"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთის ალპებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიელ თანატოლებს სძლიეს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის ალპებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები დაამარცხა 17:12 და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისეთი აღმაფრენით, როგორითაც ირლანდიის ნაკრებთან, ამჯერად ვერ ითამაშეს, თუმცა უმცროსი "სკუადრა აძურას" დასამარცხებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებმა იტალიელებს შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზეც, სწორედ ამ ეტაპზე მოუგო. მაშინ ჩვენს გუნდს მეხუთე ადგილი შოტლანდიის ნაკრებმა არ დაანება.

ახლა კი მეტოქედ ჩვენს ბიჭებს უელსელი თანატოლები ეყოლებათ, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას იმავე შოტლანდიამ გამოთიშა. უელსელებმა, თავის მხრივ, პორტუგალიას მოუგეს - 45:0.

სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებზე, მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იქონია გავლენა და თამაშის განმავლობაში ხშირად უშვებდა შეცდომას. მიუხედავად ამისა, ერთადერთი, რაშიც მეტოქემ გვაჯობა, ერთი-ერთზე თამაშია, რაც ასევე თვალშისაცემი იყო ირლანდიასთან მატჩშიც.

პირველი ტაიმი მთლიანად ქართველი მორაგბეების კარნახით წარიმართა. ანგარიშის გახსნა ჩვენს გუნდს დასაწყისშივე შეეძლო, თუმცა მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა ცენტრის ხაზიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. ექვსიოდე წუთში მანვე გაცილებით ხელსაყრელი პოზიციიდან კიდევ ერთხელ ააცილა კარს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეზე ზეწოლას ნელ-ნელა აძლიერებდნენ და მე-17 წუთზე ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი მაინც გახსნა ანგარიში - 3:0.

იტალიელები პირველ ტაიმში ჩვენი მოედნის ნახევარზე ერთხელ 22-ე წუთზე გადმოვიდნენ და შედეგიანადაც. მეტოქემ შერკინებიდან ბურთი გამოიტანა და მარცხნივ გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა.

იტალიელთა გარემარბი ჩვენს მორაგბეებს ხელიდან დაუსხლტა და ლელოში შეაღწია. მგეზავმა ფილიპო კანტონიმ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:3.

პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ჩვენმა მორაგბეებმა ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორება სცადეს, მაგრამ ბურთი წინ გაუვარდათ. მეტოქის შერკინება დაინიშნა, რომელშიც ბურთი ჩვენს გუნდს დარჩა.

ამას მორკინალების მოკლე დარტყმები მოჰყვა. თითქმის ორწუთიანი იერიში შერკინების ბურჯის, ზაურ ხარებავას ლელოთი დასრულდა, ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 10:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. დასაწყისშივე დაშვებული ორი შეცდომის გამო თითქმის მთელი 15 წუთი საკუთარ 22-მეტრიან ზონაში გავატარეთ, თუმცა მეტოქეს ლელოში შესვლა არაფრით დავანებეთ.

პირიქით, მე-20 წუთზე იტალიელებს მეორე ლელოც გავუტანეთ.

ჯინჭველაშვილმა საჯარიმოდან ბურთი აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ, ლელოს ხაზთან მისვლა შევძელით, თუმცა იქ თამაში რაკში გადავიდა.

მორკინალებმა რამდენჯერმე სცადეს მოკლე დარტყმით ხაზს იქით შეღწევა. მეტოქე თავგანწირვით იცავდა თავს, თუმცა ბადრი ალხაზიშვილის მიძალებას ვეღარაფერი დაუპირისპირა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 17:5.

თამაშის დასრულებამდე 15 წუთი იყო დარჩენილი და ეს ჯერ სულაც არ ნიშნავდა გამარჯვებას.

იტალიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, 27-ე წუთზე ლელოც გაგვიტანეს და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 12:17.

თამაშის გადარჩენის შანსმა, ცხადია, მათ ფრთები შეასხა, თუმცა საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად ყურადღებით, თავდადებით გაისარჯა და გამარჯვების მომტანი ანგარიში შეინარჩუნა.

U18. ევროპის ჩემპიონატი

საქართველო-იტალია 17:12

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. იოსებ კიკვაძე, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით გულითაშვილი, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზიშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი დანგაძე, 8. დავით პაპავაძე.

16. დავით ფხაკაძე, 17. გიორგი თორაძე, 18. გუგა ხანთიძე, 19. ბექა გიორგაძე, 20. თეიმურაზ თუთბერიძე, 21. ბადრი ლიპარტელიანი, 22. დევი დევსურაშვილი, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ჟორა მღებრიშვილი, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.

2ლ: ხარებავა, ალხაზიშვილი. 2გ,ს: ჯინჭველაშვილი.

V ადგილისთვის. ნახევარფინალი

უელსი-პორტუგალია 45:0

ნახევარფინალი

საფრანგეთი-ირლანდია 23:18

ინგლისი-შოტლანდია 25:12

VII ადგილისთვის

იტალია-პორტუგალია

V ადგილისთვის

საქართველო-უელსი

III ადგილისთვის

ირლანდია-შოტლანდია

ფინალი

საფრანგეთი-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ირლანდია 27:31 - ოვაციები საქართველოს ნაკრებისთვის

შაშაო
10 ნომერი ხაზზე იღებდა ბურთს სიღრმე არ იყო, რის გამოც ხაზი სწრაფად იხურებოდა, 10, 12 და 13 ნომრები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს დაცვაში. მეორე ნახევარში ბურთი ფეხით უნდა გადაგვეტანა იტალიის მხარეს და იქ გვეთამაშა. ბიჭებმა თავი დადეს და ღორსეოლად მოიგეს. არც მსაჯი იყო მთლად კორექტული მეორე ნახევარში. გილოცავთ ძალიან გაგვახარეთ!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ურუგვაი
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს