სერია B-ში ხელფასები შეიზღუდა
"ლეგა კალჩოს" მორიგი ყრილობა შედგა, რომელზეც რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს. დიდი ინტერესი გამოიწვია სერია B-ში ფინანსური ფეარ პლეის ამოქმედების საკითხმა, რომელიც უკვე დაკანონდა და ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა.

ახალი წესების თანახმად, სერია B-ს კლუბებს ფეხბურთელისთვის წელიწადში მაქსიმუმ 300 000 ევროს გადახდის საშუალება ექნებათ. ამ თემაზე კომენტარი რანგით მეორე დივიზიონის დირექტორმა ანდრეა აბოდიმ გააკეთა:

"ხშირად ხდება, რომ სერია B-ს კლუბებს ფეხბურთელები უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და მათ სამჯერ უფრო მეტ ხელფასს უხდიან, ვიდრე ადგილობრივ მოთამაშეებს. ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ აკეთებენ, რადგან ჩამოსულთა საფეხბურთო კლასი ხშირად არცთუ ისე მაღალია. ამის გამო ბევრ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და რადგან თვითონ არ უფრთხილდებიან თავიანთ რესურსებს, ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე. ფინანსური ფეარ პლეი კალჩოს ძალიან წაადგება და ამაში მალე დარწმუნდებით".

"ლეგა კალჩოს" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მეტად, აურელიო დე ლაურენტისის იდეებით დაინტერესდნენ და ბრიფინგზეც ამ თემას დიდი დრო დაეთმო. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი კალჩოში რევოლუციური ცვლილებების მომხრეა და სურს, რომ სერია A-ს კლუბების ახალგაზრდული გუნდები ლიგა პროს გათამაშებაში ჩაერთონ, ანუ რანგით მესამე დივიზიონში - ამ თემაზე "ლეგა კალჩოს" პრეზიდენტმა მარიო მაკალიმ შემდეგი განაცხადა:

"დე ლაურენტისის იდეა საფუძველს მოკლებულია და ეს ის საქმეა, რომელსაც სულ ბოლოს გავაკეთებთ, ანუ არასდროს... იტალიაში უამრავი ქალაქია, რომლებსაც სერია A-ს დონის გუნდი არ ჰყავთ და ისინი ქვედა ლიგებში ასპარეზობით შემოიფარგლებიან. როგორც ჩანს, სენიორ აურელიოს სურს, რომ ისინი იქაც შეავიწროვოს და სანაცვლოდ, ჩემპიონატში თავისი გუნდი ჩართოს. "ნაპოლი" სერია A-შიც, სერია C-შიც და ბარემ სერია B-შიც – რა ვუყოთ პატარა ქალაქებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ ფეხბურთი? – თუ პრო ლიგის დივიზიონებში 30-30 გუნდი ვათამაშოთ? – მოკლედ, დე ლაურენტისის იდეა იდეად დარჩება. თუ ახალგაზრდებისთვის პრაქტიკის მიცემა სურთ, ათამაშონ ელიტარულ დივიზიონში, ამის წინააღმდეგი არავინაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აურელიო დე ლაურენტისი: როგორ ვუშველოთ იტალიურ ფეხბურთს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად