ჯუზეპე მაროტამ - წინადადებასაც გააჩნიაო
2011 წელს "იუვენტუსმა" ლევერკუზენის "ბაიერს" 10.5 მილიონი ევრო გადაურიცხა და სანაცვლოდ, თავისთან არტურო ვიდალი წაიყვანა.

ჩილელი შესანიშნავად მოერგო იტალიურ გუნდს და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. არტუროს ანგარიშზე ტურინული გრანდის შემადგენლობაში 71 მატჩი და 17 გოლია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოვყევით, რომ ბოლო დროს ვიდალის მიმართ ევროპული ფეხბურთის გრანდებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს და "ვეკია სენიორას" მესვეურებს სერიოზული შეტევების მოგერიება მოუწევთ.

აპენინურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდალის გადაბირება მიუნხენის "ბაიერნის", ლონდონის "ჩელსის" და "პარი სენ-ჟერმენის" მესვეურებს სურთ. განსაკუთრებით მიუნხენელები აქტიურობენ და როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში ტურინში აპირებენ ჩასვლას. ჩილელი ფეხბურთელით დაინტერესებას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა ადასტურებს:

"ვიდალის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, თუმცა კონკრეტულ შემოთავაზებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დიდი ალბათობით, არტუროს გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან და შესაბამისად, ამ წინადადების განხილვა მოგვიწევს. დიახ, განხილვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არტუროს გაყიდვას ვაპირებთ. ჩვენი სურვილია, რომ მან მომდევნო სეზონშიც "იუვეში" ითამაშოს, მაგრამ, მეორე მხრივ, წინადადებასაც გააჩნია..."

აი, ასეთი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა ბეპე მაროტამ და ათასგვარ ჭორს დაუდო სათავე... "გაზეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები აუცილებლად შეელევიან არტუროს, თუ მასში რომელიმე კლუბი 30 მილიონ ევროს გადაიხდის. 30 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხას იშვიათად იხდიან და თუ ტურინელებმა ასეთი მაცდური შეთავაზება მიიღეს, მართლაც გაუჭირდებათ უარის თქმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბაიერნი" არტურო ვიდალისთვის იბრძვის?

aleqsandre
რა 30 წლის თქვენ ღადაობთ? ტიპი 25 წლისაა!
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა