27 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში მეორე შეხვედრა გამართა
27 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში მეორე შეხვედრა გამართა.

გიორგი დევდარიანის შეგირდები ვენაში ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, რასაც ირლანდიელები უხეშობით უმკლავდებოდნენ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ ქართველი 17-წლამდელების უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა და ანგარიშიც მალევე გაიხსნა. 53-ე წუთზე გატანილი გოლით ლუკა ზარანდია გამოირჩა.

შეხვედრის 55-ე წუთზე ირლანდიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. შეხვედრის არბიტრმა მიტჩელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მალევე რომან ჭანტურიასთან უხეშობისთვის მსაჯმა ირლანდიელებს მეკარე ბერკი გაუძევა, მათ კარში კი პენალტი დანიშნა. ზარანდიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

62-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ორ ბურთამდე მაინც გაზარდა - თავი ამჯერად ილია კერძევაძემ გამოიჩინა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე, გიორგი ბერიძის პასით გრიგოლ ჩაბრაძემ დააფიქსირა - 3:0.

ამ გამარჯვებით გიორგი დევდარიანის შეგირდები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებენ. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქართველმა 17-წლამდელებმა სერბეთთან 0:2 დათმეს.

ჯგუფის მეორე მატჩი, რომელშიც მასპინძელი ავსტრია სერბეთს დაუპირისპირდება, მოგვიანებით გაიმართება.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 1 1 0 0 2-0 3

2. საქართველო 2 1 0 1 3-2 3

3. ირლანდია 2 1 0 1 1-3 3

4. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0

ასევე იხილეთ:

U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა

Bacho
უკვე 1 ადგილზე ვართ სერბეთმა წააგო ავსტრიასთან 1-0
hunter
სერბები რუსული პროპაგანდის გამო ჩვენ მიმართ ცუდად არიან განწყობილი, წაგება ძალიან მეწყინა მაგრამ შანსი დააბრუნეს ბიჭებმა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"