კლარენს ზეედორფი ამჟამად ბრაზილიაშია და "ბოტაფოგოს" შემადგენლობაში ასპარეზობს
კლარენს ზეედორფი ამჟამად ბრაზილიაშია და "ბოტაფოგოს" შემადგენლობაში ასპარეზობს. 36 წლის ჰოლანდიელს კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული, სადაც მილანური გრანდების შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ზე უფრო "მილანთან" ასოცირდება - ამ გუნდში მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორი წელი "ინტერში" ასპარეზობდა. "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი კლარენსს ბრაზილიაში შეეხმიანა და ყოფილ გუნდებზე მისი მოსაზრებით დაინტერესდა...

მილანი

"მილანი" განვითარების სწორ გზას ადგას და ამის შედეგს უკვე მომდევნო სეზონში დავინახავთ. ვფიქრობ, კლუბი უკვე მზადაა, რომ იტალიასა და ევროპაში წარმატებულად ითამაშოს, რაც "ბარსელონასთანაც" დამტკიცდა.

მართალია, კატალონიაში "როსონერი" განადგურდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ შეხვედრაში ისედაც ფავორიტად შერაცხულ მეტოქესთან მასიმილიანო ალეგრის გუნდი შეთხელებული შემადგენლობით იყო. ჯამპაოლო პაცინი რომ არ დაშავებულიყო და მარიო ბალოტელის თამაშის უფლება ჰქონოდა, "მილანი" მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავიდოდა.

ბალოტელი ცალკე სალაპარაკო თემაა - ენთუზიაზმით აღსავსეა და ისე ირჯება, როგორც არასდროს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ეს ჯერ კიდევ არაა მისი მაქსიმუმი.

ინტერი

"ინტერს" იმ თაობის ფეხბურთელები ტოვებენ, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ამიტომ გუნდში მეტად რთული, გარდამავალი პერიოდია.

შეიძლებოდა ეს პროცესი უფრო უმტკივნეულო ყოფილიყო, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ამ ფორმაციის "ინტერი" უძლიერესი გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია. ყველაფერი კლუბის მესვეურებსა და მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომლებმაც რთული ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვონ. წარუმატებლობა გარდამავალი პერიოდით შეიძლება აიხსნას, მაგრამ თუ მომავალი წარმატების კონტურები არ ჩანს, ეს ყველაფერი უფრო თავის მართლებას ემსგავსება. ვიმედოვნებ, "ინტერი" მალე დაადგება აღმავლობის გზას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კლარენს ზეედორფის პირველი წითელი ბარათი

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად