"რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მარკ უებერი არ წავა გუნდიდან
"რედ ბულის" ხელმძღვანელი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მარკ უებერი არ წავა გუნდიდან იმ სკანდალის მიუხედავად, რომელიც მალაიზიის გრანპრიზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ რბოლის შემდეგ უებერმა განაცხადა – ავსტრალიაში გავემგზავრები და იქ დავფიქრდები საკუთარ მომავალზეო.

"გუნდმა მკაფიო პოზიცია დაიკავა. მარკმა იცის, რომ ჩვენ არავის მანიპულირებას არ ვახდენდით, არ ყოფილა არანაირი შეთქმულება. ამიტომაც რა საჭიროა მომავალზე ფიქრი? ეს ყველაფერი წმინდა წყლის ემოციაა. რბოლის შემდეგ შიდა ბრიფინგი ჩავატარეთ და მე კიდევ ერთხელ დაველაპარაკე ორივე პილოტს. სებასტიანმა ბოდიში მოიხადა მარკისა და გუნდის წინაშე. ყველაფერი წესრიგშია და ახლა ჩვენ მთლიანად მომდევნო რბოლაზე ვართ კონცენტრირებულნი", - განაცხადა ჰორნერმა.

კომენტარი გაუკეთა შექმნილ სიტუაციას "რედ ბულის" სპორტულმა კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ. სხვათა შორის, ის ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდა გერმანელს რთულ სიტუაციებში. მარკომაც დაადასტურა, რომ ინციდენტი ამოწურულია.

"პრესკონფერენციაზე სებასტიანმა ბოდიში მოიხადა – მე ეს პირველ სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. ფინიშის შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი ჩავატარეთ, სადაც პილოტებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია. ახლა საჭიროა, კონსტრუქციულად გავაგრძელოთ მუშაობა.

როცა ლაპარაკია გუნდის ინტერესებზე, უნდა არსებობდეს გარკვეული საზღვრები, პილოტი კი ვალდებულია დაემორჩილოს გუნდის ბრძანებას. ჩვენ არ ვითხოვთ ფეტელისგან ქცევის კარდინალურ ცვლილებას, მაგრამ მსგავსი სიტუაციის განმეორების შემთხვევაში, მან უფრო გონივრულად უნდა იმოქმედოს. სებასტიანი განადგურებულია. ის არ ელოდა საკუთარი თავისგან მსგავს სიტუაციაში ასეთ აგრესიულ მოქმედებას. არ მგონია, რომ მან იგივე გაიმეოროს", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ინციდენტს მარკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფეტელის დისკვალიფიკაცია თუ უებერის ნაადრევად წასვლა?

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა