ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე დარწმუნებულია, რომ "ფურია როხას" თამაშის საფირმო სტილი შედეგს მომავალშიც მოუტანს.

26 მარტს ესპანელებმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფის უმთავრეს მეტოქე საფრანგეთს სტუმრად ანგარიშით 1:0 სძლიეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პედრო როდრიგესმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მდევარ საფრანგეთს ქულით უსწრებენ.

"ძალიან გახარებულნი ვართ, რომ შევძელით სამი ქულის მოპოვება. ჯგუფში ვითარება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა.

კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ესპანეთის ნაკრები თავის სათამაშო სტილს მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ღალატობდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვთქვათ მასზე უარი, სანამ წარმატება მოაქვს.

ფრანგებისგან წნეხი მატჩის დასაწყისში ვიგრძენით. მათ ორი-სამი სახიფათო მომენტიც შექმნეს. მასპინძლები მიზანმიმართულად ბენზემაზე აგებდნენ თამაშს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩზე კონტროლი არ დაკარგეს.

მინდა გამოვარჩიო ინიესტასა და ვილიას სწრაფი პასები, რის შედეგადაც ბურთი ჩვენს თავდამსხმელებამდე აღწევდა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.

მუნდიალის შესარჩევი ციკლის მომდევნო ტურში ესპანეთი 6 სექტემბერს სტუმრად ფინეთთან ითამაშებს.

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"