შეხვედროს ბედი იბრაჰიმოვიჩისა და კიელინის ჯახზე დიდად იქნება დამოკიდებული
შაბათს დიდი მატჩია: "მილანი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს და ბუნებრივია, იტალიელ ჟურნალისტებს აქედანვე ერთი ამბავი აქვთ ატეხილი. ყველა ჭრილში არჩევენ მოახლოებულ პაექრობას და ცდილობენ მატჩის ირგვლივ ვითარება კიდევ უფრო დაძაბონ. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტის ვარაუდით, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ჯორჯო კიელინის დუელზე... როგორც იცით, შვედი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ირჯება და მის წინააღმდეგ სწორედ კიელინის მოუწევს შეტოქება. განსაკუთრებით დაიძაბება სიტუაცია სტანდარტულების დროს, რადგან ჯორჯოც და ზლატანიც მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობენ. მოკლედ, წინ დიდი ჯახი გველის და მათ შორის, ასეთ ლოკალურ მასშტაბებშიც. "გაძეტას" ჟურნალისტი იბრაჰიმოვიჩს დაუკავშირდა და სწორედ კიელინისთან მოსალოდნელ ორთაბრძოლაზე გაესაუბრა:

"ჯორჯოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან მებრძოლი ადამიანია და ამასთან, ყოველთვის იცავს სპორტულ პრინციპებს. ხისტად თამაშობს და გასაქანს არ გაძლევს, გამომდინარე აქედან, მასთან თამაში ყოველთვის მიჭირდა. იმდენად მჭიდროდ გეთამაშება, რომ სუნთქვასაც კი გიზღუდავს, მოკლედ, ურთულესი გამოცდის ჩაბარება მომიწევს. ჩვენი დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესო და დაძაბული იყო, დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება".

იბრამ ზოგადად მატჩის შესახებაც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "სერია A-ში იოლი თამაში არ არსებობს და სიმართლე გითხრათ, ვემზადებით ისე, როგორც თითოეული პაექრობისთვის. "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ შესაძლოა მათთან უფრო გაგვიადვილდეს თამაში, ვიდრე ვთქვათ აუტსაიდერთან. ეს ფეხბურთია, სპორტის უპირველესი სახეობა კი ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. ამიტომ, პროგნოზის გაკეთება და იმაზე საუბარი, რომ ძალიან გაგვიჭირდება, ან იოლად მოვიგებთ, დროის კარგვად მიმაჩნია. რა იქნება, ეს ერთი ღმერთმა იცის და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა