"ჩელსიში" ჟოზე მოურინიოს დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება
"მირორის" მტკიცებით, "ჩელსის" ბოს რომან აბრამოვიჩსა და ჟოზე მოურინიოს შორის ყველანაირი გაუგებრობა წარსულს ჩაბარდა და რუსი მილიარდერი მზადაა, პორტუგალიელ სპეციალისტს გუნდი კიდევ ერთხელ ჩააბაროს.

გაზეთი სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის სამწლიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ის ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუკი "ჩელსი" მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაისაკუთრებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორც მოიპოვეს ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია, მაგრამ მათი თქმით, "განსაკუთრებულმა" მადრიდში მისი სახლის მომსახურე პერსონალს უკვე გამოუცხადა, რომ შეუძლიათ, 1 ივნისიდან ახალი სამსახური ეძებონ.

"ჩელსის" გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გვაქვს: გაზეთების მტკიცებით, ლონდონელები, იაია ტურეს გარდა, მომდევნო სეზონისთვის მარუან ფელაინის გადაბირებასაც შეეცდებიან. თუკი აფრიკელის ტრანსფერზე კონკრეტული ჯერ არაფერი გარკვეულა, ბელგიელთან პირადი ხელშეკრულება, პრაქტიკულად, შეთანხმებულია. "ჩელსი" მზადაა, 25 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 22 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, ფეხბურთელს კი წელიწადში 4,5 მილიონი შესთავაზოს.

ამასთან, "სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარებული 50-ე თამაშის შემდეგ მისი ხელფასი წელიწადში 5 მილიონამდე აიწევს, ხოლო სეზონის განმავლობაში 10 ან მეტი გოლის გატანის შემთხვევაში ის ბონუსის სახით ერთი თვის ხელფასს მიიღებს. ლონდონელებს აშფოთებთ, რომ ბელგიელი "ევერტონში" უდისციპლინობით გამოირჩევა. შესაბამისად, მას არასპორტული გამოხდომების შემთხვევაში კლუბი სპეციალურ სანქციას დაუწესებს, რომლის ოდენობა ასევე კონტრაქტით იქნება განსაზღვრული.

ადვოკატი განმარტავს

რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვწერდით, რომ ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო სამმართველომ "ჩელსის" მესაკუთრე დააკავა. ინფორმაცია ორშაბათს საღამოსვე უარყვეს ამერიკულმა და ბრიტანულმა გამოცემებმა. მიუხედავად ამისა, აბრამოვიჩის ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრ დობროვინსკიმ დამატებითი განმარტებები გააკეთა. აი, რა თქვა მან:

"მისტერ აბრამოვიჩი FBI-ში მხოლოდ და მხოლოდ დაკითხვაზე იმყოფებოდა. ამერიკულ მხარეს აინტერესებდა, თუ რა იცოდა მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამართული ბრძოლის შესახებ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას. სულ ეს იყო. ბიზნესმენის დაკავებაზე არავის უფიქრია".

რომან აბრამოვიჩი ერთ-ერთი ის ბიზნესმენი იყო, ვინც რუსეთი 2018-ის სააგიტაციო კამპანიას აფინანსებდა. მან ამ მიზნით რამდენიმე მილიონი ფუნტი გადაიხადა. შეკითხვები სწორედ ამის გამო გაჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად