„სელტიკის“ მწვრთნელმა ნილ ლენონმა გადაწყვიტა უსამართლო მსაჯობაზე ხმა ამოეღო
„სელტიკის“ მწვრთნელმა ნილ ლენონმა გადაწყვიტა ხმა ამოეღო და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის შესაძლო რისხვის მიუხედავად ჯიქურ ეკითხა, რატომ არ იყო გასულ კვირას გამართულ „ოლდ ფირმ დერბიში“ მსაჯობა სამართლიანი.

ხსენებული დერბი, მოგეხსენებათ, შოტლანდიური პრემიერლიგის ორი მთავარი გუნდის, „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრას ეწოდება და თუკი დედამიწის ზურგზე, სადმე, ერთი ქალაქის ორი გუნდი სამკვდრო-საციცოცხლოდ არის ერთმანეთს დაპირისპირებული, ეს, უპირველეს ყოვლისა სწორედ გლაზგოელებზე ითქმის.

კვირას, „პარკჰედზე“ „რეინჯერსმა“ მოიგო 3:1. სტუმრების მიერ გატანილი სამი გოლიდან ერთი პენალტი გახლდათ – არბიტრმა უილიამ კოლამმა „რეინჯერსის“ სასარგებლოდ 67-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კენი მილერმა დაარტყა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირაში ეს უკვე მეორე საჩივარია, რომელიც „სელტიკმა“ „ჰემპდენზე“ გააგზავნა – „ჰემპდენ პარკი“ სტადიონია გლაზგოში, სადაც შოტლანდიის ნაკრები თამაშობს და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია ბინადრობს. პირველი საჩივარი დანდიში „სელტიკის“ სასარგებლოდ პენალტის არ დანიშვნას ეხებოდა. იმ შეხვედრაში მსაჯი დაგლას მაკდონალდი გახლდათ – ლენონის გუნდმა 2:1 მოიგო.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დერბის წინ კოლამს მავანნი ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. ლენონმა თქვა ამაში „სელტიკის“ დადანაშაულება სისულელე მგონიაო და არ გამორიცხა, რომ მსაჯს ასეთი ხმის გავრცელება „სელტიკის“ კარში უსამართლო პენალტის გადასავიწყებლად თავად დასჭირდა.

„მე ის კაცი არა ვარ, ვინც მსაჯებზე ზეწილას ახორციელებს – განაცხადა ლენონმა – მსაჯებზე საერთოდ, არც ვლაპარაკობ. პირველად დანდიში თამაშის შემდეგ ამოვიღე ხმა. და იცით, რას გეტყვით? ვინაიდან ვხედავ, რომ საეჭვო გადაწყვეტილებებს არბიტრები ძირითადად ჩვენს წინააღმდეგ იღებენ, უკვე უფლებას ვიტოვებ ხმაც ავიმაღლო და კითხვები დავსვა.

სამწუხაროდ, გასულ კვირას, დერბის შემდეგ მსაჯთან ლაპარაკის საშუალება არ მომეცა. ახლაც არ ვარ დარწმუნებული, რომ პენალტის ეპიზოდში მან ყველაფერი სწორედ დაინახა. ვფიქრობ, მომენტი ჩანაწერში თუ ნახა, მიხვდებოდა, რომ პენალტი ტყუილად დანიშნა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა