კოუტინიო ბენიტესს ემადლიერება
"ინტერის" ბრაზილიელი ტალანტი კოუტინიო მილანში თავს შესანიშნავად გრძნობს და აცხადებს, რომ ყველა პირობას უქმნიან შემდგომი განვითარებისთვის. გასულ ტურში "ინტერმა" "სამპდორიასთან"' დაკარგა ქულები - ერთადერთი ფეხბურთელი "ნერაძურიდან", ვისი მისამართითაც ჟურნალისტებმა კრიტიკა ვერ გაიმატეს, სწორედ კოუტინიო გახლდათ. ძალიან აქტიური იყო და მთლიანობაში, შესანიშნავად გაისარჯა. "გაძეტასთან" საუბარში ახალგაზრდა ბრაზილიელი შემდეგს აცხადებს:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "სამპდორიას" წინააღმდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ საკუთარ თავზე კიდევ ბევრი მუშაობა მმართებს. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მწვრთნელის, რომელიც მუდმივად მხარში მიდგას და რჩევებს მაძლევს. რაფაელ ბენიტესი მამასავით მექცევა, ძალიან ხშირად მესაუბრება და მიხსნის თუ რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე. ჩემთვის ეს აუცილებელია, რადგან დიდი გამოცდილება არ მიმაგრებს ზურგს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, უამრავი რამ მაქვს სასწავლი".

"ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც აქვე გაგაცნობთ. ვესლი სნეიდერს მომავალ ზაფხულს უმთავრდება კლუბთან ხელშეკრულება და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივება არა და არ მოხერხდა. ამან გარკვეული ეჭვები დაბადა იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონიდან ჰოლანდიელი სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. ეს ეჭვები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა, თუმცა გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, მომდევნო კვირის პირველ დღეებში ვესლი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ჯერჯერობით, მხარეები ამ ცნობას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, სნეიდერის ახალი კონტრაქტი 2015 წლამდე იქნება გათვლილი და ჯამაგირის სახით, ჰოლანდიელი წლიურად ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა