ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამწვრთნელო ციებცხელება სერია A-ში

სამწვრთნელო ციებცხელება სერია A-ში

იტალიელი ჟურნალისტები ყოველი ტურის შემდეგ სამწვრთნელო ცვლილებების მოლოდინში არიან
სერია A-ს ყოველი ტურის შემდეგ, იტალიელი ჟურნალისტები სამწვრთნელო ცვლილებების მოლოდინში არიან, თუმცა ჯერჯერობით, კლუბების პრეზიდენტები მოთმინებას იჩენენ. უკვე დიდია ხანია, რაც "ჯენოადან" ჯანპიერო გასპერინის შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრობნენ. გენუური კლუბი სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა - თითქოს არაფერი კატასტროფული არ ხდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველ ზაფხულს პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი დიდძალ თანხებს ხარჯავს და სურს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

გასპერინის თავკაცობით, გუნდი მუდმივად ცხრილის ზედა ნაწილშია, მაგრამ ოთხეულს ვერა და ვერ შეწვდა. ამბობენ, პრეციოზის ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი და მწვრთნელის შეცვლას აპირებსო. იყო შანსი, ეს ცვლილება გასული ტურის შემდეგ მომხდარიყო, მაგრამ "ჯენოამ" "კატანიას" დამარცხება მოახერხა და ბუნებრივია, ეს ამბავი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებდნენ სინიშა მიხელოვიჩსაც, ვისმა "ფიორენტინამაც" სეზონი კატასტროფულად დაიწყო და დღემდე გასავარდნ ზონაშია. ჟურნალისტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კიდევ ერთი წაფორხილების შემთხვევაში, სერბს პოსტის დატოვება მოუწევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. გასულ ტურში "ვიოლამაც" იძალა და საკუთარ "არტემიო ფრანკიზე" "ბარი" დაამარცხა. შესაბამისად, მიხაელოვიჩი გადარჩა და ჯერჯერობით, აგრძელებს მუშაობას...

თუ იტალიელ ჟურნალისტთა ნაწილს დავუჯერებთ, დიდი დღე არ უწერია "რომას" თავკაცის პოსტზე კლაუდიო რანიერის. "ჯალოროსი" ძალიან მძიმე სეზონს ატარებს და დღევანდელი გადასახედიდან, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მაქსიმუმ ევროტურნირის საგზური მოიპოვოს. ამასაც იმად ვამბობთ, რომ "რომას" მომატება შეუძლია, თორემ დღევანდელი სურათიდან გამომდინარე, გუნდი სრულიად დამსახურებულად ყურყუტებს ცხრილის ქვედა ნაწილში. "ჯალოროსის" ტექნიკურმა დირექტორმა, ბრუნო კონტიმ რანიერის მხარდაჭერა გამოუცხადა და ჟურნალისტებთან მისი ხელშეუხებლობის შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე - ხშირად ხდება, როდესაც კლუბის მესვეურები მწვრთნელის გასამხნევებლად ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებენ და როდესაც ესეც ვერ შველის საქმეს, მისი მოხსნის გადაწყვეტილებას იღებენ. ამიტომ, კონტის ეს განცხადება შესაძლოა რანიერის რომაული მოღვაწეობის ბოლო აკორდად მივიჩნიოთ.

და აი, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, ყველას ჯინო კორიონიმ დაასწროს და მწვრთნელის გათავისუფლების ბრძანება გასცეს. კორინიო "ბრეშას" პრეზიდენტია, ამ გუნდს კი უკვე ოთხი თამაშია არ მოუგია და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. პრეზიდენტმა სახალხოდ გააკრიტიკა მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი და დასძინა, არ არის გამორიცხული მალე გადამჭრელი ზომები მივიღოო. აპენინელმა ჟურნალისტებმა უკვე ისიც გამოარკვიეს, რომ კორიონი ჯანფრანკო ძოლასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და სავარაუდოდ, იაკინის სწორედ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ძოლამ ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობით მიიღო სამწვრთნელო გამოცდილება და მართალია, დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია, მაინც საინტერესო და ნიჭიერ სპეციალისტად მიიჩნევა. ძოლამ "კორიერე დელო სპორტთან" საუბარში შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"იტალიიდან ჯერ არავინ დამკავშირებია და ვერ გეტყვით, მართლაც უნდათ თუ არა "ბრეშას" მესვეურებს ჩემთან თანამშრომლობა. მსურს თუ არა სერია A-ში მუშაობა? - ზოგადად, იტალიაში მუშაობის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, ან რატომ უნდა ვიყო? პირიქით, თუ საინტერესო შემოთავაზება იქნება, სიამოვნებით განვიხილავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...