როი კინი: ძალიან მინდა ვიცოდე, რა მოხდა ინგლისელთა გასახდელში
2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი ჩერნოგორიასა და ინგლისს შორის ინციდენტების გარეშე არ გამართულა. ვითარება პოდგორიცაში ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე იყო დაძაბული. ადგილობრივი პრესა თამაშის წინა დღეს წერდა, რომ ფანების დაჯგუფებებს ერთმანეთში პრობლემები ჰქონდათ.

განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ეს ყველაფერი მას მერე, რაც ადგილობრივმა პოლიციამ მოედანს მთლიანად ალყა შემოარტყა, რათა გულშემატკივარს მოედანზე არ შეეღწია.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, სიტუაცია დაამძიმა იმანაც, რომ სტუმართა ფანების გარკვეულმა ჯგუფმაც მოახერხა ჩხუბში ჩაბმა. თუმცა მატჩის დაწყება მსგავსს არაფერს მოასწავებდა.

გულშემატკივარმა, პატივისცემის ნიშნად, ფეხზე მდგომმა მოისმინა ორივე ქვეყნის ჰიმნი და მატჩის დაწყებას აპლოდისმენტებით შეეგება.

აი, რა მოხდა ამის შემდეგ, ზუსტად ამის თქმა გვიჭირს. ჩხუბი მოულოდნელად მასპინძელთა კარებების უკან განლაგებულ ტრიბუნაზე დაიწყო.

ჯერჯერობით უეფასგან კომენტარი ამ მოვლენებს არ მოჰყოლია, თუმცა ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩერნოგორიული მხარე უმკაცრესად დაისჯება.

Video

ჩხუბი ჩერნოგორია-ინგლისის მატჩის ტრიბუნაზე

მატჩის შემდგომ

როი ჰოჯსონი: "გაბრაზებული ვარ, რომ მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ვერ მოვახერხეთ უპირატესობის განმტკიცება და მატჩის მოგება. მიმაჩნია, რომ მოგებასთან უფრო ახლოს ჩვენ ვიყავით, მაგრამ სათანადოდ უნდა დავაფასოთ მეტოქის მონდომებაც, რომელმაც მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა და თავისი შანსი გამოიყენა. ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე თამაში ვერ შევძელით. ვიცოდით, რომ ჩერნოგორიაში მოგება ძალიან რთული იქნებოდა.

ქულა, რომელიც დღეს დავიმსახურეთ, საშუალებას გვაძლევს, რომ მოვლენათა მიმდინარეობა თავად ვაკონტროლოთ. ყველაზე საინტერესო ეტაპი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ამისთვის სექტემბერ-ოქტომბერს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ. დარჩენილი ოთხი მატჩიდან სამი შინ გვიწევს, თანაც უშუალო კონკურენტებთან".

სტივენ ჯერარდი: "ჩვენ მეორე ტაიმში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში ფეხბურთის თამაში შევწყვიტეთ, რისი გაკეთებაც გასვლით მატჩებში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პასი მოიშალა თუ არა, თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მეტოქემ გოლი ნამდვილად დაიმსახურა. 1:0-ზე აუცილებელია შეტევაში თამაში, რადგან ეს ანგარიში არაფრის გარანტიას არ იძლევა.

ახლა ისღა დაგვრჩენია, უკრაინაში მხოლოდ სამი ქულისთვის ჩავიდეთ, ხოლო საშინაო თამაშებში მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ. მიუხედავად ამჟამინდელი მდგომარეობისა, დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრები მაინც მოახერხებს პირველ ადგილზე გასვლას".

როი ჰოჯსონის გუნდის თამაში კრიტიკულად შეაფასა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, 42 წლის როი კინმა. აი, რა თქვა მან: "ძალიან მინდა ვიცოდე, თუ რა მოხდა ასეთი შესვენებაზე ინგლისელთა ბანაკში, რადგან კონცენტრაციის ასე დაკარგვა, უბრალოდ, აღმაშფოთებელია. არ მჯერა, რომ ინგლისელებმა მეორე ტაიმი ამდენად სუსტად ჩაატარეს. მეგონა, რომ ჰოჯსონი გარკვეულ კორექტივებს შეიტანდა, რაც გუნდზე აუცილებლად აისახებოდა, მაგრამ მომატების ნაცვლად ისინი ყველანი ისხდნენ და ელოდებოდნენ, როდის გაათანაბრებდნენ ანგარიშს მასპინძლები. მწვრთნელებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წინათგრძნობა მსგავს ეპიზოდებში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]

mkiTxveli
მადლობა დაზუსტებისთვის.
mkitxveli
როგორ უნდა მივხვდეთ, რომელ მატჩზეა სტატია?
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...