დანიელე ბონერას "მილანი" არ ეთმობა
"ჯენოასთან" შეხვედრაში დაშავებული ჯამპაოლო პაცინი ჯერ კიდევ მკურნალობს და ისეთი პირი უჩანს, რომ ვერც სერია A-ს მომდევნო ტურში მიიღებს მონაწილეობას. მართალია, 28 წლის ფორვარდი თავს კარგად გრძნობს და ვარჯიშობს კიდეც, მაგრამ როგორც ადრიანო გალიანიმ განაცხადა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის:

"პაცინი ძალიან გვაკლდა "კამპ ნოუზე" და მისი არყოფნა ძვირად დაგვიჯდა. თუმცა, რას ვიზამთ, ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. საბედნიეროდ, პაცო უკვე გამოჯანმრთელების პირასაა და დატვირთვითაც ვარჯიშობს. ითამაშებს თუ არა "კიევოსთან"? – ალბათ არა, რადგან მისი ჯანმრთელობით გარისკვა არ გვსურს. ჯობია, 100%-ით გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს მოედანს".

ამასობაში დანიელე ბონერა გამოჩნდა პრესის ფურცლებზე და გუნდში დარჩენის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. 31 წლის მცველს "მილანთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და არის ეჭვი, რომ კლუბის მესვეურები მის შენარჩუნებას არ აპირებენ: "ვიცი, რომ "როსონერის" მესვეურებმა აქცენტი ახალგაზრდა თაობაზე გააკეთეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, გამოცდილ ფეხბურთელებს "მილანში" არაფერი ესაქმებათ. აქ უკვე შვიდი წელია ვირიცხები, თავს კარგად ვგრძნობ და არსად წასვლის სურვილი არ მაქვს. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არავის შემოუთავაზებია, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ".

ბონერა "მილანში" 2005 წელს გადავიდა, იქამდე კი "პარმას" ღირსებას იცავდა. კარიერის საწყის წლებში დანიელე "ბრეშაში" ირიცხებოდა და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მილანი" მზადაა, ჯამპაოლო პაცინის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია