერში 12 გუნდთან მოგვიწევს შინ და გარეთ თამაშები. იმ ექვსეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ, რომელიც პლეი ოფში გააღწევს, - გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ.

- თქვენ უკვე გაიარეთ მოსამზადებელი ეტაპი.

- სამ მარტს სერბეთში გავემგზავრეთ 12-დღიან საწვრთნელ შეკრებაზე. ნოვი სადში "ვოივოდინას" ბაზაზე ვვარჯიშობდით დღეში ორჯერ იქაურ წყალბურთელებთან ერთად. "ვოივოდინა" ამჟამად ეროვნულ ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. მასპინძლებმა წვრთნისა და საკონტროლო შეხვედრებისთვის შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს.

შვიდი მატჩი ჩავატარეთ, საიდანაც 4 მოვიგეთ და 3-ში დავმარცხდით, თუმცა ჩვენთვის ანგარიშებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან მთავარი იმ ტაქტიკისა და სტრატეგიის დამუშავება იყო, რომლებითაც მეტოქეებს ევროპის შესარჩევზე უნდა დავუპირისპირდეთ.

ამ მხრივ შედეგიანი გამოდგა თურქული ტურნეც. სტამბულში ოთხი დღე დავყავით და ადგილობრივ "გალასათარაისთან" სამი ორთაბრძოლა გავმართეთ.

- შეკრებებზე რამდენი წყალბურთელით იყავით?

- საშუალება გვქონდა, ყველა ის წყალბურთელი გაგვესინჯა, რომლებიც საქართველოს ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. მათ შორის გახლდათ სამი ახალგაზრდა სპორტსმენი - ხვიჩა ჯახაია, ზურაბ ჩიკვაიძე და რეზი იმნაიშვილი. ისინი მაისში თანატოლთა შორის ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებენ.

- გუნდის ძირითადი შემადგენლობა გაირკვა?

- დიახ, მაგრამ დასახელებისაგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან პირველი აპრილისთვის ველოდებით ორი ნატურალიზებული წყალბურთელის ჩამოსვლას. ესენი არიან მარკო ელაჩა (ხორვატიის "რიეკა") და მარკო ელეზი (იტალიის "ბრეშა"), ხოლო მარინო ფრანიჩევიჩს (ხორვატიის "პოშკი"), სამწუხაროდ, გამოშვებაზე გუნდმა უარი უთხრა.

- ნატურალიზებულ წყალბურთელებს საწვრთნელ შეკრებებში მონაწილეობა არ მიუღიათ. გუნდთან შეთამაშება არ გაუჭირდებათ?

- ისინი ევროპის საუკეთესო კლუბებში წამყვანი მოთამაშეები არიან, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობენ. სწორედ ახლა აქვთ დასკვნითი ეტაპი, ამიტომ კლუბებმა შეკრებებზე ვერ გამოუშვეს. მთავარი ის არის, რომ კარგ სპორტულ ფორმას ინარჩუნებენ, რასაც "ბრეშა" - "პარტიზანის" შეხვედრაში ელეზის უშეცდომო თამაშიც მოწმობს.

- თბილისის ტურის მონაწილეებზე რას იტყვით?

- ინგლისის ნაკრებს აქამდე ოთხჯერ ვეთამაშეთ და სამი მატჩი მოვუგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ბრიტანელებმა ლონდონის ოლიმპიადისთვის გუნდი გააძლიერეს და შინაურ შეჯიბრებაში უზარმაზარი გამოცდილება შეიძინეს.

სლოვაკეთს, ტრადიციულად, ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა ბოლო დროს მათი თამაში არ გვინახავს. ამ ორ მეტოქესთან შედარებით სუსტები არიან პოლონელები და ჩეხები, მაგრამ მათთვისაც ანგარიშის გაუწევლობა მიუტევებელი შეცდომა იქნება.

მართალია, პოლონელებიც არაერთხელ დაგვიმარცხებია, მაგრამ მას შემდეგ დრო გავიდა და მათი გუნდიც გაძლიერდა. ჩეხებს კი არ ვიცნობთ. ყოველივეს მიუხედავად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ქომაგების გასახარებლად არაფერს დავიშურებთ.

4-7 აპრილსვე დანიურ ოდენსეში (C ჯგუფი) იასპარეზებენ მალტა, რუსეთი, პორტუგალია, ისრაელი, ბულგარეთი და დანია.

შვეიცარიაში უნდა ეთამაშათ საფრანგეთს, სლოვენიას, უკრაინას, შვეიცარიას, ბელორუსსა და მოლდოვას (B ჯგუფი), მაგრამ ეს პაექრობები მაისისთვის გადაიდო. მასპინძელი ქვეყანა კი მოგვიანებით გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო