ჟერარ ულიე: ფეხბურთელებო, ნუ მოიყვანთ ცოლებს!
„ასტონ ვილას“ ახალმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ თავის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდებისა და სიმდიდრის უარყოფითი მხარეებისკენ მიუთითა. თურმე, 63 წლის ფრანგს ძალიან არ მოსწონს ეგრეთწოდებული ღამის კლუბების კულტურა, რომელიც ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში ასე ძალიან არის ფესვგადგმული. გარდა ამისა, ულიეს აზრით ინგლისში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას ადრეულ ასაკში ქორწინებებიც აბრკოლებს. მწვრთნელმა თქვა:

„ფეხბურთში თავის გამოჩენის შანსი იმ შემთხვევაში გაქვს, თუ შენი სულისა და გულის ასივე პროცენტით ხარ მობილიზებული. ხოლო, თუ კალაპოტიდან ვარდები, ღამის კლუბებში იწყებ სიარულს და თვრები, მაშინ საქმე ცუდად წაგივა. ფეხბურთელის კარიერა ძირითადად 20-დან 30 წლამდე გრძელდება და ის სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირად მიდის.

სხვა პროფესიის ადამიანებს აქვთ სამსახური, რომელიც მათ შიგადაშიგ დასვენების, მანქანისა და ბინის ყიდვის საშუალებას აძლევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის. ფეხბურთელს შეუძლია ყველაფერი ერთ წუთში შეიძინოს, მაგრამ არის დიდი განსხვავებაც: სხვა პროფესიის ადამიანებს სიამოვნებთ თავიანთი საქმეცა და სამსახურს გარეთა ცხოვრებაც, ფეხბურთში კი არანაირი გარეთა ცხოვრება არ არის, შენ შენი პროფესიისთვის არსებობ.

ხშირად, სწორედ ამიტომ ინგრევა ოჯახები. ფეხბურთელების ცოლები ხომ ახალგაზრდა გოგოები არიან, რომელთაც საღამოს რესტორანში წასვლა უნდათ, მათ ქმრებს კი ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში აქვთ, ხოლო იმისათვის, რომ ამ შეხვედრებში თავი გამოიჩინონ და შინ ბევრი ფული მიიტანონ, საღამოობით სხეული უნდა დაასვენონ ანუ ტელევიზორებთან დასხდნენ და ფეხები შემოაწყონ.

თუ ადამიანს ნამდვილად უყვარს ფეხბურთი, მას 10 წელიწადი მაინც უნდა შესწიროს. ამისათვის კი რეჟიმია საჭირო. ცხოვრებით ტკბობა ფეხბურთელს კარიერის დასრულების მერე შეუძლია. მაგალითად, შეუძლია გახდეს ცნობილი ტელეწამყვანი და ასე შემდეგ. მწვრთნელობა... არა, მწვრთნელობა ძალიან ძნელი პროფესიაა და ისიც მთლიანად მასში გადაშვებას მოითხოვს“.

ულიემ თავის ფეხბურთელთაგან სანიმუშოც დაასახელა. მან თქვა, რომ „ასტონ ვილას“ კაპიტანი ნაიჯელ რიო-კოკერი ყველასტვის შეიძლება მაგალითად გამოდგეს. რიო-კოკერი, რომელსაც ბირმინგემის კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება „ვილას“ კაპიტანი სტილიან პეტროვის ბოლოდროინდელი ტრავმის გამო გახდა.

„ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა ნაიჯელი შევინარჩუნოთ. – თქვა ფრანგმა – თუმცა, თუ მას სადმე გადასვლა მოუნდება, გავუშვებთ. საკონტრაქტო ვალდებულებები, ამ შემთხვევაში, ბევრს არაფერს ნიშნავს. სხვა საქმეა, რომ რაც მე „ვილას“ სათავეში ჩავუდექი რიო-კოკერს ყოველ შეხვედრაში ვათამაშებ და ისიც სულ უკეთ და უკეთ თამაშობს. ის მთელი გუნდისთვის იბრძვის. მისი პოზიცია ისეთია, რომ ეგოისტი ვერ იქნება, სხვებზე უნდა იფიქროს. ხანდახან სხვადასხვა როლის შესრულებაც კი უწევს.

მე კარგად ვიცი რისი გამკეთებელიც არის ნაიჯელი. მისი შრომისუნარიანობა და ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია. მას ჩემთვის იმედი, ჯერჯერობით, ერთხელაც არ გაუცრუებია. რიო-კოკერი ჩვენი გუნდის დანარჩენი ფეხბურთელებისტვის სამაგალითოა. ის პიროვნებაა და სწორედ ეს მომწონს მასში“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა