ისტლენდელთა ფორვარდი შინ სამკურნალოდ გაემგზავრა
კარლოს ტევესი, რომელზეც გუშინ მოგახსენეთ, რომ არგენტინა ენატრება, შინ გაემგზავრა, მაგრამ დასასვენებლად კი არა, არამედ სამკურნალოდ. ის ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა მანჩესტერული დერბისთვის გამოჯანმრთელდეს.

ისტლენდელთა ფორვარდმა ფეხი კვირას, „არსენალთან“ შეხვედრაში იტკინა, მაგრამ თავიდან არავის ეგონა, რომ ტრავმა სერიოზული გამოდგებოდა. პირველი რეაქცია, „მანჩესტერ სიტის“ ექიმებს ასეთი ჰქონდათ: ტევესი შემდეგ ტურში, ვულვერჰემპტონში ითამაშებს. ფეხბურთელის სამწუხაროდ, გავიდა ორიოდ დღე და გაირკვა, რომ მას მუხლი და ბარძაყი კვლავ ძალიან ძლიერ აქვს გასივებული და შინაგანი სისხლჩაქცევებიც მრავლადაა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შაბათს ვულვერჰემპტონში კი არა, ტევესმა შეიძლება ერთ-ორ კვირაზე მეტიც ვერ ითამაშოს. მანჩესტერული დერბი კი 10 ნოემბერს უწევს.

ამ სეზონის პირველი დერბი, როგორც ადრეც გაუწყებდით, ისტლენდზე ანუ „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ უწევს და მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ იმის იმედით, რომ ტევესი დაისვენებს და რამენაირად გამოჯანმრთელდება კიდეც, შინ გაუშვა.

ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშზე ტევესი ოთხშაბათს მივიდა, მაგრამ იჯდა და თანაგუნდელებს შორიდან უყურებდა. უახლოესი სამი-ოთხი დღე ის სახლში უნდა იჯდეს და ფეხს დაცხრობა აცადოს, შემდეგ კი ექიმებთან გადაინაცვლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა