მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქემ ამხანაგური მატჩი გამართა
მართალია, საქართველოს ნაკრებმა ბელორუსთან ორივე მატჩი მოილია (შინ 1:0, სტუმრად 0:2), მაგრამ ამ გუნდის ასპარეზობა ჩვენს ინტერესში მაინც რჩება, რადგან იგი ჯგუფში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტია.

ბელორუსებმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში კანადელებს ამხანაგურად 2:0 სძლიეს. შეხვედრის შედეგითაც და გუნდის თამაშის ხარისხითაც ბელორუსის ნაკრების თავკაცი გეორგი კონდრატიევი კმაყოფილი დარჩა.

"ოპტიმალური შემადგენლობით არ გვითამაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, მიზანსწრაფულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები ვიყავით.

ყველა რგოლის მოქმედებით კმაყოფილი ვარ. გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ თამაშის ამ ხარისხით ოფიციალურ მატჩებში წარმატების იმედი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს", - განაცხადა ნამატჩევს კონდრატიევმა.

ბელორუსის ნაკრები მარტის საკვალიფიკაციო შეხვედრებისგან თავისუფალია. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა 7 და 11 ივნისს გასამართი მატჩები, სადაც ფინეთი და ბელორუსი ერთმანეთს ჯერ ჰელსინკიში, შემდეგ კი მინსკში შეხვდებიან.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ამ შეხვედრებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ფინეთმა, რომელიც აქამდე ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერად მოჩანდა, ესპანეთში მიღწეული ფრით მესამეობაზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.

ამხანაგური მატჩი

ბელორუსი-კანადა 2:0

გოლები: 1:0 როდიონოვი (29), 2:0 ხვაშინსკი (87)

ბელორუსი: გუტორი - ვერეტილო, შიტოვი, ვერხოვცოვი, ბორდაჩევი - ოლეხნოვიჩი, დრაგუნი (51. კისლიაკი) - ბალანოვიჩი (79. ალეკსიევიჩი), ბრესანი (46. პავლოვი), პუტილო (89. ჩუხლეი) - როდიონოვი (81. ხვაშინსკი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]

ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა