მაიამიში ქალებმა უკვე სრულად გაიარეს მერვედფინალური რაუნდი
მაიამიში ქალებმა უკვე სრულად გაიარეს მერვედფინალური რაუნდი. ამ ეტაპზე ფავორიტთაგან ყველაზე მეტად გაუჭირდა სერენა უილიამსს, რომელიც დომინიკა ციბულკოვას ხვდებოდა. ამერიკელს 2:6, 1:4-დან მოუწია თამაშის შემოტრიალება. სერენა ვერაფრით ახერხებდა თამაშში შესვლას. პირველ სეტში მან 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მეორე პარტიის პირველ ხუთ გეიმშიც ვერაფრით დაალაგა თამაში და თითქოს ყველაფერი ციბულკოვას სენსაციური გამარჯვებისკენ მიდიოდა.

მაგრამ სლოვაკ ჩოგბურთელს ზუსტად იგივე დაემართა, რაც შარშან, ასევე მაიამის ტურნირზე და ასევე მერვედფინალში. მაშინ ციბულკოვა 6:1, 5:2-ს უგებდა ვიქტორია აზარენკას და "მოახერხა" მატჩის წაგება.

ასე მოხდა ამჯერადაც. სერენამ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და მეორე სეტი 6:4 მოიგო, მესამე პარტიაში კი მისი უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა – 6:2.

სერენას შემდეგი მეტოქე იქნება ჩინელი ნა ლი, რომელიც ავსტრალიის ღიას ფინალის შემდეგ პირველ ტურნირს ატარებს. აზიელმა შეაჩერა ესპანელი გარბინ მუგურუსა ბლანკოს სენსაციური სვლა. ლი კარგად შევიდა თამაშში და 5:1 დაწინაურდა, მაგრამ ესპანელმა გაიბრძოლა და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით თავად გავიდა წინ. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ლიმ ისევ კარგად დაიწყო (6:1) და გარბინმა ისევ პატარა სასწაული მოახდინა – ანგარიში გაათანაბრა (6:6), თუმცა ლიმ მაინც მიაღწია გამარჯვებას. ამ დასანანი მარცხით განაწყენებულმა ბლანკომ მეორე სეტში წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ჩინელს – 2:6.

უილიამსი და ლი შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამერიკელს 6:1 მიჰყავს ანგარიში. ჩინელმა ერთადერთი მატჩი 2008 წელს შტუტგარტში მოიგო.

კიდევ ერთი თინეიჯერის წინსვლა შეჩერდა მესამე ეტაპზე. ხორვატი აილა ტომლიანოვიჩი ბოლომდე ებრძოდა ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს, ტაი-ბრეიკზე მოიგო 52-წუთიანი პირველი პარტია, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მეორე და მესამე სეტებში ბელგიელს მცირე უპირატესობა ჰქონდა და პირველად გავიდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში.

ბელგიელის მეტოქე მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი აგნიეშკა რადვანსკა იქნება. მასაც მოუწია საბრძოლო ხასიათის გამოვლენა და 4:6, 3:2-ზე ზედიზედ ცხრა გეიმის აღებით მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება. საინტერესოა, რომ მატჩის ბოლო რვა გეიმში პოლონელმა მხოლოდ ერთი გათამაშება წააგო.

რადვანსკასა და ფლიპკენსს შორის აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარებულა. ეს სამი წლის წინ მოხდა, როცა აგნიეშკა მსოფლიოს მე-9 ნომერი იყო, ფლიპკენსი – 81-ე ნომერი.

კიდევ ერთმა ჩოგბურთელმა დაგვამახსოვრა თავი თითქმის წაგებული მატჩის შემობრუნებით. იტალიელი რობერტა ვინჩი 0:3 იყო ჩამორჩენილი ფრანგ ალიზ კორნეს წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა გაისეირნა პირველ სეტში, როცა 32 წუთში 6:2 გაანადგურა მეტოქე, ხოლო, როცა კორნემ მეორე სეტის სტარტზე ორი ბრეიკი გააკეთა და 3:0 გავიდა წინ, ყველას მომთავრებული ეგონა საქმე. მაგრამ ფრანგმა ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო და მეორე და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით – 4:6 წააგო.

ვინჩი მეოთხედფინალში ელენა იანკოვიჩზე გავიდა, რომელმაც პირველ სეტში გეიმი არ დაუთმო სორანა კირსტეას, მაგრამ მეორე პარტიაში ბრძოლა მოუწია. რუმინელი 3:1 დაწინაურდა და 4:1-მდე ერთი ქულა აკლდა, მაგრამ ამას მოჰყვა სერბის მხრიდან ზედიზედ ხუთი გეიმის აღება და ელენა 2011 წლის შემდეგ პირველად, უმაღლესი კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

1/8-ფინალი

ნა ლი (ჩინ, 5)-გარბინ მუგურუსა ბლანკო (ესპ) 7:6(6), 6:2; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 30)-აილა ტომლიანოვიჩი (ხორ) 6:7(6), 6:4, 6:3; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 13) 2:6, 6:4, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 3)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 21) 6:2, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 16) 4:6, 6:2, 6:0; სარა ერანი (იტა, 8)-ანა ივანოვიჩი (სერ, 12) 1:6, 6:4, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 15)-ალიზ კორნე (საფ, 32) 2:6, 6:4, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 22)-სორანა კირსტეა (რუმ, 28) 6:0, 6:4.

1/4-ფინალი

ს. უილიამსი (1)-ლი (5); ა. რადვანსკა (4)-ფლიპკენსი (30); შარაპოვა (3)-ერანი (8); ვინჩი (15)-იანკოვიჩი (22).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამი: რუსების შავი დღე

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია